რა არის მასში ასეთი განსაკუთრებული?

რა არის მასში ასეთი განსაკუთრებული?

ის ჩემპიონატის მატჩებში საკუთარ მოედანზე უკვე ცხრა წლის მანძილზე არ მარცხდებოდა და თავის გუნდთან ერთად მესამეჯერ უმიზნებს ჩემპიონთა ლიგის მოგებას. მადრიდის “რეალის” მაესტროს ნებისმიერ სპორტში, ნებისმიერ ადგილას შეუძლია იყოს საუკეთესო მწვრთნელი.


როცა გულშემატკივრები უახლოვდებიან მსოფლიოში ყველაზე ცნობილ მწვრთნელს, რასაც ისინი ძალიან ხშირად აკეთებენ მადრიდით და ლონდონით დაწყებული და ლოს-ანჟელესით დასრულებული, ისინი ძალიან იშვიათად კმაყოფილდებიან უბრალო ავტოგრაფებით. გულშემატკივრები რაიმე განსხვავებულს და ამავდროულად უნიკალურს ელიან. გავრისკავ და ვიტყვი: “განსაკუთრებულს". "მე გავაფორმებ კონტრაქტს ჟოზე მოურინიოსთან" - ამბობს "ბლანკოსის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი ესპანეთის დედაქალაქში ჩატარებული ვარჯიშის შემდეგ..

რა არის მასში ასეთი განსაკუთრებული?


მოურინიომ ამოისუნთქვა და ძლივს გამოაჩინა ოდნავ მომღიმარი სახე. - "ყველას სურს, რომ მე განსაკუთრებული ვიყო, მაგრამ ამაზე არ ვღელავ. შეიძლებოდა, ბევრად უარესი მეტსახელი მქონოდა".

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელმა თავისი ზედმეტსახელი - თვითონ მოიგონა. 2004 წელს, პირველ პრეს-კონფერენციაზე "ჩელსის" მწვრთნელის რანგში, მოურინიო გაღიზიანებული იქნა სკეფტიციზმით, რომელიც მის პორტუგალიიდან გადმობარგვასთან იყო დაკავშირებული. "თქვენ ისე მესაუბრებით, თითქოს მე მთვარიდან ვიყო ჩამოსული. ვინ ხართ თქვენ? თქვენ გაქვთ ინგლისში მუშაობის ოსტატობა? თქვენ მანცვიფრებთ. მომეცით შანსი. მე სულ ახლახანს მოვიგე ჩემპიონთა ლიგა "პორტუსთან" ერთად. მე “განსაკუთრებული” ვარ. არ მომკლათ ჩემს პირველსავე დღეს"- უპასუხა მოუმ ერთერთ ჟურნალისტს.

“მათ იფიქრეს, თითქოს მე ამ განცხადებაში ვიგულისხმე, რომ - და ამ დროს ჟოზემ თავისთვის ჩვეული ინტონაციით განაცხადა - მე - განსაკუთრებული ვარ.”

რა არის მასში ასეთი განსაკუთრებული?


აი ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი. თანაც მოურინიოს ინვიდიალურობის ძალა ისეთია, რომ ინგლისიდან წამოსვლის, სამი წლის შემდეგაც კი. მისი ზედმეტსახელი - Special One კვლავ ისმის გადაცემაში BBC-ზე. იმ დღეებში, მოურინიოს ყველაზე მკაცრი კრიტიკოსებიც კი აღიარებდნენ, რომ ეს მეტსახელის სიმართლეს შეესაბამებოდა. იანვარში ფიფამ “განსაკუთრებული” 2010 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა. ეს გამოწვეულ იქნა იმით, რომ ჯოზეს გუნდმა - "ინტერმა" ქვეყნის ჩემპიონატი, იტალიის თასი, და ჩემპიონთა ლიგა მოიგო - ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მსოფლიოში. შვიდ სრულ სეზონში, რომელთა მანძილზეც იგი უძღვებოდა "პორტუს", "ჩელსისა" და "ინტერს", 48 წლის მოურინიომ მოიგო 14 სხვადასხვა პრიზი, მათ შორის ორი ჩემპიონთა ლიგა და ექვსი ნაციონალური ჩემპიონატი.

რა არის მასში ასეთი განსაკუთრებული?


რომელ ადგილს იკავებს მოურინიო მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელებს შორის? "უდავოდ უმაღლესს. ხელმძღვანელობის თვალსაზრისით, არსებობს სხვადასხვა კრიტერიები, რომლებიც მისი წარმატების საფუძველია, ამის მიღწევა დღეს ურთულესია. ჟოზეს წარმატებები მართლაც უნიკალურია. უდავოდ ის ერთერთი საუკეთესოა თავის საქმიანობაში."-ამბობს "მანჩესტერის" ლეგენდარული მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი - მოურინიოს მეგობარი და მეტოქე.

და ახლა, როდესაც ჟოზე უკვე ცხრა თვეა, რაც "რეალის" მწვრთნელია, ის უდიდეს ზეწოლის ქვეშ ექცევა : პორტუგალიელმა სპეციალისტმა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო კლუბი უნდა დააბრუნოს საფეხბურთო სამყაროს სათავეში, არა მხოლოდ ესპანეთში, სადაც "ბარსელონამ" უკანასკნელი ექვსი ჩემპიონატიდან ოთხი მოიგო, არამედ ევროპაშიც, სადაც "სამეფო კლუბი" არ გადიოდა მეოთხედფინალში 2004 წლიდან მოყოლებული. – “"ბლანკოსს" სურს იყოს საუკეთესო დღესაც და ხვალაც. ეს ჩემი გამოწვევაა"-ამბობს ჟოზე. თუ “რეალი” წელს ჩემპიონთა ლიგის მოგებას მოახერხებს, მაშინ ჟოზე ფეხბურთის ისტორიას გადაწერს, არავის მოუგია ჩემპიონთა ლიგა სამჯერ, სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად.

რა არის მასში ასეთი განსაკუთრებული?


სანამ მოურინიო ტოპ მწვრთნელი გახდებოდა, მან შეისწავლა სხვა უამრავი დარგი. გაანალიზა Microsoft-ის და Apple-ის მმართველობა. წაიკითხა კოლინ პაუელის ბიოგრაფია და ფილ ჯექსონის წიგნი. აგრეთვე შეისწავლა ჯონა ვუდენის “პირამიდის წარმატება.” “საფეხბურთო მწვრთნელი, რომელსაც მხოლოდ ფეხბურთი ესმის, ვერ გახდება დიდებული მწვრთნელი. ჩვენ სხვა რაღაცებიც უნდა გვესმოდეს. მე არასოდეს ვივიწყებ, რომ ჩემი ფეხბურთელები არიან კაცები. მათ გააჩნიათ თავიანთი კულტურა. ეს გასათვალისწინებელია და სწორედ ასეთი მიდგომით უნდა დაიწყო გუნდის მშენებლობა. ვფიქრობ, რომ ამ მხრივ მე გამაჩნია ნიჭი.” - ამბობს ჟოზე მოურინიო.

მოურინიოს ზოგჯერ არ შეუძლია თავის ხელში აყვანა. ის შეიძლება იყოს ჭკვიანი, უსარგებლო, სულელი, მკაცრი ან თუნდაც გულჩვილი, მაგრამ ვინ შეეწინააღმდეგება მას? მას მართლაც გააჩნია ნიჭი, დიდებული ნიჭი.


რა არის მასში ასეთი განსაკუთრებული?


დღესდღეობით ჯოზე მოურინიოს ვერცერთი მწვრთნელი ვერ შეედრება. ის მართლაც საუკეთესოა. შესაძლოა ფილ ჯექსონმა მოიგო 11 NBA-ის ტიტული, მაგრამ მის განკარგულებაში მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები იყვნენ. მოურინიომ მოიგო ჩემპიონთა ლიგა “პორტუსთან” და “ინტერთან” ერთად, რომელთა ფეხბურთელების ცნობადობა და ხელფასი ახლოსაც არ იყო, იმ მონაცემებთან, რაც მათ მოწინააღმდეგეებს გააჩნდათ.

ჟოზე საუბრობს ხუთ ენაზე. მან იცის პორტუგალიური, ინგლისური, ფრანგული, იტალიური და ესპანური. ბილ ბელიჩეკმა მოიგო სამი რგოლი, მაგრამ ბილის წარმატება ახლოსაც ვერ მივა პორტუგალიელი მწვრთნელის შედეგთან, რომლის გუნდებსაც ზედიზედ 9 წლის განმავლობაში ერთი წაგებაც არ ჰქონდათ საკუთარ მოედანზე. ამ ყველაფერთან ერთად, მსოფლიოს არცერთ მწვრთნელს არ უწევს მუშაობა ასეთი ზეწოლის ქვეშ. მადრიდის “რეალში” შესაძლებელია ერთი შეცდომაც კი არ გაპატიონ. თუნდაც ერთი ინტერვიუ, რომელიც არ იქნება ისეთი, როგორსაც უდნა აკეთებდეს “სამეფო კლუბის” მწვრთნელი, საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს. ჯოზეს შეეძლო დარჩენილიყო ინტერში, სადაც მას საათივით აწყობილი გუნდი ჰყავდა, არ ექნებოდა არანაირი ზეწოლა, დარჩებოდა გუნდში, რომლის გულშემატკივრებისთვის ის კერპი იყო, მაგრამ ჟოზემ ეს ყველაფერი მიატოვა. მან მიიღო გადაწყვეტილება და გადმობარგდა მადრიდში. პორტუგალიელმა მიიღო ახალი გამოწვევა. ის პრაქტიკულად არაფრიდან იწყებს ყველაფერს, ქმნის ახალ გუნდს და ალბათ არავის ეპარება იმაში ეჭვი, რომ ჟოზე თავისას მიაღწევს და “რეალი” კვლავ გახდება მსოფლიოს უძლიერესი კლუბი. ნუთუ ვინმეს შეუძლია თქვას, რომ ის არ არის განსაკუთრებული?



2010 წელი. მაისი. მილანი. ყველა ინფორმაცია დადასტურებულია, მოურინიო ტოვებს ინტერს და მიდის მადრიდის “რეალში”. ბერნაბეუს ფარგლებს გარეთ ერთერთი კამერა ძალიან საინტერესო ეპიზოდს იღებს. მოურინიოს მანქანა მიდის აეროპორტისკენ, თუმცა უეცრად ჩერდება. პორტუგალიელი გადმოდის მანქანიდან და მიემართება ინტერის მცველის, მარკო მატერაცისკენ, რომელსაც ძირითადად გულშემატკივრები იცნობენ იმ ეპიზოდით, როცა ზიდანმა მას თავი ჩაარტყა. ჩემს მიერ ხსენებული ორი მამაკაცი ეხუტება ერთმანეთს და იწყებენ ტირილს, ეს დაუვიწყარი მომენტი იყო და კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჟოზეს განსაკუთრებულობას.

რა არის მასში ასეთი განსაკუთრებული?


ჰკითხეთ ადამიანებს, რომლებიც კარგად იცნობენ ჟოზეს, თუ რატომ არის ის უნიკალური მწვრთნელი და პასუხად თქვენ გეტყვიან: “ფეხბურთელებს ის სიგიჟემდე უყვართ”. ჩელსის სუპერვარსკვლავი დიდიე დროგბა ამბობს: “როცა მოურინიომ ჩელსი დატოვა, თავს ობლად ვგრძნობდი. ის დიდებულია, შეხედეთ როგორი ურთიერთობა აქვს მას ფეხბურთელებთან. ის ყველასთვის მეგობარია, მაგრამ ამავდროულად ფეხბურთელებს უდიდესი პატივისცემა აქვთ მის მიმართ. ჟოზეს აქვს უნიკალური ნიჭი, ის ნებისმიერი ფეხბურთელისგან მაქსიმუმს ითხოვს და ამას აღწევს კიდევაც. როცა მოურინიო შენი დამრიგებელია, უდიდესი თავდაჯერებულობა გიჩნდება და ცდილობ შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთო.” დროგბამ აგრეთვე აღიარა, რომ როცა პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჩელსი დატოვა, ის მთელი ღამე ტიროდა.


მატერაცის მშობლიური ენა იტალიურია, დროგბას - ფრანგული. მოურინიოს აქვს ერთი წესი, როცა ის ფეხბურთელებს მიმართავს, ამას აკეთებს იმ ენაზე, რომელ ქვეყნის გუნდსაც წვრთნის. ამ ყველაფერს ის აკეთებს იმისათვის, რათა გააერთიანოს ფეხბურთელები და კლუბის კულტურა. ინტერში ის საუბრობდა იტალიურად, იმის მიუხედავად, რომ გუნდში 24 ფეხბურთელიდან მხოლოდ 4 იყო იტალიელი. მაგრამ როცა ჟოზე ფეხბურთელებს ერთი/ერთზე ესაუბრება, ხშირშემთხვევაში ამას აკეთებს თვით ამ ფეხბურთელის ენაზე. “მე ვიცი ხუთი ენა, ამიტომ ადამიანებთან კონტაქტი მიადვილდება. ფეხბურთელებთან ვცდილობ ვისაუბრო იმ ენაზე, რომელშიც მათ ეჭვი არ ეპარება, ამ შემთხვევაში ისინი უფრო გამბედავნი არიან, მიხსნიან გულს და ნებისმიერ პრობლემაზე მესაუბრებიან.” - ამბობს მოურინიო

რა არის მასში ასეთი განსაკუთრებული?


ერთი სიტყვით, მოურინიო ერთიანებს ფეხბურთელებს ფსიქოლოგიურად. ეს კი ძალზედ მნიშვნელოვანია. ჟოზეს გაწვრთნილ გუნდში ყოველთვის სუფევს ბრწყინვალე ატმოსფერა. პორტუგალიელი ამბობს: “ჩემი შეგირდები არიან ჩემი ოჯახის წევრები. ჩვენ ერთად წარმოვადგენთ ერთ დიდ ოჯახს”.
თუ ფერგიუსონი ცნობილია თავისი მუშაობის მკაცრი მეთოდებით, მოურინიო არის თავისი საქმის ხელოვანი, რომელსაც სივრცე და თავისუფლება სჭირდება. თუ მასე ეს პირობები ექნება, ყოველთვის აღწევს წარმატებას.



2004 წელი, ინგლისი, მანჩესტერი. ვინ არის ეს ადამიანი? როგორ ბედავს “ოლდ ტრაფორდის” უნიკალური ტერიტორიის გადალახვას? ეს არის ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის შეხვედრა, სადაც პორტუგალიურმა კლუბმა - პორტუმ გააოცა მთელი საფეხბურთო სამყარო და ტურნირიდან გამოთიშა ისეთი გიგანტი, როგორიც მანჩესტერ იუნაიტედია. მოურინიო გამოვარდა სათადარიგოთა სკამებიდან,ჟოზეს მიმდევრები უკან აეკიდნენ, მაგრამ ვერავინ დაეწია. პორტუგალიელი მწვრთნელი გაემართა კუთხურისკენ, სადაც პორტუს ფეხბურთელები აღნიშნავენ ამ ბწყინვალე გამარჯვებას. მართლაც… ვინ არის ეს ადამიანი??




რა არის მასში ასეთი განსაკუთრებული?


აღსანიშნავია, რომ ბევრი მწვრთნელისგან განსხვავებით, ჟოზე შევიდა საფეხბურთო მწვრთნელების ელიტაში, არა როგორც ექს ფეხბურთის ვარსკვლავი. მისი კარიერა დასრულდა 24 წლის ასაკში. თავიდან მოურინიო მწვრთნელის დამხმარედ მუშაობდა. ის 5 წლის განმავლობაში სერ ბობი რობსონის დამხმარე იყო, ჯერ პორტუგალიაში, შემდეგ კი ესპანეთში. მადრიდელთა ეხლანდელი თავკაცი თავიდანვე გამორჩეული თავის საქმიანობაში. ბობი რობსონი აღფრთოვანებული იყო ჟოზეთი: “ მისი ტაქტიკა ყოველთვის ამართლებდა, ასევე მოურინიო ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც იმას მეუბნებოდა, რასაც ფიქრობდა.” დიდიე დროგბა: “ჟოზე შეუდარებელია. ის მე-4 დივიზიონის კლუბებთან შეხვედრის დროს იგივე სამუშაოს ასრულებდა, რასაც ჩემპიონთა ლიგის მატჩებისთვის. “ ეს გვაჩვენებს თუ რამდენად სერიოზულად ეკიდება მოურინიო თავის საქმეს.

როცა მოურინიო “პორტუს” მწვრთნელი გახდა, მას უკვე ფეხბურთის ხედვის თავისი ფილოსოფია გააჩნდა.” გუნდს ნებისმიერი მატჩის მოგება შეუძლია, თუ ის უნაკლოდ ითამაშებს. როცა გუნდი ბურთს აკონტროლებს და შეტევებს ახორციელებს,მოწინააღმდეგე გუნდში, ხშირად ხდება წყობის “დამახინჯება” ამ შემთხვევაში ჩნდება თავისუფალი სივრცეები, აუცილებელია ამ შესაძლებლობის გამოყენება. ასეთი რამ ხდება 3-დან 5-წამამდე.” - ამბობს ჟოზე მოურინიო


“თუ ფეხბურთს თამაშობს უმაღლესი დონის ფეხბურთელები, მატჩი ხშირშემთხვევაში უსწრაფეს ტემპში მიმდინარეობს და რთულია აიძულო მეტოქეს, რომ შეცდომა დაუშვას. სწორედ ამიტომ მე უპირატესობას ვანიჭებ ფეხბურთელებს, რომლებიც კულტურულად და ტაქტიკურად უმაღლეს დონეზე იმყოფებიან. მე მჭირდება, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა არამარტო იფიქრონ ერთ რამეზე, არამედ აკეთონ ეს ერთდროულად. ფეხბურთი არ არის კალათბურთი, სადაც თამაშობს 5 ფეხბურთელი. აქ მატჩში მონაწილეობს 11 ფეხბურთელი, ამიტომ მათ უნდა ითამაშონ შეკრულად, ისე თითქოს ამას ერთი ადამიანი აკეთებს.”

რა არის მასში ასეთი განსაკუთრებული?


“მე ბედმა გამიღიმა და სამ კლუბში ისტორია შევქმენი. პორტუში მუშაობის დროს ძალიან ბედნიერი ვიყავი, ჩვენ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა ძალიან დაბალი ფინანსური მაჩვენებლების პირობებში. 1/8 ფინალური დაპირისპირებიდან გამოვთიშეთ მანჩესტერი, რომლის ფეხბურთელების ხელფასით, მთელი პორტუს ყიდვა შეიძლებოდა. ჩელსიში გატარებული წლებიც განსაკუთრებული იყო. ამ პერიოდში ჩელსიმ ორჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, რაც ბოლოს 50 წლის წინ მოხდა.”


რა არის მასში ასეთი განსაკუთრებული?




ჩემპიონთა ლიგის ½ ფინალური ეტაპის ბრწყინვალე დაპირისპირება, რომელშიც “ინტერმა” “ბარსელონა” 3-2 დაამარცხა, ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო. განმეორებითი მატჩის პირველ ნახევარში ინტერი 10 კაცით დარჩა, თუმცა მილანელებმა მაინც მოახერხეს სასურველი ანგარიშის შენარჩუნება და გათამაშებიდან სენსაციურად გამოთიშეს, ტურნირის მთავარი ფავორიტი - ბარსელონა. ჯოზემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ განსაკუთრებულია და ურთულეს პირობებში, ნებისმიერი ფეხბურთელებით შეუძლია წარმატების მიღწევა. ამ ბრწყინვალე წარმატების მიუხედავად, საფეხბურთო სამყაროში “განსაკუთრებულზე” აზრი ორად გაიყო. ერთნი(ძირითადად ბარსელონას გულშემატკივრები) თვლიდნენ, რომ მოურინიო ფეხბურთს ამახინჯებდა და არასაფეხბურთო გზებით აღწევდა წარმატებებს, ხოლო მეორენი აღტაცებული იყვნენ პორტუგალიელით და მას გენიოსად მიიჩნევდნენ.


2010 წელს “განსაკუთრებული” მწვრთნელით განსაკუთრებული პრეზიდენტი დაინტერესდა..

რა არის მასში ასეთი განსაკუთრებული?


2000-2006 წლებში ფლორენტინო პერესმა შექმნა ლეგენდარული გუნდი სახელად გალაქტიკოსი, რომელშიც გამოდიოდნენ ისეთი “გიგანტები”, როგორებიც არიან ზიდანი, რონალდო, ფიგუ და ა.შ. 2009 წელს დონ ფლორენტინო ისევ დაუბრუნდა “სამეფო კლუბის” პრეზიდენტობის პოსტს და განიზრახა, “ბლანკოსი” საუკეთესო გაეხადა. მან კლუბში მოიყვანა 2007 და 2008 წლის საუკეთესო ფეხბურთელები, კაკა და კრიშტიანო რონალდო. თუმცა სეზონის ბოლოს, წარმატება კვლავ ბარსელონამ იზეიმა.

რა არის მასში ასეთი განსაკუთრებული?


ამ სეზონის ახალი გალაქტიკო თვით მოურინიო გახდა. ადამიანი-საოცრება, რომელმაც წინა წელს თავისი გზიდან, სამეფო კლუბის მეტოქე - ბარსელონა ჩამოიშორა და “ინტერთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. “ბლანკოსმა” “განსაკუთრებულის” შეძენაში ინტერს 10 მილიონი გადაუხადა და ჟოზესთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ამოწურვის შემთხვევაში, მოურინიო 48 მილიონს მიიღებს. ამ ციფრებზე თვალები რომ დავხუჭოთ, მოურინიოს გუნდში მოწვევა დაკავშირებულია პირველ რიგში გუნდის კულტურულ ამაღლებასთან. ჟოზე არის მწვრთნელი, რომელსაც თავისი კლუბის მთელი შემადგენლობა ყოველთვის პატივს სცემდა და ენდობოდა. ამ მხრივ კი “სამეფო კლუბი” არასოდეს გამოირჩეოდა. აქ მწვრთნელი ყოველთვის იყო მეორე ხარისხოვანი, თუმცა მას შემდეგ, რაც “განსაკუთრებული” მადრიდის “რეალის” სათავეში მოვიდა ყველაფერი შეიცვალა. ““ბლანკოსში” მთავარი ფიგურა არის მოურინიო. ასეთი სიტუაცია სანამ გაგრძელდება არავინ იცის, თუმცა ჟოზეს მოსვლა გუნდს აშკარად დაეტყო და კლუბს სასარგებლოდ წაადგა.” - ამბობს ჟურნალ The Guardian-ის ერთერთი საფეხბურთო ექსპერტი.

აღსანიშნავია, რომ “სამეფო კლუბის” გულშემატკივრები მიჩვეულნი არიან გუნდის გამარჯვებებს, ულამაზეს თამაშთან ერთად, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ჟოზეს გუნდებზე. “ბლანკოსის” გენერალურმა დირექტორმა - ხორხე ვალდანომ ერთხელ მოურინიოს გუნდების სათამაშო სტილი საშინელი სიტყვებით შეამკო(საიტზე ბავშვები შემოდიან და ამიტომ არ დავწერ ამ სიტყვებს.). ამ სეზონში, მათ შორის კონფლიქტი, “რეალში” ერთერთი ყველაზე სკანდალური თემა იყო. ამ ყველაფრის მიუხედავად, როცა “განსაკუთრებული” მადრიდში ჩამოვიდა, გულშემატკივრებს შეჰპირდა, რომ “ბლანკოსი” ითამაშებდა ილამაზეს ფეხბურთს, “ინტერში” მე არ მყავდა ისეთი დონის ფეხბურთელები, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ბურთი ჩვენ გვეკონტროლებინა, ეს შეუძლებელი იყო, ამიტომ ინტერის თამაში ავაგე იმ მიმართულებით, რაც გუნდს ყველაზე კარგად გამოსდიოდა. “რეალში” ყველაფერი სხვანაირადაა. აქ ვერცერთი მწვრთნელი ვერ მიაღწევს წარმატებას თუკი თამაშს დაცვიდან ააგებს. თუ გსურს კლუბში წარმატებას მიაღწიო, აუცილებელია კარგად გაიგო ამ კლუბის ფილოსოფია და მასზე დაყრდნობით ააგო თამაში. ჩემი გუნდი იქნება წარმატებული და ამასთანავე ითამაშებს ულამაზეს ფეხბურთს ამაში ეჭვი არავის შეეპაროს, მაგრამ ამ ყველაფერს დროს სჭირდება. მე არ ვარ ჯადოქარი, რომ ერთი ჯოხის დაქნევით, ჩემმა გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშოს. თუ კლუბის ხელმძღვანელობა, ფეხბურთელები და მე კარგად შევეწყობით ერთმანეთს და ერთი მიზნისათვის ვიბრძოლებთ, დარწმუნებული ვარ, წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ. - განაცხადა მოურინიომ

რა არის მასში ასეთი განსაკუთრებული?


რეალს ჰყავს კრიშტიანო რონალდო. მან თავისი სტატისტიკით “რეალში” გადაუსწრო ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან, რაული, რონალდო, პუშკაში და დისტეფანო. პორტუგალიელმა ამ სეზონში უკვე 40 გოლი გაიტანა. საკლუბო დონეზე კრიშტიანოს ყველაფერი მოგებული აქვს და უდავოდ ითვლება მსოფლიოს ისტორიაში ერთერთ საუკეთესო ფეხბურთელად. მოურინიოს მოსვლის შემდეგ, რონალდო დაუბრუნდა თავის ბრწყინვალე თამაშს, რომელსაც ის 2 წლის წინ, მანჩესტერში ასპარეზობის დროს აჩვენებდა. “მე ყოველთვის მყავდა დიდებული ფეხბურთელები, მაგრამ არასოდეს მყოლია კრიშტიანო რონალდო. ის შეუდარებელია. შარშან კრიშტიანოს ძალიან დიდი ტვირთი ეწვა ზურგზე, ასეთ პირობებში კი ძალიან რთული იყო წარმატების მიღწევა. ის მრავალფეროვანია და ჩემს გუნდში ითამაშებს უმნიშვნელოვანეს როლს, თუმცა ვეცდები უკან მყარი და სანდო კედელი ჰქონდეს, რათა თავი უფრო კომფორტულად იგრძნოს. - განაცხადა მოურინიომ




2007 წელი, ლონდონი, რეალიტი შოუ WWE Raw. შეინ მაკმახონი უეცრად წყვეტს თავის მონოლოგს - “მოიცათ, მე თქვენ გიცნობთ, თქვენ ჟოზე მოურინიო ბრძანდებით!, თქვენ ჩელსის მთავარი მწვრთნელი ხართ.” ამ სიტყვების შემდეგ, დარბაზში ხმაური ატყდა, პუბლიკა ჟოზეს მიესალმა, რომელიც მის ორ შვილთან ერთად ზის. “განსაკუთრებული” იცინის და მაკმახონს აჩვენებს, რომ შეინი შეცდა და ეს ახალგაზრდა ჭაღარაშერეული მამაკაცი, სულაც არ არის “განსაკუთრებული”. მაკმახონს დაავიწყდა მოურინიოს სახელი და მას ხოსეს უწოდებს.

როცა მოურინიო ვალდებებასის სამწვრთნელო ბაზიდან სახლში ბრუნდება, ის უკვე აღარ არის ბოსი. ეს სტატუსი გადადის მის მეუღლესთან, რომელთან ერთადაც პორტუგალიელი მწვრთნელი უკვე 21 წელი ცხოვრობს. მოურინიოს აგრეთვე ჰყავს ორი შვილი. “ მე ყველაფერი უნდა ვაკეთო, რასაც ისინი მთხოვენ. იმ ტელეგადაცემებს ვუყურებ, რასაც ისინი. დავდივართ კინოთეატრებში ფილმების საყურებლად, რომლებიც მათ მოსწონთ. ისინი აგრეთვე გატაცებულნი არიან რესლინგით, ამიტომ მე იძულებული ვარ მათთან ერთად ვიარო რესლინგზე.

რა არის მასში ასეთი განსაკუთრებული?


მოურინიოს შვილები სწავლობდნენ, ამერიკის, ლონდონის, მილანისა და მადრიდის სკოლებში. ჟოზეს იმედი აქვს, რომ მისი შვილები ამერიკის უნივერსიტეტში ჩააბარებენ. ამ დროისთვის, “განსაკუთრებული” ამერიკის ეროვნული გუნდის გაწვრთნას გეგმავს. - “მე და ჩემ მეუღლეს გვსურს, რაც შეიძლება ახლოს ვიყოთ ჩვენს შვილებთან. მე უკვე ვხედავ ჩემს თავს ამერიკაში, თუ როგორ ვწვრთნი ამ ქვეყნის გუნდებს და ვეხმარები ამერიკის სპორტის ამ სახეობას განვითარებაში. როცა მე დავიღლები ევროპული ფეხბურთისგან, აუცილებლად გავემგზავრები ამერიკაში. აგრეთვე ჩემი სურვილია პორტუგალიის ეროვნული ნაკრების გაწვრთნა.” - ამბობს მოურინიო

მოდით დავითვალოთ. ჟოზეს უმცროს ქალიშვილს უნივივერსიტეტის ასაკი ექნება 8 წელიწადში, ამ დროისთვის დამთავრებული იქნება 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი. ეს კი იდეალური პერიოდია, იმისათვის რათა ჟოზე ამერიკაში გადაიხვეწოს.

თუ ჯოზე გადალახავს ატლანტის ოკეანეს, ეს იქნება მეტად უცნაური გადაწყვეტილება, რადგან სამწვრთნელო კარიერისთვის მოურინიო ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, თუმცა ეს იქნება “განსაკუთრებული” მწვრთნელის, ბრწყინვალე კარიერის, გენიალური დასასრული. dle 10.1

  • dato818
  • 10 აპრილი 2011
  • 6918
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)