”რეალი” ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესოა

მადრიდის ”რეალი” სტატისტიკური მონაცემებით, ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება. სამეფო კლუბი ყველა ასპექტში პირველია. მადრიდელებმა ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი ქულა დააგროვეს, გაიტანეს 23 გოლი და მხოლოდ 3 მიიღეს...


წლევანდელი წლის ჯგუფური ეტაპი ”მერენგებისთვის” იყო ერთ-ერთი საუკეთესო მათი არსებობის ისტორიაში. ყველაფერი ”აიაქსთან” გამარჯვებით დაიწყო, სადაც ”რეალმა” ნამდვილი სპექტაკლი შესთავაზა მაყურებელს და 2-0 იმარჯვა, ხოლო ბოლო მატჩი კი ”თეთრებმა” ”ოსერთან” გამართეს, სადაც კარიმ ბენზემას ჰეტ-ტრიკის წყალობით მოიპოვეს წარმატება. დაგროვებული ქულების გარდა, მადრიდულმა კლუბმა მხოლოდ 2 ბურთი გაუშვა, რაც უნიკალური შედეგია.

სამეფო კლუბის სტატისტიკა გაცილებით გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა ”ტოტენჰემი” 4-0 გაანადგურეს. შეიძლება ითქვას, რომ ”რეალი” შესანიშნავად გამოდის ევროპულ ტურნირზე.

დედაქალაქელებმა სულ კარის მიმართულებით 197-ჯერ დაარტყეს და აღსანიშნავია, რომ 62-ჯერ მარტო კრიშტიანომ სცადა ბედი. 197 დარტყმულიდან, კარისკენ 71 წავიდა. გოლების გატანის მცდელობების გარდა, მადრიდელები ასისტენტობაშიც პირველზე არიან ”ბარსელონასთან”. ეს ყველაფერი კი ოზილის ხარჯზე ხდება, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე 7 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

კასილასი 3 გაშვებული გოლით საუკეთესოა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე. ედვინ ვან დერ საარი, მას ოდნავ უსწრებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ წითელი ”ეშმაკების” გოლკიპერს ერთი მატჩი გამოტოვებული აქვს.

”რეალი” ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესოა
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)