ადანი: "ჩვენ ტიტულების მოგება და ფანებთან ერთად ზეიმი გვსურს"

ანტონიო ადანი 10 წლის იყო, როდესაც მადრიდის "რეალის" აკადემიას შეუერთდა. მისი დებიუტი 13 წლის ასაკში შედგა. იგი "RealMadridTV"-ს ესტუმრა და მრავალ საინტერესო თემაზე ისაუბრა.


თქვენ აირჩიეთ სიმღერა, "Mira la Vida", დანი ბარტინის შესრულებით...

მართალია. ეს სიმღერა არის, ცხოვრებისეულ აღმასვლაზე და დაღმასვლაზეც, რომელიც ზუსტად შეესაბამება ჩემს ამჟამინდელ ყოფას. მე ახლა ბედნიერი ვარ.

როგორ მიდის თქვენი ცხოვრება? არის უფრო მეტი ყურადღება შენს ცხოვრებაზე და ფეხბურთზე?

მე ბედნიერი ვარ. ვცდილობ ყველა მომენტისგან დიდი სიამოვნება მივიღო. მინდა ვისიამოვნო ცხოვრებით, ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.

დებიუტი მადრიდის "რეალში," თანაც ჩემპიონთა ლიგაზე არის ყველას ოცნება. რას იტყვით?

მართალია. დიდი ხანია კლუბში ვარ და დიდი გამოცდილება მივიღე. დიდი შრომის და წვალების შემდეგ ამას მივაღწიე და ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ვარ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი.

ბევრი ბავშვობაში გოლის გატანაზე და ამგვარ რაღაცებზე ოცნებობს. თქვენ რატომ აირჩიეთ, რომ ყოფილიყავით მეკარე?

მე ყოველთვის მინდოდა გარეთ თამაში, თუმცა ერთ დღეს მწვრთნელმა კარში დამაყენა და იქ უფრო კარგად გამომივიდა თამაში. შემდეგ წავედი სახლში აღელვებული და მოვუყევი მამაჩემს ამ ყველაფრის შესახებ. მამაჩემი მივიდა მწვრთნელთან, რომელიც ძალიან ცნობილი მწვრთნელი იყო და უთხრა, რომ გარეთ თამაში მინდოდა. მწვრთნელმა მამაჩემს უთხრა:

ეს საოცრებაა.

დიახ. სულ ვიხსენებ ამ ბრძნულ სიტყვებს.

ადანი: "ჩვენ ტიტულების მოგება და ფანებთან ერთად ზეიმი გვსურს"

მოდით ვისაუბროთ მადრიდის "რეალზე." შენ იყავი 10 წლის, როდესაც კლუბში მოხვედით. როგორი იყო თქვენი პირველი დღე მადრიდის "რეალში"?

ძალიან აღელვებული ვიყავი. მე წამოვედი ჩემი მეგობრებიდან, უდიდეს კლუბში სათამაშოდ. მთელი კვირა იყო სხვადასხვა სიახლეებითა და სიურპრიზებით აღსავსე. კლუბმა დარეკა ჩემთან სახლში და მითხრეს, რომ გამოცდა ჩავაბარე. ძალიან ამაყი ვიყავი, როდესაც მადრიდის "რეალის" ფორმას ვატარებდი. ვიცოდი, რომ ეს დიდი პრივილეგია და პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის, "რეალის" ფორმის ტარება.

შენ ბევრი იმუშავე და შენი დებიუტი შედგა...

დიახ, მაგრამ მე არ ვიყურები წარსულში. ცხოვრებაში ხან აღმასვლაა და ხანაც დაღმასვლა. ამ შემთხვევაში, ჩემთვის ყველაფერი კარგად მიდის. მე უკვე მქონდა დებიუთი "სამეფო კლუბში," რომელიც დიდი პერსპექტივაა ჩემთვის. ეს ამტკიცებს იმას, რომ ჩემი თავდაუზოგავი მუშაობა ნამდვილად გამოიღებს შედეგს.

შენ ყოველ დღე ვარჯიშობ შენს კერპთან ერთად, იკერ კასილასთან ერთად. ცოტას შეუძლია ამგვარი რამის გაკეთება.

მართალია. ვფიქრობ, ბევრს სურს, ჩემს ფოზიციაში ყოფნა. მე მაქვს პრივილეგია, რომ ვითამაშო "რეალში" და ვიმუშავო იკერთან ერთად. პრივილეგიაა, რადგან იკერი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა. ასევე უდიდესი მეკარეა დუდეკი, რომელიც ასევე საოცარი ფეხბურთელია და უკეთესი პიროვნება. მე ორივესგან ძალიან ბევრი ვისწავლე და ძალიან დამეხმარნენ.

რომელი იყო საუკეთესო რჩევა, რაც მოგცათ იკერ კასილასმა?

მისგან საუკეთესო რჩევა იყო, როდესაც მითხრა, რომ ბევრი უნდა ვიმუშავო.

როგორ ხედავთ თქვენს მომავალს მადრიდის "რეალში"?

ვიმედოვნებ, ამ კლუბში ძალიან დიდ ხანს მომიწევს. აქ ძალიან ბედნიერი ვარ. ვიცი, რომ იკერი მსოფლიოში საუკეთესოა, თუმცა მაინც მაქვს იმედი იმისა, რომ მომეცება იმის შანში, რომ ვითამაშო ძირითად შემადგენლობაში.

ადანი: "ჩვენ ტიტულების მოგება და ფანებთან ერთად ზეიმი გვსურს"

იგი ძალიან მაღალი დონის მეკარეა და შენ იცი, რომ ბევრი მუშაობა მოგიწევს გუნდში დასამკვიდრებლად...

ვიცი, რომ არის მხოლოდ ერთი იკერ კასილასი. ესპანეთს ეყოლება უდიდესი მეკარეები, მაგრამ ისეთი სრულყოფილი, როგორიც იკერია, ვერავინ იქნება.

ძალიან მნიშვნელოვანი დღე მოდის ყველა მადრიდისტასთვის, 20 აპრილი, როდესაც "ბარსელონასთან" თამაში მოგიწევთ "კოპა დელ რეის" ფინალში.

ძალიან კარგი მატჩი იქნება. სეზონის დაწყების წინ, ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ აქ მოხვედრა იყო, რაც როგორც ხედავთ, მოვახერხეთ. ვცდილობთ, მადრიდის "რეალს" დავუბრუნოთ ისეთი ფორმა, რომელიც უნდა ჰქონდეს ასეთ გუნდს. ჩვენ ვითამაშებთ "კოპა დელ რეის" ფინალში და ვიმყოფებით კარგ პოზიციაში დანარჩენ ორ ტურნირზეც.

რატომ ფიქრობს ყველა ფეხბურთელი ასე აღმატებულად მოურინიოზე?

ის ჩვენ ყველას მოგვეხმარა, რათა გავზრდილიყავით, როგორც ფეხბურთელები. ჩვენ მათ ძალიან დიდ პატივს ვცემთ. ის ბევრს მუშაობს და ყველგან მიაღწია წარმატებას სადაც იმუშავა. მისი თავდაჯერებულობით, ყველანი ვიზრდებით ფეხბურთის მხრივ. ის ჩვენ მნიშვნელოვან ფეხბურთელებად გვთვლის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მოურინიომ დიდი ზეგავლინა მოახდინა, თქვენს "კოპა დელ რეის" ფინალში გასვლაზე. იგივე სტატუსი აქვს სხვა ტურნირებზეც.

"კოპა დელ რეი" ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. სეზონის დასაწყისიდანვე, სამივე ტიტული ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

ადანი: "ჩვენ ტიტულების მოგება და ფანებთან ერთად ზეიმი გვსურს"

თქვენ ასევე 1/4 ფინალში ხართ ევროპის საუკეთესო ტურნირისა და ხვდებით "ტოტენჰემს." გრანერომ განაცხადა, რომ "ლიონთან" მოგების შემდეგ, მისი გუნდი უკვე ყველაფრის გამკეთებელია.

დიახ, გუნდს თავდაჯერებულობა ჰქონდა დაკარგული, რადგან ვერ ახერხებდა რამდენიმე წლის განმავლობაში 1/4 ფინალში გასვლას. მაგრამ წელს, ჩვენ ეს ბარიერი გადავლახეთ და ვგრძნობთ ძალიან დიდ თვითდაჯერებას, რომ გავალთ ფინალში.

"სანტიაგო ბერნაბეუმ" დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ თქვენ ლიონი დაამარცხეთ. ჯერ კიდევ მაშინ, მოურინიო გულშემატკივრებს მოედანზე მოსვლისკენ მოუწოდებდა. ასეთ მატჩებში საბოლოო გადაწყვეტილებას, მოედანი იღებს. ასეა?

გულშემატკივართა მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი საქმე იოლი ხდება, თუ 90,000 ადამიანი სტადიონზე ჩვენ გვგულშემატკივრობს. ჩვენ მათი მხარდაჭერა გვჭირდება.

როგორ ხედავთ თქვენს თავს მომავალში? როგორ გგონიათ, მოიგებთ ტიტულებს?

დიახ. ჩვენ დიდი შანსი გვაქვს და მოწყურებულნი ვართ ასეთ ზეიმებს და ტიტულებს. ჩვენ გვსურს, რომ მოვიგოთ და ვიზეიმოთ ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად.

"ესპანიოლთან" თამაშის შემდეგ, მოურინიომ თქვა, რომ ითამაშეთ ისე, როგორც გამოცდილმა მეკარემ. კასილასმა კი თქვა, რომ თქვენ უკვე მზად იყავით პირველ გუნდში სათამაშოდ. განსაკუთრებული სიტყვები, რომელიც ნიშნავს, რომ მადრიდის "რეალის" კარები საიმედოდ იქნება დაცული მომავალი წლების განმავლობაში.

დიდი მადლობა.

წყარო: Www.Realmadrid.Com dle 10.1

  • Nishni
  • 26 მარტი 2011
  • 1806
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)