გრანერო : " ჟოზესთან მუშაობა უდიდეს გამოცდილებას მაძლევს"

სამეფო კლუბის საფეხბურთო კანტერის აღზრდილმა მოთამაშემ, ესტებან გრანერომ ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს, სადაც ძირითადად ჟოზე მოურინიოსა და მის ტალანტზე ისაუბრა...


"ჩვენ ვართ სამეფო კლუბი და უბრალოდ ყველა სეზონში წარმატება გვჭირდება, სხვა შემთხვევაში მადრიდელი ინჩასები ბრაზდებიან, ყოველთვის რომ ყველაფერს ვიგებდეთ, მაშინ ინტერესი აღარაფერს ექნებოდა, მაგრამ ამჯერად უკვე მოვიდა იმის დრო, რომ "ბლანკოსი" მეათედ დაეუფლოს ჩემპიონთა ლიგის ტიტულს, ჩვენს გუნდს ამის ძალა ნამდვილად შესწევს."

"მიუხედავად ახალგაზრდა და გამოუცდელი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდისა, ჩვენ მაინც უძლიერეს ძალას წარმოვადგენთ, რადგან ყველა ახალგაზრდა ტალანტია და მოედანზე დაუღალავად იბრძვის."

"მოურინიო არის მწვრთნელი, რომელიც უბრალოდ მაოცებს, მას ნამდვილად აქვს განსაკუთრებული თვისებები, პორტუგალიელ სპეციალისტთან მუშაობა არა მხოლოდ დიდი პატივი, არამედ უდიდესი გამოცდილებაა, მისი ნებისმიერი რჩევა გასათვალისწინებელი და მისაღებია, რადგან ჟოზე არასდროს ცდება, მასთან ერთად ყოფნა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს."

"მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვახერხებ სასტარტოში ადგილის დამკვიდრებას, მოურინიო მაინც მეუბნება, რომ "რეალის" განუყრელი ნაწილი ვარ და შევძლებ გუნდისთვის სარგებლის მოტანას, მისი სიტყვები ყოველთვის დამაჯერებელი და გამამხნევებელია, ამ პიროვნებამ ძალიან შემაყვარა თავი, ჩემთვის იგი ნამდვილად მისაბაძი მაგალითია." dle 10.1

  • Hala
  • 26 მარტი 2011
  • 1727
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)