ბონდი:"რონალდუ და ბენზემა ყველაზე სახიფათონი არიან"

ჰარი რედნაპის ასისტენტმა კევინ ბონდმა განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუ და ქარიმ ბენზემა ყველა დიდ ხიფათს წარმოქმნიან მადრიდელთა რიგებიდან.


ინგლისელი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ "ტოტენჰემი" შესძლებს მადრიდის "რეალის" დამარცხებას ორი მატჩის ჯამში. მისი თქმით, გუნდში ყველაფერი კარგად არის, თუმცა კევინმა ტრავმირებულებზეც გაამახვილა ყურადღება.

"წინ გველის თამაში, რომელიც ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია. ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევისთვის ყველაფერს გავაკეთებთ და მაქსიმალურად ყურადღებით ვიქნებით. მთავარია მონდომება და მოგების სურვილი, ხოლო სხვა დანარჩენი ყველაფერი გამოგვივა".

"ამჟამინდელი მადრიდის "რეალი" გაცილებით ძლიერია, ვიდრე იტალიური გრანდი "მილანი". აქვე ავღნიშნავ, რომ ბიჭებს ესპანელების დამარცხებაც შეუძლიათ. ხალხის აზრით ფავორიტი "ლოს ბლანკოსია", მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ".

"უნდა გავაკეთოთ იმაზე მეტი, ვიდრე შეგვიძლია. "სპურსებში" ყველაფერი კარგად არის, თუმცა ტრავმირებულები საკმაოდ ბევრია. არონ ლენონი, გარეთ ბეილი და ალან ჰუტონი სავარაუდოდ ვერ მოახერხებენ თამაშს "თეთრებთან", მაგრამ იმედს მაინც არ ვკარგავთ. კრიშტიანუ რონალდუ და ქარიმ ბენზემა კი, ყველაზე დიდ ხიფათს წარმოქმნიან მადრიდელთაგან".

ინფორმაციის წყარო: Skysports.com dle 10.1

  • tata
  • 2 აპრილი 2011
  • 1973
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)