მარსელომ შესაძლოა 6 კვირა გამოტოვოს

მოგეხსენებათ, სამეფო კლუბის ბრაზილიელი მცველი, მარსელი ვიეირა ტრავმირებულია და მისი დაზიანება არც თუ ისე მარტივად განკურნებადი აღმოჩნდა...


"ბლანკოსის" მედიკოსთა საბოლოო დასკვნა ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ ექიმთა წინასწარი ვარაუდით ახალგაზრდა ფეხბურთელი დაახლოებით 6 კვირას გამოტოვებს, რადგან მისი ტრავმა არ არის სახუმარო. თუკი ეს ვარაუდი გამართლდა ბრაზილიელ მოთამაშეს მთელი აპრილის თვის და მაისის დასაწყისის ჩაგდება მოუწევს, რაც ჟოზე მოურინიოს არაფერში აწყობს, რადგან აპრილსა და მაისში "რეალს" ძალიან პრინციპული შეხვედრები აქვს ჩასატარებელი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია 2 ელ კლასიკო და კიდევ დამატებით 2 შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე, თუკი სამეფო კლუბი და "ბლაუგრანა" მოახერხებენ 1/4 ფინალური ეტაპის დაძლევას ისინი ერთმანეთს 1/2 ფინალში დაუპირისპირდებიან. ასე, რომ მოურინიო საგონებელშია ჩავარდნილი და იმედს გამოთქვამს, რომ წინასწარი ვარაუდი არასწორი იქნება და ვიეირა მაქსიმუმ 2-3 კვირაში შეძლებს მოედანზე გასვლას. dle 10.1

  • Hala
  • 30 მარტი 2011
  • 3457
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)