კარვალიოს ფინალში "ჩელსისთან" შეხვედრა სურს

რიკარდო კარვალიომ Guardian-თან მცირე კომენტარი გააკეთა...


"ბევრმა გააკრიტიკა ჩემი გადასვლა "ჩელსიდან" "რეალში". მე 32 წლის ვიყავი და წლები ვთამაშობდი ლონდონურ კლუბში. ცხადია, გასაკვირი სულაც არ ყოფილა ჩემი გაკრიტიკება."

"მე მქონდა პიზიკური პრობლემები,ანუ ტრავმა მაწუხებდა. საკმარისი სათამაშო დრო არ მეძლეოდა,რომ ტრავმა მომეშუშებინდა და ფორმაში ჩავმდგარიყავი. სწორედ ეს იყო მიზეზი იმსა,რომ გუნდი შევიცვალე."

"მე დარწმუნებული ვიყავი,რომ წარმატებებს მივაღწევდი. მინდოდა დამემტკიცებინა,რომ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად კარგ ფორმაში შევდიოდი. ადვილი იყო "ჩელსიში" დარჩენა,იქ მე პატივს მცემდნენ და მაფასებდნენ,მაგრამ მე მჭირდებოდა ცვლილება."

"უკანასკნელი წლების მანძილზე მე აღარ ვიყავი ბედნიერი "ჩელსიში" თამაშით. მე უფრო მეტის მიღწევა მინდოდა. რაღაც განსაკუთრებული ცვლილება ყო საჭირო. მინდოდა დამემტკიცებინა,რომ მე ჯერ კიდევ კარგი მოთამაშე ვარ."

"კრაუჩი და დეფო, ორივე შესანიშნავი თავდამსხმელია. პიტერი მეორე სართულზე შეუდარებელია, მაგრამ ის მაინც არაა ისეთი სახიფათო,როგორიც დეფოა. ჟერმენი ძალიან სწრაფია და ვფიქრობ,რომ მის წინააღმდეგ თამაში ადვილი არ იქნება."

""ჩელსი" საუკეთესოა ინგლისში. "რეალსა" და "არისტოკრატებს" ერთი მიზანი აქვს - ჩემპიონთა ლიგის მოგება. "ბლანკოსი" მეათე ტიტულის მოგებას ცდილობს,ხოლო "ჩელსის" ფეხბურთელებს ძალიან სურთ,რომ წლების ლოდინის შემდგომ აწიონ ლიგის თასი. მე ვესაუბრე ჩემ ყოფილ თანაგუნდელებს და ისინი ფიქრობენ,რომ არ არიან საუკეთესო ფორმაში,მაგრამ მე მათ მინდა ვუთხრა,რომ ისინი ძლიერები არიან. ძალიან მინდა,რომ ფინალში სწორედ "რეალი"-"ჩელსი" იყოს." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)