გარშემო საუკეთესო ფეხბურთელები მყავს

მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ესპანელმა მოთამაშემ, სერხიო კანალესმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც რამდენიმე თემაზე გაამახვილა ყურადღება...


"სამეფო კლუბში წელს გადმოვედი და სადებიუტო სეზონი ნამდვილად რთული გამოდგა, რადგან მე უდიდეს კონკურენციასთან მაქვს საქმე. ჩემ გარშემო თამაშობენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები, მათგან უდიდესი გამოცდილება მივიღე და დარწმუნებული ვარ მომავალში ყველაფერი გამომადგება."

"ჟოზე მოურინიო არის მწვრთნელი, რომელთანაც უბრალოდ ბედნიერი ვარ, მისგან უდიდეს დარიგებებს ვიღებ, რომელსაც მუდმივად ვითვალისწინებ, ყველაფერი ისეთი იოლი არ არის, როგორიც ჩანს, პორტუგალიელი სპეციალისტი ცდილობს, რომ დამხვეწოს და ანგარიშგასაწევ მოთამაშედ ჩამომაყალიბოს, ჟოზესთან და უმაღლეს დონეზე მოთამაშე ფეხბურთელებთან მომზადება უდიდესი სიამოვნებაა."

"ვარსკვლავების კვალდაკვალ თამაში და ვარჯიში რა თქმა უნდა დიდ ძალას და ფსიქოლოგიურ სიძლიერეს მოითხოვს, მე მათთან ძალიან ბედნიერი ვარ, ყველაფერს ვაკეთებ იმედების გასამართლებლად, ამასთანავე ვფიქრობ მომავალ სეზონზე, მაგრამ ამ წუთში "ბლანკოსი" მხოლოდ ლა ლიგის მომდევნო შეხვედრაზეა კონცენტრირებული, რომელიც ხიხონის "სპორტინგთან" იქნება გასამართი. მიზანი მხოლოდ ჩემპიონობაა და ამისათვის მუდმივი გამარჯვებები გვჭირდება, ვითამაშებ თუ არა ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია, მაგრამ როდესაც საჭირო ვიქნები, ყოველთვის დავეხმარები სამეფო კლუბს."

"გონსალო იგუაინი სულ მალე დაგვიბრუნდება და ის გუნდს ძალიან გააძლიერებს, არგენტინელი ფორვარდი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა და ვფიქრობ, იგი სულ მალე აღიდგენს ფორმას და "ბლანკოსს" გამარჯვებებში დაეხმარება."

"არ ვიცი როდის გაიმართება პრიმერას მომდევნო დაპირისპირება, რადგან ეს ყველაფერი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადასაწყვეტია, ჩვენ ველით "სპორტინგთან" შეხვედრას და ვაგრძელებთ სრული დატვირთვით მზადებას."

"ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, იმედი მაქვს სრულ სიაში ჩემი გვარიც იქნება და შევძლებ ნაკრების დახმარებას. "როხიბლანკოში" თითოეული შეხვედრის გამართვა უდიდეს გამოცდილებას სძენს თითოეულ ახალგაზრდას." dle 10.1

  • Hala
  • 30 მარტი 2011
  • 1744
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)