"Quinta Del Buitres"-ის მიერ მოგებული ლიგის პირველი ტიტულის 25-ე წლისთავი

ბუტრაგენიო: "გუნდი საუცხოო შემადგენლობით გამოვიდა და ამითი დაიწყო მადრიდის "რეალის" ერთ-ერთი საუკეთესო ერა"


"Quinta Del Buitres"-ის მადრიდის "რეალმა" ლიგის ტიტული 25 წლის წინ მოიგო, 1986 წლის 23 მარტს. ემილიო ბუტრაგენიო ამას realmadrid.com-თან იხსენებს.

"ტიტულის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რადგანაც მადრიდის "რეალს" დიდი ხანი არ ჰქონდა ლიგის ტიტული მოგებული. ამან ასევე, რაიმე მნიშვნელოვანის გაკეთების, შანსი მოგვცა: ევროპის თასზე თამაში, რომელშიც მაშინ მხოლოდ ლიგის ტიტულის გამარჯვებულები იღებდნენ მონაწილეობას ევროპის მასშტაბით.

"Quinta Del Buitres"-ის მიერ მოგებული ლიგის პირველი ტიტულის 25-ე წლისთავი


"ჩვენი მატჩი, "ბარსელონას" წინააღმდეგ "ბერნაბეუზე", იყო გასაღები. მათ გაიტანეს გამხსნელი გოლი, მაგრამ მატჩი 3-1 დამთავრდა. მესამე გოლი მე გავიტანე. ტიტული, იმ დღეს, არ გვქონდა მოგებული მათემატიკურად, მაგრამ ამ უპირატესობამ გვაგრძნობინა, რომ ტიტული ჩვენი იყო."

"ჩვენი მწვრთნელი მაშინ მოლოუნი იყო და საუცხოო შემადგენლობით გამოვედით. ეს რომან მენდოზას პირველი სეზონი იყო როგორც კლუბის პრეზიდენტი. მაშინ ახალგადმოსულები იყვნენ მასედა, უგო სანჩეზი და გორდილო და ვეტერანები ხუანიტო, სანტილიანა, კამაჩო, მიგელ ანხელი და სან ჟოზე ჩვენთვის მაგალითები იყვნენ. მათ გვასწავლეს თუ რას წარმოადგენდა მადრიდის "რეალი". ჩვენ ვიყავით აღტკინებული ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებსაც ამ კლუბში თამაში და მისი პრესტიჟის დაცვა უნდოდათ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ერას დასაწყისი მადრიდის "რეალში". იღბლიანები ვიყავით, რომ წინა ხაზზე აღმოვჩნდით."

"Quinta Del Buitres"-ის მიერ მოგებული ლიგის პირველი ტიტულის 25-ე წლისთავი


"იმ სეზონში ასევე UEFA-ს თასის მეორე ტიტული მოვიგეთ. პირველი შეხვედრა მილანის "ინტერთან" 3-1 წავაგეთ, მაგრამ "ბერნაბეუზე" 5-1 გავიმარჯვეთ. ქომაგებს ალბათ ემახსოვრებათ ეგ დღე, რადგან დასამახსოვრებელი მატჩი იყო. კიოლნში, ფინალზე მოსაგებად გავემგზავრეთ. იმ წელს ასევე მექსიკის მსოფლიო თასი ტარდებოდა. პირადად მე მაგ ჩემპიონატში წარმატება მოვიპოვე."

წყარო: realmadrid.com dle 10.1

  • ivane
  • 24 მარტი 2011
  • 1826
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (77)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)