მოურინიოს თავსატეხი

ძალიან საინტერესოა, თუ როგორი შემადგენლობით ითამაშებს, მადრიდის ”რეალი” ”ხიხონთან”. გუნდში ბევრია ტრავმირებული და ამის გარდა წინ არის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა, ასე, რომ ჟოზე მოურინიოს ნამდვილად აქვს საფიქრალი სასტარტო 11-ეულზე...


კარიმ ბენზემა და მარსელო ტრავმირებულები არიან და მათი თამაში ლა ლიგაში, პრაქტიკულად გამორიცხულია. ასევე აღსანიშნავია, გუნდის უდავო ლიდერის, კრისტიანო რონალდოს არყოფნაც.

დაცვა:
ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ თამაში პირველივე წუთებიდან დაიწყონ, რამოსმა და არბელოამ, ვინაიდან როგორც ვიცით, მარსელოს ტრავმა აქვს. ასევე არ არის გამორიცხული რაულ ალბიოლის გამოჩენაც, რომელმაც სანაკრებო შეხვედრა ითამაშა ლიტვის წინააღმდეგ. სავარაუდოდ, იგი პეპეს ან კარვალიოს ჩაანაცვლებს.

მოედნის ცენტრი:
ჟოზე მოურინიოს აქვს საკმაოდ დიდი არჩევანი მოედნის ცენტრალურ ნაწილში, ვინაიდან მადრიდის ”რეალს” ამ პოზიციაზე ძალიან ბევრი ფეხბურთელი ჰყავს. ლასანა დიარა შესაძლოა პირველივე წუთებიდან ვიხილოთ, რადგან პორტუგალიელი სპეციალისტის განცხადებით, სემი ხედირას ან ხაბი ალონსოს დასვენება მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ ჟოზე არ აპირებს მისი ტაქტიკური სქემის შეცვლას და იგი ისევ 4-2-3-1-ის სისტემით ითამაშებს. სავარაუდოდ საყრდენებად, მოურინიო ლასანას და ხედირას დააყენებს.

თავდასხმა:
ემანუელ ადებაიორზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, ვინაიდან ის ნამდვილად ითამაშებს, რადგან ბენზემას ტრავმა აწუხებს, ხოლო იგუაინი კი არ არის 100%-ით მზად. ტოგოელი ფორვარდი ტრიოს შექმნის ოზილთან და დი მარიასთან. არის ბევრი ლაპარაკი იმის შესახებ, რომ მესუთმა ან ანხელმა უნდა დაისვენონ. მათი ალტერნატივები კი კაკა და კანალესი არიან, თუმცა ისინი სასურველ დონეზე ვერ თამაშობენ ასე, რომ ძირითადში თამაშს ანხელი და ოზილი დაიწყებენ.


წყარო:marca.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)