იგუაინი: "შენ არასოდეს შეგიძლია დატოვო "რეალი" სიკვდილამდე"

"ატარებდე თეთრ ფორმას სტადიონზე. ეს არის ყველაზე ლამაზი რამ, რაც კი არსებობს."


"სირცხვილია, რომ წავაგეთ, რადგან ძალიან ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ მე მჯერა: როდესაც არის სიცოცხლე, იქვე არის იმედი. რთული იქნება, თუმცა გუნდმა მოგებები უნდა განაგრძოს. ჩვენ კვლავ ცოცხლები ვართ. შენ არ შეგიძლია დატოვო მადრიდის "რეალი" სიკვდილამდე."

"ბედნიერი ვარ ჩემი პერსონალური თამაშით. ხალხს სჯეროდა, რომ სეზონის ბოლომდე ვერ შევძლებდი თამაშს, თუმცა მე ეს შევძელი. ეს არ იყო ვინმესთან ან რაიმესთან შეჯიბრი, მაგრამ ამაყი ვარ, რომ დაბრუნება შევძელი. მე ამის გამეკეთბა მსურდა და უკვე თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ მოედანზე.

"ჩემი გამოჯანმრთელების საიდუმლო იყო ჩხუბი ჩემსსავე თავთან. მე ვეჩხუბებოდი ჩემს თავს იმაზე, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს - ფეხბურთის თამაშზე. ატარებდე თეთრ ფორმას სტადიონზე. ეს არის ყველაზე ლამაზი რამ, რაც კი არსებობს. მადლობელი ვარ მთელი სამწვრთნელო შტაბის, ჩემი ახლობლების, ოჯახის და ჩემი თავის. ბედნიერი ვარ, რომ თავს ისევ ფეხბურთელად ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დაბრუნება არ იყო ისეთი, როგორზეც ვვოცნებობდი."

"მე ვიქნებოდი ძალიან ბედნიერი, თუ გოლს გავიტანდი იმ ერთადერთი შანსით, რაც მომეცა, თუმცა სამწუხაროდ ბურთი სხვა მიმართულებით წავიდა. ესეთი რამეც ხდება ფეხბურთში. ითამაშო ახლიდან არის ყველაზე კარგი რამ, რაც შეიძლება ცხოვრებაში მოხდეს."

"არანაირ ტკივილს არ ვგრძნობ. მზად ვარ, რათა დავეხმარო გუნდს სამშაბათს გასამართ შეხვედრაში. მჯერა, რომ შაბათს გულშემატკივრების გახარებას შევძლებთ."

წყარო: Www.Realmadrid.Com
dle 10.1

  • Nishni
  • 3 აპრილი 2011
  • 2649
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)