კრანჩარი: "რონალდო ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს"

ხორვატმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა...


ხორვატმა, ნიკო კრანჩარმა, რომელიც ამჟამად "ტოტენჰემის" ღირსებას იცავს, თქვა, რომ მადრიდის "რეალი" 1/4 ფინალის ფავორიტია, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ლონდონელები არ დანებდებიან.

"ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ დაცვაზე, რადგან აუცილებლად გვექნება იმის შანსი, რომ ვითამაშოთ კონტრშეტევებზე, მითუმეტეს მაშინ, როდესაც გუნდში თამაშობენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: გარეთ ბეილი, აერონ ლენონი, ლუკა მოდრიჩი და ვან დერ ვაარტი."

ხორვატმა ასევე აღნიშნა, რომ მისმა გუნდის თამაშმა "მილანის" წინააღმდეგ, ყველას ანახა, თუ რა შეუძლია "ტოტენჰემს."
კრანჩარისათვის, "რეალი" ფავორიტია, მაგრამ დანებებას რა თქმა უნდა, არავინ აპირებს.

ფეხბურთელი გრძნობს, რომ კრიშტიანო რონალდო წარმოადგენს ძალიან დიდ საფრთხეს, მაგრამ ის არ არის ერთადერთი, რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა. ასეთები გუნდში ნამდვილად ბევრნი არიან: კარიმ ბენზემა, მესუთ იოზილი, ანხელ დი მარია, ხაბი ალონსო.

შეგახსენებთ, პირველი 1/4 ფინალური მატჩი გაიმართება მადრიდში, 5 აპრილს. განმეორებითი შეხვედრა კი, ამავე თვის 13 რიცხვში.

წყარო: Www.Defensacentral.Com dle 10.1

  • Nishni
  • 19 მარტი 2011
  • 1983
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (140)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)