სანდრო: ""რეალთან" სათამაშოდ შიშის გარეშე გავალთ"

"ვიცით, რომ რეალს უამრავი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, თუმცა ჩვენც გვყავს რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი."


ბრაზილიისა და "ტოტენჰემის" ნახევარმცველმა, სანდრომ თქვა, რომ მისი გუნდი "სანტიაგო ბერნაბეუზე" შიშის გარეშე გავა.

"ჩვენ ვიცით, რომ მათ ჰყავთ რამდენიმე ძალიან კარგი მოთამაშე. მაგალითად: კრიშტიანო რონალდო და ანხელ დი მარია, მაგრამ ჩვენც გვყავს ფანტასტიური მოთამაშეები. შემდეგ ეტაპზე გასვლა, ჩვენი გუნდის ისტორიისთვის პირველი იქნება." - თქვა სანდრომ "Sky Sports"-სთან ინტერვიუში.

ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ ჰარი რედნაპი, მას ძირითად შემადგენლობაში დააწყებინებს თამაშს, მას შემდეგ, რაც უკვე საკმაოდ კარგი პროგრესი განიცადა და ნამდვილად მზადაა ამისათვის.

ბრაზილიელი "ვაით ჰართ ლეინზე" აგვისტოში, 2010 წელს მივიდა. მას შემდეგ იგი მოთმინებით ელოდა საკუთარ ადგილს ძირითად შემადგენლობაში. მოთმინებამ შედეგი გამოიღო და მან უკვე 6 თამაშიდან 5 ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, აქედან 2 მატჩი მილანის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე. "მე ბევრს ვვარჯიშობ და ვცდილობ ინგლისური ფეხბურთის შესწავლას. ვიცი, რომ 100%-ით ყველაფერი არ შემისწავლია, თუმცა ახლოს ვარ ამ ყოველივესთან." - თქვა მან.

"ახლა ხალხმა კარგად იცის, რომ ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი ვართ ევროპაში და ვიმსახურებთ ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაშს, როგორიც მადრიდის "რეალია." - დაასრულა სანდრომ.

წყარო: Www.As.Com dle 10.1

  • Nishni
  • 23 მარტი 2011
  • 1997
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)