დი სტეფანო: "რასაც კრიშტიანო აკეთებს, ეს ხელოვნებაა"

"სამეფო კლუბის" ლეგენდამ - ალფრედო დი სტეფანომ ინტერვიუ მისცა MARCA TV-ს, სადაც მადრიდის "რეალზე" ისაუბრა.


როგორ ფიქროთ, მოურინიო დარჩება თუ "რეალი" ვერაფერს მოიგებს?

"მატჩებს იგებენ და აგებენ ფეხბურთელები. მწვრთნელს მხოლოდ კორექტივების შეტანა შეუძლია. ის ჰგავს ქათამს, რომელიც იცავს თავის წიწილებს და ზრუნავს მათზე. მეც ვიყავი მწვრთნელი და ვიცი, რომ ეს ძალიან რთულია საქმეა. "

და ვინ დაიცავს ქათამს?

"მწვრთნელმა უნდა შეძლოს თავის დაცვა და ყველანაირ ზეწოლას გაუძლოს. ნებისმიერი გუნდის თავკაცი უნდა ინტერესდებოდეს თავისი ფეხბურთელების მდგომარეობით, ასევე ითვალისწინებდეს მათ აზრს სხვადასხვა თემებზე. თუ ასე იქნება "ბლანკოსში", თქვენ გაოცებული დარჩებით გუნდის პროგრესით."

რას იტყვით, მადრიდის "რეალის" მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებაზე, სხვადასხვა კლუბების მხრიდან?


"სადაც არ უნდა ითამაშოს "რეალმა", ყველგან იქნება შევსებული ტრიბუნები, რადგან "ბლანკოსში" ყოველთვის გამოდიოდნენ მსოფლიო დონის ვარსკვლავები. გულშემატკივრები მიდიან მატჩის საყურებლად, რათა ისიამოვნონ "ბლანკოსის" თამაშით, თუმცა მაინც ადგილი აქვს მადრიდელი ფეხბურთელების მიმართ სტვენას. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ბოლო დროს, ეს ყველაფერი შეიცვალა. შეძახილები და სტვენა მიმართულია ცალკეული ფეხბურთელების და მწვრთნელების მიმართ, რაც დაუშვებელია. გულშემატკივრებს უბრალოდ არ ყოფნით მამაცობა, რათა სათქმელი პირისპირ უთხრან."

როგორ ფიქრობთ, შესძლებს "რეალი" "ბარსელონას დამარცხებას?

"ეს მატჩები ძალიან საინტერესო იქნება. ბარსელონა წელს ბრწყინვალე სეზონს ატარებს. თუმცა თუ რეალს წარმატების მიღწევა სურს, აუცილებლად უნდა დაამარცხონ კატალონიელები. "

რა შეუძლია შემატოს ფეხბურთს კრიშტიანო რონალდოს?

"რასაც კრიშტიანო აკეთებს, ეს ხელოვნებაა. მე არასოდეს მინახავს მსგავსი თამაში. როცა მან ზურგით მოატყუა მეტოქე, მე აღფრთოვანებული და განცვიფრებული ვიყავი, ეს რაღაც წარმოუდგენელი იყო. ვფიქრობ, ვასწავლო ბურთის მეხუთე წერტილით გაჩერება, თუ მან ეს შეძლო, გასაოცარი რამ იქნება. (იცინის)" dle 10.1

  • dato818
  • 1 აპრილი 2011
  • 2112
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)