ფიფას ვირუსი : 35 ათასი კილომეტრი, 1382 წუთი და ორი ტრავმა

ნაკრებების თამაშებმა "მადრიდს" ცხოვრება გაურთულეს "სპორტინგისა" და "ტოტენჰენის" წინააღმდეგ მატჩების წინ. ბენზემა და მარსელო კლუბში საგანგაშო ტრავმებით დაბრუნდნენ.


მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა, რომლებიც გუშინ ვალდებებასზე ვარჯიშს დაუბრუნდნენ, საერთო ჯამში ნაციონალურ ნაკრებში 35 ათასი კილომეტრი გაირბინეს, ითამაშეს 1382 წუთი და მიიღეს ორი ტრავმა. მარსელო და ქარიმი, შესაძლოა მათ ვერ ითამაშონ ლა ლიგაის მატჩში, რომელსაც "ბლონკოსი" შაბათს "სპორტინგთან" გამართავს.

ეს ციფრები სავარაუდოდ უკვე გაანალიზა პორტუგალიელმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, რომელსაც მოუწევს ყველა ვარიანტის განხილვა და რამოდენიმე ნაკრების ფეხბურთელის დასვენება "ტოტენჰემთან" დაპირისპირების წინ.

პორტუგალიელის მთავარი თავის ტკივილი ტრავმებია. ფრანგის შემთხვევაში სიტუაცია ბევრად რთულადაა, ქარიმ ბენზემამ ხორვატიასთან მეგობრული მატჩის 75-ე წუთზე კევინ გამეიროზე იქნა შეცვლილი. სამედიცინო გამოკვლევები მას ჯერ არ ჩაუტარდება და უცნობია მისი კუნთის ტრავმის დეტალები.

მარსელოს, რომელიც მიუხედავად ნაკრებში გამოძახებისა, შოტლანდიასთან ამხანაგურ მატჩში თამაში ვერ მოახერხა. ვარჯიშზე იგი შეეჯახა რენატო აუგუსტოს, რომელმაც მას ზურგში ჩაარტყა და მიუხედავად იმისა, რომ ნეკნი მას მოტეხილი არ აქვს, პრერიადოს შეგირდებთან მისი თამაში საეჭვოა.

"მადრიდის" სხვა ფეხბურთელები ჯანმრთელნი დაბრუნდნენ, მაგრამ ბევრი მათგანი ფიზიკურად გადაღლილია სხვადასხვა მიზეზთა გამო. პირველი მიზეზი მოედანზე გატარებული დროა. 13 გამოძახებული ფეხბურთელიდან მხოლოდ ორმა, კასილასმა და არბელოამ მოედანზე სრული 180 წუთი ითამაშეს.

მესამე ადგილი ბენზემამ დაიკავა (165 წუთი), მას მოჰყვებიან ხავი ალონსო (136) და პეპე (122). სერხიო რამოსმა 91 წუთი ითამაშა, ყველა დანარჩენმა კი-ალბიოლმა, ხედირამ, ოზილმა, დი მარიამ და გარაიმ მხოლოდ ერთ მატჩში მიიღეს მონაწილეობა (90 წუთი). რიკარდუ კარვალიო 58 წუთზე იქნა შეცვლილი, მარსელომ კი საერთოდ არ ითამაშა შოტლანდიის წინააღმდეგ.

ფიზიკური გადაღლილობის მეორე მიზეზი-სიშორეა. ყველაზე მეტი არგენტინელებმა, ანხელ დი მარიამ და ეზეკილ გარაიმ იმოგზაურეს. თავიდან მათ აშშ-ში, კერძოდ კი ნიუ-ჟერსიში მოუწიათ ჩასვლა, შემდეგ კოსტა-რიკაში და მხოლოდ ამის შემდგომ ისინი მადრიდში დაბრუნდნენ. საერთო ჯამში, 18 ათასი კილომეტრი და თვითმფრინავში გატარებული უამრავი საათი.

გერმანელებმა, ოზილმა და ხედირამ 4 ათასი კილომეტრი დაფარეს, პეპემ და კარვალიუმ-ორზე ცოტა მეტი; ბენზემამ 3 ათასზე მეტი; მარსელომ-5 ათაში და ესპანელებმა-კასილასმა, რამოსმა, ალონსომ, არბელოამ და ალბიოლმა 7 კილომეტრზე მეტი.

თითქმის ყველა ფეხბურთელი კმაყოფილია, რადგან შედეგები თითქმის ყველასათვის დადებითი აღმოჩნდა.

ესპანელებმა შესარჩევ მატჩებში ჩეხეთი (2-1) და ლიტვა (3-1) დაამარცხეს; ოზილისა და ხედირას გერმანიამ 4-0 ყაზახეთი გაანადგურა, თუმცა მათ არყოფნაში ავსტალიასთან 1-2 დამარცხდა;არგენტინამ არც მოიგო და არც წააგო, (1-1 აშშ-სთან და 0-0 კოსტა რიკასთან). პეპემ და კარვალიუმ ფინეთი დაამარცხეს 2-0 და ჩილესთან ფრე 1-1 ითამაშეს; და ბოლოს, ბენზემას საფრანგეთმა ლუქსემბურგი (0-2) დაამარცხა და ვერ მოუგო ხორვატიას (0-0) "სტად დე ფრანსზე".

ინფორმაციის წყარო: Real-Madrid.Ru dle 10.1

  • n1ka
  • 31 მარტი 2011
  • 3925
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)