მადრიდის რეალის ტრანსფერების რეპორტი

რეიტინგულმა საფეხბურთო ინტერნეტ-ჟურნალმა Goal.Com-მა შეაფასა მადრიდის რეალის მიერ განხორციელებული ტრანსფერები, თუ რამდენად სწრაფად გაიარეს ადაპტაცია ფეხბურთელებმა და რომელი მათგანი უფრო შედეგიანი აღმოჩნდა კლუბისათვის.


ყოველ ზაფხულს მადრიდის რეალი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს, რადგან ამ გუნდის ხელმძღვანელებს შეუძლიათ ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერების განხორციელება, გასული წელი კი მადრიდის რეალისათვის არ გამოირჩეოდა დიდი "ხმაურიანობით", რადგან ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელები შეიძინეს. სულ კი რეალმა 75 მლნ. ევრო დაეხარჯა.

კლუბში მოვიდნენ: სერხიო კანალესი (რასინგი), რიკარდო კარვალიო (ჩელსი), ანხელ დი მარია (ბენფიკა), სამი ხედირა (შტუდგარტი), პედრო ლეონი (ხეტაფე), მესუთ ოზილი (ვერდერი) და ემანუელ ადებაიორი (მანჩესტერ სიტი).

კლუბიდან წავიდნენ: როისტენ დრენტე (ერკულესი - იჯარით), გუტი (ბეშიქთაში), რაული (შალკე), კრისტოფ მეტცელდერი (შალკე), რაფაელ ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი), მამადუ დიარა (მონაკო), მატეოსი (აეკი - იჯარით).

მესუთ ოზილი A+

მადრიდის რეალის ტრანსფერების რეპორტი


ყოფილი კლუბი: ბრემენის ვერდერი
გადახდილი თანხა: 15 მლნ ევრო
პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი
ჩატარებული მატჩები/გოლები: 41/10


საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო შნაძენი გასულ ზაფხუს მთელს ევროპაში. ოზილის ტალანტსა და შესაძლებლობებში ეჭვი არავის ეპარებოდა, განსაკუთრებით 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, თუმცა ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ მესუთ ოზილი ასე კარგად მოერგებოდა მადრიდის რეალს. იგი ყოველ მატჩში აუმჯობესებს თამაშის ხარისხს, იგი უნაკლო იყო ყველა მატჩში თუ არ ჩავთვლით კლასიკოს, სადაც ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო. მან გულშემატკივრების გული არა მხოლოდ 15 საგოლე პასითა და 10 გოლით მოიგო, არამედ ეფექტური მოძრაობებით, რომლებსაც ის ყოველ მატჩში მრავლად აკეთებს.

ანხელ დი მარია A

მადრიდის რეალის ტრანსფერების რეპორტი


ყოფილი კლუბი: ბენფიკა
გადახდილი თანხა: 15 მლნ ევრო
პოზიცია: ვინგერი
ჩატარებული მატჩები/გოლები: 43/8


იგი მადრიდის რეალის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი იყო 2011 წელს, მის ტრანსფერს ძალიან სკეპტიკურად უყურებდნენ, თუმცა დი მარიამ თავისი თამაშით დაამტკიცა, რომ ის ამად ღირდა. მიმდინარე სეზონში არგენტინელ ვინგერს 18 საგოლე გადაცემა და 8 გოლი დაუგროვდა ყველა ტურნირზე. მას აქვს ფინტების დიდი არსენალი, რაც საშუალებას აძლევს რამდენიმე მეტოქეს მარტივად გასცდეს, თუმცა იგი გუნდური ფეხბურთელი უფროა, რადგან არაერთხელ გვინახავს მისი შესანიშნავი თამაში დაცვაში, როდესაც ეს გუნდს სჭირდებოდა. აგრეთვე შეუძლია როგორც გრძელი ასევე მოკლე პასების გაკეთებაც. ალბათ ყველას გვახსოვს მისი ბწყინვალე პასი ლევანტესთან მატჩში, როდესაც ბენზემა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, ამ გადაცემით მან სამი მცველი "მოჭრა".

რიკარდო კარვალიო A

მადრიდის რეალის ტრანსფერების რეპორტი


ყოფილი კლუბი: ჩელსი
გადახდილი თანხა: 8 მლნ ევრო
პოზიცია: ცენტრალური მცველი
ჩატარებული მატჩები/გოლები: 37/3


ფლორენტინო პერესი ყოველთვის ცნობილია შემტევი ფეხბურთელების "ამოცნობით", თუმცა იგი ყოველთვის ცდებოდა მცველების შეძენისას. კარვალიო კი გამონაკლისია, იგი შესანიშნავად მოერგო მადრიდის რეალს. მისი ასაკის გამო ვარაუდობდნენ, რომ იგი ვერ გაივლიდა სწრაფად ადაპტაციას სამეფო კლუბში, თუმცა პირველივე მატჩებში რიკარდომ შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და თეთრებს დაცვაში მეტი თავდაჯერებულობა შემატა. აგრეთვე მან ბლანკოსის რიგებში რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლის "შეგდება" მოახერხა.

სამი ხედირა B

მადრიდის რეალის ტრანსფერების რეპორტი


ყოფილი კლუბი: შტუდგარტი
გადახდილი თანხა: 12 მლნ ევრო
პოზიცია: საყრდენი ნახევარმცველი
ჩატარებული მატჩები/გოლები: 35/0


გერმანელი ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე შესანიშნავად გამოიყურებოდა და უამრავი კლუბის ყურადღება მიიპყრო, თუმცა საბოლოოდ რეალმა ყველა კონკურენტი უკან მოიტოვა და გერმანიის ნაკრების წევრი მადრიდში გადმოაბარგა. მართალია იგი ისეთივე შთამბეჭდავი ვერ არის, როგორც მესუთ ოზილი, თუმცა ფაქტია მან შეძლო ძირითადიდან ლასანა დიარასა და ფერნანდო გაგოს ამოგდება და შექმნა კარგი დუეტი ალონსოსთან. ის ხშირად დომინირებს მოედნის ცენტრში და ხშირად ერთვება შეტევაშიც, მას ჰქონდა გოლის გატანის რამდენიმე რეალური შანსი და თუ მას გამოიყენებდა მისი შეფასება უფრო მაღლი იქნებოდა.

ემანუელ ადებაიორი B

მადრიდის რეალის ტრანსფერების რეპორტი


ყოფილი კლუბი: მანჩესტერ სიტი
გადახდილი თანხა: იჯარით
პოზიცია: თავდამსხმელი
ჩატარებული მატჩები/გოლები: 12/3


გულშემატკივრებს რუუდ ვან ნისტელრიოს დაბრუნება სურდათ მადრიდის რეალში, თუმცა ხელმძღვანელობამ ეს ვერ მოახერხა, მის ნაცვლად კი გუნდის გასაძლიერებლად ემანუელ ადებაიორი გადმოიბირეს. ადებაიორმა მადრიდის რეალში 520 წუთი ითამაშა და მხოლოდ 3 გოლის გატანა მოასწრო. იგი თავიდან კარგად მოერგო გუნდს, თუმცა შემდეგ გაანიავა უამრავი მომენტი რის გამოც კრიტიკა და სათადარიგოთა სკამი დაიმსახურა.

პედრო ლეონი C-

მადრიდის რეალის ტრანსფერების რეპორტი


ყოფილი კლუბი: ხეტაფე
გადახდილი თანხა: 10 მლნ. ევრო
პოზიცია: ვინგერი
ჩატარებული მატჩები/გოლები: 13/2


ხეტაფეში ძალიან პროდუქტიული სეზონის შემდეგ პედრო ლეონმა თეთრი მაისური მოირგო. თავიდანვე ნათელი იყო, რომ 24 წლის ვინგერი კონკურენციას ვერ გაუწევდა ანხელ დი მარიასა და კრიშტიანო რონალდოს. მიუხედავად ამისა მას რამდენიმე შანსი ჰქონდა, მან 2 მატჩში კი მოახერხა გოლის გატანა, მაგრამ საერთო ჯამში მისმა ასპარეზობამ მოურინიოე შთაბეჭდილება ვერ დატოვა და ვერც ძირითადში მოიპოვა ადგილი ძირითად შემადგენლობაში.

სერხიო კანალესი D

მადრიდის რეალის ტრანსფერების რეპორტი


ყოფილი კლუბი: რასინგი
გადახდილი თანხა: 4.5 მლნ. ევრო
პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი
ჩატარებული მატჩები/გოლები: 12/0


სერხიო კანალესი ესპანეთში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურელად ითვლებოდა და რეალის ბოსებმაც მისი შეძენა გადაწყვიტეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა მისი რეალში გადმოყვანა ნაადრევი იყო. თავიდან კლუბის მესვეურებს სურდათ იგი ერთი წლით მშობლიურ კლუბში დაეტოვებინათ, თუმცა მოურინიომ ასე არ ისურვა და მას თეთრი მაისური მოარგო. მოგეხსენებათ კაკა ტრავმირებული იყო და გუნდს ერთი გამთამაშებელი მესუთ ოზილი რჩებოდა, მისი არ ყოფნის ან გუნდთან ვერ შეწყობის შემთხვევაში კი სერხიო დაიკავებდა ადგილს თავდამსხმელების უკან, თუმცა მესუთი იმდენად კარგად მოერგო გუნდს რომ კანალესმა მას კონკურენცია ვერ გაუწია და სათადარიგოზე მყარად დამკვიდრდა. dle 10.1

  • SunSay
  • 28 მარტი 2011
  • 2431
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)