ვალდანო: "წაგება არ არის კარგი, თუმცა პრობლემების დაძლევა შესაძლებელია"

"გუნდმა სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერი გაიღო. ჩვენ გვჯერა, რომ არ ვიმსახურებდით ასეთ მძიმე შედეგს."


გენერალური დირექტორი, ხორხე ვალდანო, იმედგაცრუებული იყო "ხიხონთან" წაგებული მატჩის შემდეგ, მაგრამ აცხადებს, რომ ამ თამაშში ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს.

"ჩვენ წინ ყურება გვმართებს და დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი მზადაა მომავალი მნიშვნელოვანი თამაშების ჩასატარებლად."

"გუნდი ძალიან შეწუხებულია. მოწინააღმდეგემ საკუთარი მომენტი კარგად გამოიყენა და ძალიან აგვანერვიულა. ასეთ მძიმე შედეგს ნამდვილად არ ვიმსახურებდით და იმის საშუალებაც არ მოგვეცა, რომ ერთი ბურთი მაინც გაგვეტანა. პოზიტიურია მხოლოდ ის, რომ იგუაინი ბრუნდება. ჩვენ გული არ უნდა გავიტეხოთ."

"გუნდმა იმ პრობლემების დაძლევა უნდა შეძლოს, რაც გუნდში არსებობს. ასევე არ უნდა გავიტეხოთ გული, რადგან ყველა თამაში დღევანდელი დღიდან იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი გუნდი ემოციურად ძლიერია და დარწმუნებული ვარ ეს წაგება არ მოახდენს რაიმე ეფექტს."

"შესაძლოა ტრავმებმაც იქონია რაიმე ზეგავლენა, მაგრამ მოედანზე მყოფმა თერთმეტმა ფეხბურთელმა ყველაფერი გაიღო დღევანდელ მატჩში. ჩვენ ახლა არ უნდა ვიფიქროთ მათზე, ვინც დღევანდელ დღეს ვერ ითამაშეს სათანადო დონეზე."

წყარო: Www.Realmadrid.Com dle 10.1

  • Nishni
  • 2 აპრილი 2011
  • 1850
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)