”ინჩასებო არ გვიღალატოთ, ჩვენ, თქვენი იმედი გვაქვს”

ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე, ყველა მატჩი უმნიშვნელოვანესია. სამეფო კლუბი ფლეიოფში კიდევ ორ შეხვედრას გამართავს და ერთ-ერთი მათგანი იქნება სწორედ სამშაბათს. ხაბი ალონსო, ალვარო არბელოა, ჟოზე მოურინიო და რიკარდო კარვალიო, ხალხს მოუწოდებენ, რომ მათ ბოლომდე უგულშემატკივრონ საყვარელ გუნდს და დიდი როლი ითამაშონ მადრიდელთა გამარჯვებაში...


როგორც მოგეხსენებათ, ”სანტიაგო ბერნაბეუს” დიდი ისტორია აქვს და ამ ლეგენდარულ სტადიონზე ძალიან ბევრი შთამბეჭდავი ევროპული საღამო ჩატარებულა, თუნდაც გავიხსენოთ დაბრუნება ”ბაიერნთან” მატჩში. ასევე აღსანიშნავია 1980 წელი, სწორედ ამ დღეს დაერქვა ”რეალის” სტადიონს, ”ღამის კოშმარების ადგილი”.

”ლიონთან” მატჩის წინ, სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა ფანებს დახმარება სთხოვეს. მადრიდისტები ვარაუდობდნენ, რომ კარგი გულშემატკივრობის შემთხვევაში, მადრიდის ”რეალი” აუცილებლად მოუგებდა ოპონენტს და ეს ასეც მოხდა. ახლა კი ”ტოტენჰემის” ჯერია და ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო მოუწოდებს ქომაგებს აქტიური გულშემატკივრობისკენ. ეს ამ მატჩში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

”ვიცით, რომ ინგლისში ძალიან კარგი გულშემატკივრობაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ადგილი, სადაც ბევრი საინტერესო ევროპული საღამო ჩატარებულა. ამ ადგილს კი ”სანტიაგო ბენრნაბეუ” ჰქვია, სადაც ყველაფერი შესაძლებელია, ასე, რომ ყველას მოგიწოდებთ, მოხვიდეთ და ბოლომდე უქომაგოთ სამეფო კლუბს. წინ დიდი გამარჯვებებისკენ!!!” - აცხადებენ ალონსო, არბელოა, კარვალიო და მოურინიო.


წყარო:realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)