მოურინიო:" "რეალი"-უდიდესი გამოწვევაა"

სანამ მოურინიოს შეგირდების უმეტესობა ნაციონალური ნაკრების განკარგულებაშია, თავად პორტუგალიელმა მოასწრო ლონდონში გამგზავრება მორიგი პრემიის ასაღებად და თან ჟურნალისტებს "მადრიდზე" და უახლოეს გეგმებზე ესაუბრა


ზოგადად "მადრიდზე" რა შთაბეჭდილება შეგექმნათ?

მე კვლავ ვუსვამ ხაზს, რომ ძალიან ახალგაზრდა გუნდი გვყავს. ვფიქრობ, ჩვენი საერთო მუშაობის მეორე სეზონი "მადრიდისთვის" ნამდვილად დიდებული იქნება. ჯერ აპრილიც კი არ დადგა და ყველაფერი არ არის გადაწყვეტილი ამ სეზონში. ჩვენ სამივე ტურნირის მოგება შეგვიძლია. მთავარია, რომ ჩვენ არ დავნებდეთ და სამივე ტურნირში ვეცადოთ მოგებას. როგორც ჩანს, სეზონის ბოლოსკენ ჩვენ კარგ ფორმას ვუახლოვდები.

ადვილად გაიარეთ ადაპტაცია?

"მადრიდი"-არაჩვეულებრივი კლუბია, დიადი, იგი ბევრს ნიშნავს სოციალური და პოლიტიკური მასშტაბითაც. "რეალი"-არის ზოგადად ფეხბურთის ისტორია : კლუბის ანგარიშზე ცხრა ჩემპიონთა ლიგის თასია. უკანასკნელ წლებში კლუბს არც თუ ისეთი კარგი დროება ედგა, იმიტომაც ჩენ ახლა ტიტულების დაბრუნებისათვის რეცეპტების ძებნაში ვართ. ეს რთული სამუშაოა, მაგრამ მე სიამოვნებას ვიღებ.

თქვენ მოგწონთ, რომ ამდენი მატჩის ჩატარება მოგიწევთ "ბარსელონასთან"?

ეს არაჩვეულებრივი სიტუაციაა როგორც ესპანეთისთვის, ისევე მსოფლიო ფეხბურთისთვის, რადგან ყველას სრული ყურადგება ამ ორ გუნდზე იქნება გადმოტანილი. ყველამ იცის, რომ ამ მომენტისთვის ეს ორი კლუბი მსოფლიოში საუკეთესოა

თქვენთვის უკეთესი იქნებოდა, "ტოტენჰემი" 1/4-ში რომ არ შეგხვედროდათ?

არა. მე არ მსურდა "ჩელსისა" და "ინტერთან" შეხვედრა. წინა სეზონშიც ძალიან გამიჭირდა ჩელსისთან თამაში. თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი. არ მიყვარს საკუთარი მეგობრების წინააღმდეგ თამაში. გარდა ამისა, ამ ეტაპზე უკვე ყველა გუნდი-ძლიერი მეტოქეა, ჩვენ ნებისმიერი კლუბის წინააღმდეგ თამაშზე მოტივირებულნი ვართ. "ტოტენჰემმა" "ინტერი" დაამარცხა და "მილანი" გათამაშებიდან გამოთიშა. ისინი ამბიციურნი არიან. გაუმახვილებელი თვალით ჩანს, რომ "ტოტენჰემი" ახლა ამაღლებული და ბედნიერია, ასეთი გუნდები კი ყოველთვის სახიფათოა.

თქვენ-ინგლისური ფეხბურთის თაყვანისმცემელი ხართ. პერმიერ ლიგა თქვენი შემდეგ სამუშაო ადგილი იქნება?

დიახ. არის კიდევ ერთი დეტალი : მე მსურს პორტუგალიის ნაკრების გაწვრთნა. მაგრამ ამით კარიერის ბოლოსკენ დავკავდები, 20 ან მეტი წლის შემდგომ. "რეალის" მერე ჩემი შემდეგი ნაბიჯი კვლავ ინგლისი იქნება, თუ, რა თქმა უნდა, რომელიმე ინგლისური კლუბი ჩემით დაინტერესდება. მაგრამ ახლა მე მსოფლიოში ყველაზე ლეგენდარულ და დიად გუნდში-მადრიდის "რეალში" ვარ.

იქ შემდეგ შემდეგი სეზონისთვის დაბრუნებას ხო არ გეგმავთ?


არა. შემდეგი სეზონის საკითხი არ არის ადვილი. მე უკვე მისაუბრია ამაზე რამოდენიმე წლის წინ და ვალდებული ვარ გავიმეორო : ამ სეზონის ბოლოს ჩვენ დავსხდებით და გადავწყვეტთ, რამდენად კმაყოფილია ყველა : მწვრთნელი, ფეხბურთელები ხელმძღვანელობა. თუ ყველაფერი კარგად იქნება, მე არანაირი მიზეზი არ მაქვს კლუბის შეცვლის. ასე რომ ამ სეზონის ბოლოს ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას. მე მაქვს კიდევ სამწლიანი კონტრაქტი და ვაპირებ ბოლომდე გამოვიყენო ის.

რომელ ინგლისურ კლუბში გადახვიდოდით?


ერთადერთი, რაც მსურს, ვიყო ბედნიერი, ინგლისში კი მე ყველაზე ბედნიერი მწვრთნელი ვიყავი. ამიტომაც მსურს როდესმე იქ დაბრუნება. ამიტომაც "მადრიდის" შემდგომ თუ ჩემი ინგლისის მიმავალი კარი ღია იქნება, მაშინ იქ წავალ. მაგრამ ახლა მე "მადრიდში" ვარ, მსოფლიოს საუკეთესო გუნდში, რომელში მუშაობაც უდიდესი გამოწვევაა. ეს მუშაობისათვის ყველაზე რთული კლუბია.

რატომ?

ამის ახსნისთვის რამოდენიმე საათია საჭირო. მაგრამ დამიჯერეთ, რომ ეს მსოფლიოს ურთულესი კლუბია. მე აქ მუშაობისგან სიამოვნებას ვიღებ.

როგორ ახერხებთ "მადრიდში" მუშაობას და პირადი ცხოვრების შეთავსებას?

მე და ჩემს მეუღლეს ნორმალური ცხოვრებით ცხოვრება და ბავშვების სათანადო გარემოცვაში გვსურს აღზრდა. მე არ ვცდილობ სახლში მატჩების ჩანაწერების ან რაიმე ფურცლების მოტანას. dle 10.1

  • n1ka
  • 26 მარტი 2011
  • 2296
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)