რელანო: "გაოცებული ვარ მოურინიოთი, მან კაკა დააბრუნა"

ესპანელმა საფეხბურთო ექსპერტმა, ალფრედო რელანომ კომენტარი გააკეთა მდრიდის რეალისა და რიკარდო კაკას თამაშზე.


"მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, როცა გუნდების სასტარტო შემადგენლობა ვნახე, ჩემში რეალის პირველმა თერთმეტეულმა უარყოფითი ემოციები გამოიწვია. მან დაასვენა ისეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: რონალდო, მარსელო, ოზილი, კარვალიო და ალონსო. მათ მაგივრად კი გამოიყვანა ორი ფეხბურთელი, რომლებმაც ტრავმების გამო დიდი ხანი გამოტოვეს და ჯერ კიდევ თავიანთი თამაშის ძიებაში არიან. აგრეთვე ძირითად შემადგენლობაში შეიყვანა ანხელ დი მარია, რომელიც ერთი ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში "ელ კლასიკოს" გამოტოვებდა, ამიტომ დიდი სიფრთხილე მართებდა. ერთი შეხედვით ჩანდა, რომ მოურინიომ დათმო "ლა ლიგა" და მთელი ყურადღება ჩემპიონთა ლიგაზე გადაიტანა. თუმცა მატჩშის დასაწყისშივე გამოჩნდა, რომ ჟოზე არაფრის დათმობასაც არ აპირებს. ასეთმა უცნაურმა წყობამ 100%-ით გაამართლა. "ბლანკოსმა" არანაირი შანსი არ დაუტოვა მეტოქეს და სრულიად დამსახურებულად გაადნადგურა მოწინააღმდეგე ანგარიშით 3-0. ამას დამატებული, "რეალმა" ასეთი მატჩი დიდ პლიუსშიც ჩაიწერა, რადგან გუნდის წამყვანმა ფეხბურთელებმა დასვენება მოახერხეს, რასაც ოქროს ფასი აქვს ასეთი მნიშვნელოვანი მატჩების წინ."

"მინდა ავღნიშნო გარაის თამაში, რომელმაც შეხვედრა უნაკლოდ ჩაატარა. აგრეთვე გამოვყოფდი ანხელ დი მარიას, რომელიც როგორც ჩანს, დღითიდღე უმატებს და უბრუნდება იმ თამაშს, რასაც გასული წლის ბოლოს აჩვენებდა. ვინც გუშინ გამაოცა უდაოდ იყო კაკა. აღფრთოვანებული დავრჩი ბრაზილიელის თამაშით. მან ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ კაკამ სისწრაფეშიც მოუმატა, რაც ადვილად შესამჩნევი იყო. რიკარდოს თამაში გუნდსაც დაეტყო. კაკა შეტევებს ბრწყინვალედ ახორხიელებდა და "სან მამესის" სტატიონზე გუნდის ლიდერად მოგვევლინა. ეხლა, მთავარია ამ ტემპის შენარჩუნება და "სამეფო კლუბს" სეზონის უმნიშვნელოვანეს ნაწილში უდიდესი ძალა დაემატება." dle 10.1

  • dato818
  • 10 აპრილი 2011
  • 6405
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)