პელეგრინის პრეს–კონფერენცია

მანუელ პელეგრინი შეხვდა მედიის წარმომადგენლებს და ესაუბრა ხვალინდელ შეხვედრაზე ბარსელონაში ესპანიოლის წინააღმდეგ.


ყველა ფეხბურთელი, გარდა გაგოსი დაუბრუნდა კლუბს. ღელავთ თუ არა იმ ფეხბურთელებზე, რომელთა ეროვნული ნაკრებები შესაძლოა სამხრეთ აფრიკის 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩნენ, მაგ: ბენზემაზე, რომელმაც სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და კრიშტიანო რონალდუზე, რომელმაც შესაძლოა გამოტოვოს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი?

ჩვენთვის ამ ეტაპზე ზალიან მნიშვნელოვანია მთლიანი გუნდის შეკრება და რაც შეიძლება მალე. ჩემი ყველა ფეხბურთელი დაბრუნდა მნიშვნელოვანი ფიზიკური და მორალური სიძლიერით, მე სანერვიულოს არაფერს არ ვხედავ. რაც შეეხება ბენზემას, ყველა მწვრთნელი ინდივიდუალურად წყვეტს თუ ვინ იქნება სასტარტო შემადგენლობაში და ვინ სათადარიგოთა სკამზე. მეორე მხრივ , კრისტიანო რონალდუ და მისი ეროვნული ნაკრები ძალ–ღონეს არ დაიშურებენ, რომ მოხვდნენ სამხრეთ აფრიკაში, ისევე როგორც ბევრი სხვა ფეხბურთელი და გუნდი. ეს მათ ფსიქიკაზე არანაირ ზეგავლენას არ ახდენს.

პელეგრინის პრეს–კონფერენცია

საერთოდ ცნობილია, რომ დიდ კლუბებს გარკვეული პრობლემები ექმნებათ სანაკრებო სეხვედრის შემდეგ პირველ თამაშებში. მოგიწიათ თუ არა დამატებით მუშაობამ ფეხბურთელებთან?

ძნელია, ვინაიდან ისინი დაბრუნდნენ მაშინ, როცა შეხვედრამდე ასე ცოტა დროა დარჩენილი, მაგრამ ასეთი ეს ცხრილი და ვერაფერს ვიზამთ, კლუბმა ყველა შეხვედრა უმაღლეს დონეზე უნდა ჩაატაროს, სექტემბერში , თუ არ ვცდები შვიდი თუ რვა თამაშის გამართვა გვიწევს, ანალოგიური სიტუაციაა ოქტომბერში, ასე რომ სხვა გზა არ გვაქვს. ამის გადასალახად საუკეთესო გზა ფეხბურთელების მონაცვლეობაა.

რას იტყვით იმ ფაქტზე, რომ პეპე რონალდოზე ადრე ჩამოვიდა? აპირებთ თუ არა დაგვიანებების გამო რამე სახის სასჯელის მოფიქრებას ფეხბურთელებისთვის?

პუნქტუალურობა მნიშვნელოვანია. სასჯელი ან მისი მსგავსი რამე არ იქნება. ამასთან დაკავშირებით არაფაერი არ მოხდება, ვინაიდან რაც მოხდა ის , პატარა შეცდომა იყო, მორჩა და გათავდა.

პრაქტიკულად ყოველ მესამე დღეს მოგიწევთ თამაში, როგორ აპირებთ კლუბში ფეხბურთელების ცვლას?

მიმაჩნია, რომ ნებისმიერი კლუბი, რომელსაც დიდი ფეხბურთელები და დატვირთული გრაფიკი აქვს, ასეთ პრობლემას ნამდვილად წააწყდებოდა, ასე რომ ეს მარტო მადრიდის რეალის პრობლემა არაა. მთავარია, რომ დროზე მოვემზადოთ შეხვედრისთვის და ამავდროულად თითოეულმა ფეხბურთელი იყოს მზადყოფნაში. თუ რა მეთოდს გამოვიყენებთ , დამოკიდებულ იქნება იმ გარემოებაზე, რა გარემოებაშიც იმ დროისთვის ვიქნებით.

პელეგრინის პრეს–კონფერენცია

იმუშავეთ თუ არა დაცვის ხაზის გაუმჯობესებაზე, ისევე როგორც მომენტების გამოუყენლობის შემცირებაზე?

ჩვენ თითქმის ყველა იმ მინუსზე ვიმუშავეთ, რაც აღმოვაჩინეთ დეპორტივოსთან შეხვედრისას და ჩემი აზრით, ეს უნდა დაგვეხმაროს მომდევნო შეხვედრაში.

ესპანიოლელმა ნაკამურამ განაცხადა, რომ ის აპირებს თქვენთვის გოლის გატანას სტანდარტული მდგომარეობიდან...

თითოეული ესპანიოლის ფეხბურთელი გააკეთებს იმასა, რასაც მწვრთნელი დაავალებს. მე სევხდვი ნაკამურას, როცა სელტიკთან მომიწია დაპირისპირებამ, ვიმედოვნებ, რომ ის კარგად ითამაშებს.

რა გადაადგილებებს გეგმავთ?

როტაცია არ შეეხება ყველა ხაზს. ყველას გვინდა, რომ გვყავდეს უძლიერესი ხაზი, მაგრამ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია დატვირთული სათამაშო გრაფიკის ქონის გამო.

წავა თუ არა სერხიო რამოსი კლუბთან ერთად ბარსელონაში?

სერხიო რამოსი ჯერ კიდევ წინასათამაშო ვარჯიშებს ასრულებს, ვიმედოვნებ, რომ მომდევნო კვირას შეძლებს თამაშს. არ გვინდა ხელი შევუშალოთ მის აღდგენით პროცესს, ვინაიდან არ გვსურს მისი ხელმეორედ ტრავმირება.

გამოდგება თუ არა რაული გასვლით შეხვედრებში?

ნებისმიერი ფეხბურთელი გამოგვადგება, როგორც გასვლით, ასევე საშინაო შეხვედრებში.



წყარო: Realmadrid.com



dle 10.1

  • shvela
  • 11 სექტემბერი 2009
  • 1908
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)