კიდევ ერთი კვირა დარჩა!

ბევრი რომ არ ვიწვალო, უბრალოდ შებრძანდით "განაგრძეთ კითხვა"-ში და წაიკითხავთ ძალიან საინტერესო სტატიას.


- ისუნთქეთ..

- უუ.. ექიმო, ფეხი ჩამარტყეს, ხელი მიმკრეს, წამაქციეს.

- არ ისუნთქოთ.. ასე, ასე, ეხლა, ასე.. ენა მაჩვენეთ.. ხოდა, რას ამბობდით, ბილბაოში იყავით? ისუნთქეთ..

- ამბობენ, ამ ქალაქში, ყველას ასე ექცვიან..

- აბა რა. თქვენი მხიდან ვინმე დარჩა უვნებელი?

- ყველა ცოცხალია, მაგრამ იცით... ჩვენი მწვრთნელი... ის გამოჩენილი ადამიანია მთელს მსოფლიოში... ისეთი ტაქტიკოსია... მან ყველაფერი წინასწარ გათვალა... ჩვენ მათ დარტყმას, დარტყმით ვუპასუხეთ.... ყვირილს, ყვირილით... შემოტევას, შეტევით.... ასეთ მატჩებში, მთავარია გამძლეობა და არა თამაში, ძალა და არა ფიქრი. ვინც ფიქრობდა, ყველა თამაშს მიღმა დარჩა და დაპირისპირებაში ჩაერთნენ მგლები ან არ ვიცი, რას ეძახის მათ მოურინიო..

ექიმმა ჩახედა სუსტ არგენტინელს თვალებში და ჰკითხა..

- თქვენ რა კატეგორიას მიეკუთვნებით?

არგენტინელი დაფიქრდა, მაგრამ კითხვას საფუძვლიანად არ გასცა პასუხი..

- იცით ექიმო, მე მთელი სეზონის განმავლობაში ვცდილობდი გამომემუშავა ნამდვილი პენალტი..

- ვარჯიშობდით? თქვენს ანგარიშზე ყველაზე მეტი გამომუშავებული პენალტია და თქვენ ერთი სერიოზული დაშავებაც არ გაქვთ..

- არა? აი შეხედეთ - და აჩვენა მარცხენა ფეხი, სადაც ჰქონდა დანაკაწრი და აშკარად ჩანდა ბუცების კვალი - აქ ფეხი დამაბიჯეს და აქ - გაიძრო მაიკა და მარცხენა მკერდზე, ფრჩხილების კვალი აჩვენა - მის დიდ თვალებში კარგად ჩანდა ბავშვური თვითნებურობა..

- ხო, ეს ნამდვილად კარგი არგუმენტებია თერთმეტმეტრიანების დანიშვნის..

- ნამდვილი თერთმეტმეტრიანების!!

- და შემდეგ რა მოხდა? დაარტყით პენალტები?


- არა კაკამ დაარტყა..

- და რატომ?

- ნუ.. ეს კაკას საღამო იყო, მან ბასკები გაანადგურა.

- მოიცათ.. რომელი კაკა? ის? რომელიც მიდიოდა? როგორ? ეს საოცრებაა..

- დიახ. მეტი სად უნდა დაბრუნებულიყო თუ არა რეალში? და ისა კიდევ, ბასკებმა კარგად არ იციან რა არის სისწრაფე..

- მაგრამ თქვენ ხომ კარგად იცით?


- ეგ კი, მაგრამ მე არ ვიცი, რას ნიშნავს ბრძოლა..

- გასაგებია. მაშინ მაჩვენეთ მუხლი.. კიდევ თქვენ არაპროპორციულად დარბიხართ ხო? სად წავიდა ჩემი ჩაქუჩი? კარგით, ძველი მეთოდებით შეგამოწმებთ.. ტოტენჰემი!

ფეხი ავარდა ზემოთ

- კარგია. ატლეტიკი


ფეხი აუვარდა ჰაერში...ა

- გასაგებია. ფრთხილად იყავით... ბარსელონა!


ფეხი ჰაერში ავარდა, გრეთვე ხელიც. თავი ვეღარ გააკონტროლა.. შემდეგ, სწრაფად თავი წამოწია და წამოხტა.

- დამშვიდდით! დამშვიდდით. კიდევ ერთ კვირა დარჩა.. კიდევ ერთი კვირა! dle 10.1

  • dato818
  • 12 აპრილი 2011
  • 2140
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)