რონალდო: "მე სახლში დავბრუნდი"

გუშინ "რეალი"-"სპორტინგი" მატჩის წინ ლეგენდარულ ბრაზილიელ მადრიდისტას ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდოს გაცილება მოუწყვეს...


"ბერნაბეუზე" შეკრებილი საზოგადოება კიჭას ოვაციებით შეხვდა. რონალდო ერთ-ერთი გამორჩეული მადრიდისტაა, მან ოთხ სეზონახვარი გაატარა "რეალში" და 104 გოლის გატანა მოახერხა. მის გაცილებას ფლორენტინო პერესი და ხორხე ვალდანო დაესწრო.

რონალდო: "მე სახლში დავბრუნდი"


მატჩის წინ სტადიონზე დამონტაჟებულ ეკრანებზე რონალდოს კარიერის ამსახველი კადრები გადმოიცემოდა. მოედანზე გამოსვლისას კიჭას იკერ კასილასი და "ხიხონის" კაპიტანი ბარალი შეეგება. შემდეგ ლუის ნაზარიო "ბერნაბეუსზე" შეკრებილი გულშემატკივრებს მიესალმა. ფლორენტინო პერესმა და ხორხე ვალდანომ ბრაზილელ ფეხბურთელს არანგურენისა და მაჩიმბარენის ქანდაკება გადასცა.

რონალდო: "მე სახლში დავბრუნდი"


ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდო:

"ეს იყო ძალიან ამაღელვებელი. ბევრი მოგონება ჩემს თვალწინ წარმოჩინდა,როცა "ბერნაბეუზე" გამოვედი. მე გამახსენდა ყველა ის მნიშვნელოვანი დეტალი,რომელიც "რეალში" თამაშის დროს მომხდარა. ძალიან ავღელდი, ეს სახლში დაბრუნებას ნიშნავდა."

"ჩემი "პენსიაზე" გასვლა მართლაც რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მე გაგრძელება აღარ შემეძლო. უამრავი ტრავმა გადავიტანე და სამწუხაროდ დრო დადგა ჩემი წასვლისა. მე გადავწყვიტე წერტილი დამესვა ჩემი მშვენიერი კარიერისთვის. ძალიან მიხარია,რომ მადრიდის "რეალის" ისტორიის ნაწილი გავხდი,რადგან იგი უდიდესი კლუბია მსოფლიოში. ეს არის კლუბი,რომლისთვისაც ბევრი გოლი გამქონდა."

რონალდო: "მე სახლში დავბრუნდი"


" მიყვარს ჩემი გოლების კლასიფიკაცია მნიშვნელობის მიხედვით. "რეალში" ასპარეზობისას ჩემთვის გამორჩეულია ორი გოლი, პირველი - ბოლბაოს "ატლეტიკთან", რომელმაც "ლა ლიგა" მოგვაგებინა და მეორე - საერთაშორის ტურნირის ფინალში. ზიდანი არის ის ფეხბურთელი, რომელთან ერთადაც თამაში უდიდეს სიამოვნებას მგვრიდა. საოცარი იყო მისი ელეგანტური თამაშის ყურება. ის ჩემი დიდი მეგობარია."

"ფლორენტინო პერესი ჩემთვის მამასავითაა. მას ყოველთვის ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჩემთან. ჩვენი მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს და ერთამნეთს პატივს ვცემთ."

რონალდო: "მე სახლში დავბრუნდი"


"ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო 2002-2003 წლების სეზონში,როცა "ლა ლიგა" მოვიგეთ. ეს იყო ჩემი ოცნება,რომელიც მადრიდის "რეალთან" ერთად ავისრულე. მე გავხდი ნამდვილი მადრიდისტა მაშინ და იქ." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)