თაობა - 87

სწორედ ამ სათაურით მიუძღვნა სტატია ფრანგულმა გამომცემლობა francefootball-მა, ხორვატიასთან მატჩის სასტარტო შემადგენლობის შემტევ სამეულს: ბენზემას, მენეზს და ნასრის.


ამ შეტევით საფრანგეთის ნაკრები პირველად ვიხილეთ, აქ არაფერი ღირსშესანიშნავი არ არის, გარდა იმ ფაქტისა, რომ 3-ვე ფეხბურთელი 1987 წელს არის დაბადებული და 2004 წლის 17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მამლების ღირსებას ერთად იცავდნენ და ტურნრი ოქროს მედლებითაც დაასრულეს, მაშინ ამ ტრიოს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და მათ ეროვნულ ნაკრებში ხილვას მოუთმენლად ელოდნენ, ისინი რეგულარულად ხვდებოდნენ "მამლების" რიგებში, თუმცა ერთად არასოდეს უთამაშიათ. ყველაზე ხშირად ბენზემასა და ნასრის ხილვა იყო შესაძლებელი მოედანზე, თუმცა მენეზი ძალიან არადამაჯერებელი იყო და ხშირად სათადარიგოთა სკამზე იჯდა ან საერთოდ არ იძახებდნენ ნაკრებში, ცოტა ხნის წინ მისი და ბენზემას დუეტის დებიუტიც შედგა, თუმცა მაშინ არ უთამაშია ნასრის. ხორვატიასთან მატჩში კი სამივემ ძირითადში დაიწყო თამაში.

ეს ყველაფერი იმან გამოიწვია, რომ სამირ ნასრი არსენალის ერთ-ერთი ლიდერია და მან საფრანგეთის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში თამაში დაიმსახურა. კარიმ ბენზემა ყოველთვის კარგად გამოიყურებოდა ლურჯ მაისურში, თუმცა ადრე სამეფო კლუბში სათამაშო დრო არ ჰქონდა და ვერც ამართლებდა მადრიდელთა იმედებს, თუმცა ბოო დროს იგი ბრწყინვალე ფორმაში შევიდა და გოლს გოლზე იტანს. ამიტომ მისი ძირითადში არ დაყენება მწვრთნელისგან დიდი შეცდომა იქნებოდა. რაც შეეხება ჟერომ მენეზს, რომას რიგებში რეგულარულად ხვდება ძირითად შემადგენლობაში, მას ბევრი აკრიტიკებს არასტაბილურობის გამო, თუმცა ნელ-ნელა მან ფორმა "აკრიფა" და კრიტიკოსებს თავისი კარგი თამაშით პასუხობს. ამიტომ ამ ტრიოს ხილვა სრულიად ლოგიკური იყო. ამ ფეხბურთელებს თაობა 87-ს უწოდებენ, რომლისაც ძალიან ეიმედებათ საფრანგეთში, სწორედ მათ უნდა დაუბრუნონ მამლებს ძველი დიდება.

თუმცა ხორვატიასთან მატჩში ამ ტრიომ ღირებული ვერაფერი შექმნა. სამირ ნასრიმ მატჩის შემდეგ განაცხადა: "ჩვენ ნორმალურად ვითამაშეთ, ეს იყო ამხანაგური შეხვედრა და ბევრია არ მოგვეთხოვებოდა, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ მთელი მატჩი მათ დაცვასთან ბრძოლაში გავატარეთ, მეტოქე გუნდი შესანიშნავად იცავდა თავს."

ბენზემამ კი მატჩის შემდეგ განაცხადა: "მათთან თამაში ძალიან ადვილია, რადგან შესანიშნავად ვიცნობთ ერთმანეთს და უსიტყვოდ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ. სამირ ნასრი მატჩის შემდეგ გააკრიტიკეს, თუმცა მის მიმართ უკმაყოფილება არასაფუძვლიანია. ის არის მოთამაშე, რომელსაც უყვარს ბურთის ფლობა, ამ მატჩში კი მას ამის საშუალება არ მისცეს. ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ დიდი ხანია ერთად არ გვითამაშია, იმედი მაქვს კვლავ მოვირგებთ სამივენი ლურჯ მაისურს და გულშემატკივრებს ლამაზ სანახაობას შევთავაზებთ." dle 10.1

  • SunSay
  • 31 მარტი 2011
  • 3177
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)