კატაზე სახიფათო ცხოველი არ არსებობს

მადრიდულ დერბიში გატანილი გოლით, ქარიმ ბენზემამ განაგრძო თავისი შესანიშნავი საგოლე სერია ჩემპიონატში. The Guardian-ის ჟურნალისტი იხსენებს, რა რთულად დაიწყო ფორვარდმა კარიერა მადრიდის "რეალში", როგორ ზრდიდა მას ჟოზე მოურინიო და როგორც სჯეროდა მისი ფლორენტინო პერესს. ბენზემა სახლის უსაფრთხო კატიდან გარეულ ცხოველად იქცა.


ჟოზე მოურინიომ ბეჭებზე შემოიტყა ტყავის კურტკა, მხარზე "დრაბავიკი" აიკრა, ტყვიების ასაღებად გაიწია.. მაგრამ ამ დროს დაიხედა დაბლა და გაკვირვებისაგან შეკრთა. მის სახეზე აისახა ზიზღის გრიმასა. "ეს რაღაა?"-წაიბურტყუნა მან. მის ფეხებთან უნდა ყოფილიყო ერთგული და ცივსისხლიანი ფოქსჰაუნდები, ამის მაგივრად კი იქ იყო დამჯერი კნუტი, რომელიც ახალგაღვიძებული სახით ილოკავდა თათებს და ზოგჯერ პირიდან ნაყლაპ მატყლს აგდებდა. მონადირებ შეხედა კნუტს, მერე გადმოხედა თავის იარაღს და დააბრუნა მზერა კნუტისაკენ. "და როგორ უნდა ვინადირო მე ამასთან ერთად?" გაღიზიანებულად იკითხა მან. პასუხი რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ადვილია-საკმაოდ წარმატებულად.

დეკემბრის შუა რიცხვებში გადაწყვეტილ იქნა, რომ გონსალო იგუაინს ოპერაცია ჭირდებოდა, მას გამოჯანმრთელების ვადას ოთხ თვეს უწინასწარმეტყვლებებდნენ. მოურინიოს საშინელი პროგნოზები რეალობად იქცეოდა. იგი ხომ ჯერ კიდევ ზაფხულში აცხადებდა, რომ საჭირო იყო კიდევ ერთი თავდასხმელის შეძენა, მაგრამ მადრიდის "რეალმა" მას უარი უთხრა. "კარგი-თქვა მწვრთნელმა,-მაგრამ თუ იგუაინი ან ბენზემა დაიტრავმებიან, ჩვენ ლოცვა მოგვიწევს". ამის დროც დადგა. იგუაინმა ტრავმა მიიღო. თუ ორი თავდასხმელი არ იყო საკმარისი, ერთით მითუმეტეს, თამაში სისულელე იყო. კლუბმა ანიშნა კაკასა და რონალდუზე, მაგრამ მოურინიო ვერ ისვენებდა. მადრიდის "რეალს" არ შეუძლია იბრძოლოს სამი ტიტულისთვის ერთი თავდასხმელით.

საუბარი ხომ არამხოლოდ რაოდენობაზე, არამედ ხარისხზეც იყო. ცუდია ერთი თავდასხმელის ყოლა. მაგრამ თუ ის ერთი თავდასხმელი ქარიმ ბენზემაა მით უარესი. უგრძნობი, ჩუმი, ჩაკეტილი, შებოჭილი და ზარმაცი ფრანგი არ მოწონდა მოურინიოს. მოურინიო წუწუნებდა, რომ ვარჯიში შეუძლებელია დაიწყოს დილის 10-ზე მხოლოდ იმიტომ, რომ ბენზემას ჯერ კიდევ ეძინა და პერიოდულად საუბრობდა იმას, რომ ფრანგმა შესაძლოა ბევრი რამ, სკამზე ჯდომმა ისწავლოს. კაკაც კი ჩაერთო ქარიმის აღზრდაში."ჩვენ ვთვლით, რომ ქარიმს უკეთესად თამაში შეუძლია"-დაწერა მან ტვიტერში. როდესაც მოურინიოს კითხეს ბრაზილიელის კომენტარზე კომენტარით ეპასუხა, იგი დაეთანხმა რიკარდოს."კაკამ გაამჟღავნა ის, რასაც ჩვენ ყველა ვფიქრობთ"

"მოურინიოს არ აწყობდა შექმნილი სიტუაცია. მას ჭირდებოდა მომუშავე, დაუღალავი, ომის ძაღლი. როგორიცაა დიდიე დროგბა, იბრაჰიმოვიჩი, დიეგო მილიტო, უგო ალმეიდა ან რუდ ვან ნისტელროი. ან, როგორც გამოჩნდა, ემანუელ ადებაიორი. უბრალოდ ის, ვინც არ იყო როგორიც ბენზემა. ეს არ იყო ბენზემას თამაში, თუმცა იყო შეგრძნება, რომ ის უნდა ყოფილიყო მისი-იყო რაღაც ისეთი იმაში-როგორ მოძრაობდა იმას, რაც ვერ შეუცვლიდა წარმოდგენას ჟოზეს.

კატაზე სახიფათო ცხოველი არ არსებობს


"თუ მე არ შემიძლია ვინადირო ძაღლთან ერთად, მე კატასთან ვინადირებ"-თქვა მან. -ძაღლთან შეიძლება ნადირობა უფრო მეტ ხანს და უკეთესად. მაგრამ თუ შენ არ გყავს ძაღლი, შენ კატასთან ერთად ინადირებ"

საქმეც იმაშია, რომ მოურინიოს არ სურდა კატასთან ერთად ნადირობა. "ვიცი, რომ საუკეთესო, რაც შემიძლია მივცე ბენზემას-სათამაშო დროა. მაგრამ უკეთესია კი ეს გუნდისთვის?"-სვამდა ის შეკითხვას."კარიმი მხოლოდ იმიტო თამაშობს, რომ მე სხვა არავინ მყავს"-დამწუხრებული ხმით აცხადებს ჟოზე. "ალმერიას" წინააღმდეგ ბენზემამ არ ითამაშა. იგი სასტარტოში არ იყო, რადგან მოურინიომ ცენტრში კრიშტიანუ რონალდუს გადაყვანა არჩა."მე არ მყავს თავდასხმელი"-თქვა მოურინიომ. "არა, გყავს,-უპასუხა ხორხე ვალდანომ ფრეს შემდეგ-იგი სკამზე იჯდა"

გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო. მოურინიო აცხადებდა კვლავ და კვლავ, რომ არ ენდობოდა ბენზემას. იქნებ როგორმა გავანძრიო "რეალის" ხელმძღვანელობაო. მაგრამ ამ გადაწყვეტილებაში შეიძლებოდა იმ რეალური ფაქტების დანახვა, რომლების არგათვალისწინებაც არანაირად არ შეიძლებოდა. ბენზემა არა მხოლოდ არ იყო ფორვარდი რომელიც მოურინიოს შეესაბამება, არამედ მან ასევე გაიტანა ერთადერთი გოლი ჩემპიონატში. როდესაც იგი თამაშობდა, იგი ანიავებდა მომენტებს. არა მხოლოდ მისი თამაში, არამედ მისი ხასიათიც იწვევდა ხალხისა და მოურინიოს გაბრაზებას.ბევრი თლიდა, რომ მას არაფერი აინტერესებდა. შესაძლოა ეს კრიტიკა უსამართლო და უმიზეზოა. საუკეთესო რჩევა, რომლიც მიცემაც შეიძლებოდა ბბენზემასთვის, იყო-მოატყუე. გაიქეცი არაზუსტ პასზე, დაედევნე ბურთს, რომლის აღებაც შეუძლებელია ან ჩაწექი არასაჭირო პატკატებში. მხოლოდ იმისთვის, რომ დაანახო, რომ შენთვის სულ ერთი არ არის. უმნიშვნელოა, რომ შენთვის ეს არაა შესაბამისი, უბრალოდ გააკეთე ეს.

კატაზე სახიფათო ცხოველი არ არსებობს


შეძენილმა როგორც სუპერვარსკვლავი 35 მილიონ ევროდ "ლიონიდან" პირველ სეზონში ვერ დაანახა ვერაფერი, გარდა კონკურენტული ბრძოლისა შემადგენლობისავის იგუაინთან. ამაზე კამათი არ წყდებოდა, რომლებიც ალბათ უადგილო იყო. იგუაინმა 27 გოლი გაიტანა 32 თამაშში. ბენზემამ 8. რვა, ალბათ უმნიშვნელო გოლი-დუბლი გავარდნილ "ტენერიფესთან", მეოთხე გოლი "ხერესთან" (5:0), მეექვსე გოლი განადგურებულ "სარაგოსასთან", მეოთხე გოლი "ატლეტიკოსთან". იგი კარგად თამაშობდა ვალენსიასთან, მაგრამ პრობლემები მათ ვერ შეუქმნა. მხოლოდ ერთხელ გაიტანა მატჩის პირელი გოლი (ტენერიფესთან) და მხოლოდ მისი ორი გოლი (დეპორტივოსთან) და ისიც ეს ყველაფერი "ღვთის ქუსლს" მოჰყვა (საუბაირ მიდის გუტის შესანიშნავ პასზე ქუსლით)

პრეზიდენტის ლოჟაში ბენზემას წარმატებას ძალიან ელოდნენ, ალბათ ამის გამო იყო, რომ მოურინიოს მოთხოვნა ფორვარდის შეძენაზე არ იყო დაკმაყოფილებული. ფლორენტინო პერესი თავად იყო ბენზემასთან სახლში, როდესაც თხოვა მას "რეალში" გადმოსვლა.ზეწოლის ქვეშ არც აქ იყო. პერესის დაბრუნების დროს შეძენილი იყო სამი გალაქტიკო: კაკა ჩავარდა, ბენზემა ჩავარდა, რონალდუს ტრანსფერი კი წინა პრეზიდენტის მიერ იყო გაჩარხული ("მანჩესტერმა და "რეალმა" მოილაპარაკეს, რომ რონალდუ ინგლისში კიდევ ერთი წლით დარჩებოდა). ამ სეზონშიც არ ჩანდა არაფერი კარგი. ერთმომენტიანი ბენზემას აღორძინება ჩუქნის "რეალს" ამაო იმედს-შობამდე მას მხოლოდ ერთი გოლი ქონდა გატანილი, 88 წუთზე "ესპანიოლთან", როდესაც ანგარიში უკვე 2:0 იყო. "მარკაც" კი დანებდა. ბენზ-ზე-მენი ბენზენად გადაიქცა, რადგან ესპანური დაბოლოება "na" არის "nada"-ს შემოკლებული ვერსია. რაც ნიშნავს არაფერს. ერთხელ მთავარ ფურცელზე იგი მიცვალებულთანაც კი შეადარეს.

მოურინიო აგრძელებდა საუბარს, რომ მას თავდასხმელი ჭირდებოდა. მოურინიოს სტილის თავდასხმელი. საბოლოოდ, "მადრიდს" ბომბის შეეშინდა, რომელიც უკვე ფეთქდებოდა და დაშინდა. იჯარის წესით "მანჩესტერ სიტიდან" შეძენილი იქნა ადებაიორი. როგორც ჩანდა, ბენზემას ბოლო მოდიოდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. მოვიდა ადებაიორი, ბენზემამ კი გატანა დაიწყო.

კატაზე სახიფათო ცხოველი არ არსებობს


მადრიდული დერბის დაწყებიდანვე 10 წუთში ბენზემამ სამი ხედირას პასი გოლად აქცია და მადრიდის "რეალი" წინ გაიყვანა. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ უბრალო "ატლეტიკოს" დაცვაა და მხოლოდ და მხოლოდ დერბი-გულზე ხელის დადებით, ჩვენ ყველამ ვიცით. რა ხდება დერბიში. "ატლეტიკოს" არ მოუგია 12 წელია. "კალდერონზე" ჩატარებული უკანასკნელი რვა მატჩიდან შვიდში მათ გოლი უკვე მე-15 წუთისათვის გაუშვეს. მერე რა მოხდა, იფიქრებთ თქვენ. ჩენაც ხომ იკერ კასილასმა გვიხსნა ბევრჯერ, მესუთ ოზილმა კი გადამწყვეტი გოლი გაიტანა. მერე რა მოხდა იფიქრებთ თქვენ. ამ მატჩში ნამდვილად ბრწყინავდა სერხიო აგუერო.

ყველაფერი ასეა. შეიძლება დავამატოთ, რომ "ატლეტიკოზე" ნადირობა სულაც არ არის ნამდვილად მნიშვნელოვან მატჩში ნადირობა. სამწუხაროდ, ჩვენს დღეებში "ატლეტიკოს" სკალპი "მადრიდის" პატივსაცემ დაფაზე აღარ კიდია, მათ სხვა მიზნები აქვთ. და მაინც ამ გოლის უბრალოდ მიღება არ შეიძლება. რადგან ბენზემა მეოთხე მატჩში ზედიზედ იტანდა გოლს. რადგან ეს იყო მისი მეთორმეტე გოლი 2011 წელს-ეს იმდენივეა, რამდენიც რონალდუს აქვს, მესი სულ ცოტათია წინ. რადგან მეორე წრის დასაწყისიდან მან გაიტანა ცხრა გოლი ჩემპიონატში და კიდევ ოთხი ზედიზედ ჩემპიონთა ლიგაში. ასეთი არაფერი გაუკეთებია არავის კლუბის ისტორიაში. რადგან მის ანგარიშზე უკვე 21 გოლია ყველა ტურნირზე. საქმე მარტო იმაში არ არის, რომ ის გოლებს იტანს, არამედ ის, რა გოლებს იტანს ის. მისი შესანიშნავი გოლი "სევილიის" კარში, რომელმაც "მადრიდს" სამეფო თასის ფინალი აჩუქა, ასევე ბრწყინვალე გოლი "ლიონთან", რომელმაც "ბლანკოსს" პირველი გოლი აჩუქა ჟერლანზე, ის იქნა გატანილი შეცვლაზე შემოსვლის შემდეგ მე-40 წამზე.

როდესაც ბენზემამ გაიტანა გოლი, პერესი, რომელიც ძირითადად თავს იკავებს ემოციებისგან, წამოხტა პრეზიდენტის ლოჟაში და მუშტი დაიქნია ჰაერში. მან პირველად აღნიშნა ასე ემოციურად გატანილი გოლი, ეს კი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, როგორ სურდა მას, რომ ბენზემას კლუბში წარმატება მიეღწია.

"ლიონში" სასტარტოში ადებაიორი იყო, მაგრამ იმის მაგივრად, რომ დამარხოს ქარიმი, "სიტის" თავდასხმელმა წარმატება მოუტანა მას. ადებაიორმა ბენზემას მოძრაობის სივრცე აჩუქა და მისცა საშუალება შეუტიოს მარცხენა ფლანგიდან-სტატისტიკა აჩვენებს, რომ ნახევარ შემთხვევაში ბენზემა იწყებს შეტევას მარცხენა ფლანგიდან. მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ქარიმი აღარ არის ჭადრაკის ფიგურა პოლიტიკურ თამაშში. მოურინიომ მიიღო ის, რაც სურდა-კიდევ ერთი თავდასხმელი-მას შეუძლია უბრალოდ აირჩიოს შემადგენლობა, და არა ეძებოს მიზეზი თუ რაზე "დაიყეფოს".

კატაზე სახიფათო ცხოველი არ არსებობს


"ახლა იგი საკუთარ ნახევარზე მეტოქის კუთხურების დროსაც ბრუნდება"-იღიმის მოურინიო. კნუტი, რომელიც კატაოდა და ხმას ჩუმად იღებდა მეტოქის მუხლებზე, ახლა მათ სახეს უჭრის დათვის ბრჭყალებით. თუმცა, როგორც ჩანს, ბენზემას თამაშის მანერაში არაფერი შეცვლილა. მასში იყო მიზანმიმართულება, თავდაჯერება. მათ დაემატა ვალის გრძნობა. არა იმიტო, რომ მოურინიომ გააქრა ისინი-პორტუგალიელს აქებენ იმისთვის, რაც მან არ გააკეთა და არა იმისთვის, რა მოიტანა ამ თამაშმა. იგუაინის ტრავმამ და ადებაიორის იჯარამ მოიტანა სიწყნარე სა სათამაშო დრო. ყოველი გოლის მისი შემადგენლობიდან ამოგდება უფრო და უფრო რთული ხდბა. ყოველი გოლით ის იზრდება. "მე აღარ ვარ კატა-ამბობს ბენზემა-მე უკვე ლომი ვარ". დიდ კატებმა კი იციან ნადირობა. ძაღლებზე უკეთესადაც კი. dle 10.1

  • n1ka
  • 28 მარტი 2011
  • 2555
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)