"ყოველთვის ვოცნებობდი ამ გუნდში თამაშზე"

გრანერო: "ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მივაღწიოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალს."
სრული ინტერვიუ...


მოგესალმებით ესტებან. გილოცავთ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლას. ალბათ, რთული იყო, თუმცა გუნდმა შეძლო ეს. რას გრძნობთ?

თავს შესანიშნავად ვგრძნობთ, რადგანაც ჩვენ ამ მომენტს შვიდი წელი ველოდით და ახლა გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ გავიდეთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს ამისათვის.

მადრიდის "რეალმა" უკვე მიაღწია "კოპა დელ რეის" ფინალს. რა ცვლილებები განახორციელა გუნდში ჟოზე მოურინიომ?

ძალიან ბევრი ცვლილება განხორციელდა. მწვრთნელი ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისათვის და ამას ახლანდელი შედეგებიც ადასტურებს. მან უკვე ბევრი ტიტული მოიგო და მზად არის იგივე გააკეთოს ჩვენთან ერთად, რაც დიდებულია. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ გვყავს ასეთი მწვრთნელი და განვაგრძობთ კოლექტიურად განვითარებას.

ჟოზემ ერთხელ თქვა, რომ თქვენ ძალიან ბევრს შრომობთ. აშკარაა, რომ მოურინიო გენდობათ. რას გრძნობთ?

მოხარული ვარ და ბევრს ვშრომობ, რადგან "რეალი" ჩემი ოცნების გუნდია. ახლა, სწორედ აქ ვარ და ვიცი, რომ უნდა გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი. ასევე, ძალიან მსიამოვნებს მწვრთნელის ყურადღებაც.

თქვენ ერთხელ ახსენეთ, რომ კარიერას "რეალში" დაასრულებდით. თქვენ ნამდვილი მადრიდისტა ხართ?

რა თქმა უნდა. მე ბავშვობაში ბევრჯერ ვარ ნამყოფი "სანტიაგო ბერნაბეუზე." როდესაც პატარა ვიყავი, ვვარჯიშობდი და ვუყურებდი "რეალის" თამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე. მე ვუყურებდი მსოფლიო დონის ვარსკვლავებს და ვოცნებობდი მათთან ერთად ყოფნაზე. ახლა ზუსტად იქ ვარ, სადაც მინდა, რომ ვიყო.

შენ აქ ხარ. რა რჩევას მისცემდი ახალგაზრდა მადრიდისტებს, როგორებიც არიან: მორატა, სარაბია...


არ ვიცი. მე ვეტყოდი, რომ იყვნენ მომთმენნი. ფეხბურთში ყველაფერი რთულადაა, ამიტომ, მოთმინება ძალიან მნიშვნელოვანია ყველასათვის. ასევე, უნდა იმუშაო ბევრი და თუ ამან შედეგი არ გამოიღო, მაშინ უნდა გქონდეს რწმენა, რომ ყველაფრის მიუხედავად შენ მიაღწევ წარმატებას.

ბევრს უკვირს, რომ თქვენ ინგლისურად საუბრობთ. რატომ საუბრობთ ინგლისურად? როგორ ისწავლეთ?


ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდე ინგლისური ენა. მართალია, ესპანეთში იშვიათად ლაპარკობენ ამ ენაზე, თუმცა მაინც აუცილებელია. ჩემი ძმა ჩინეთში ცხოვრობს და მისი ცოლიც ჩინელია. ჩვენ ინგლისურად ვსაუბრობთ და სწორედ ესაა მიზეზი, რომ მე ვსაუბრობ ინგლისურად.

თქვენს ინგლისურად ლაპარაკს მან შეუწყო ხელი?

რა თქმა უნდა. ის ყოველთვის ინგლისურად მესაუბრება, თუმცა ესპანურად საუბარიც შეუძლია. ვცდილობ, მაინც ინგლისურად ვესაუბრო, რადგან ჩემთვისაც უკეთესია.

თქვენ ფეხბურთის გარდა ძალიან ბევრი რამ გიტაცებთ. სწავლობთ ფსიქოლოგიას. რატომ? როგორ ახერხებთ პროფესიონალი ფეხბურთელი ამდენ რამეს ერთად?

დროს არ აქვს მნიშვნელობა, თუმცა ფეხბურთელები უმეტესად მაინც ფეხბურთზე ვფიქრობთ. რთულია, იფიქრო რაიმე სხვაზე. ფეხბურთი არის რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც თამაშობ მადრიდის "რეალში." მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ადამიანმა ბევრ სხვა თემაზეც უნდა იფიქროს. ამას ფსიქოლოგია არ სჭირდება. შენ შეგიძლია წაიკითხო წიგნი, უყურო კინოს, მოუსმინო მუსიკას... მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრებაში ფეხბურთის გარდა, სხვა რამეც აკეთო.

არის ფსიქოლოგია ის პროფესია, რომელსაც აირჩევდით, თუ არ გახდებოდით ფეხბურთელი?

შეიძლება. ვფიქრობ, ფსიქოლოგია ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანიც, როგორც სპორტში, ასევე ცხოვრებაშიც. მაგალითად, როდესაც გუნდი ფსიქოლოგიურად კარგად არის მომზადებული, მაშინ ეს გუნდი ერთი თავით მაღლა დგას, თავის მოწინააღმდეგეზე.

შენ მუსიკის ფანი ხარ. რა მუსიკას უსმენთ?

მე მიყვარს მუსიკა. ვუსმენ, ძალიან ბევრ ჟანრს, განსაკუთრებულად კი როკ-ენ-როლს. ვფიქრობ, მუსიკა ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. მუსიკის გარეშე ცხოვრება, უბრალოდ ვერ წარმომიდგენია. ასევე, მყავს მუსიკოსი მეგობრები, რომელთაც ფეხბურთის გარეშე არ შეუძლიათ ცხოვრება.

გსურს იხილო სხვადასხვა მუსიკალური ბენდები მადრიდში?

რა თქმა უნდა. ვფიქრობ, ფონოგრამის გარეშე სიმღერის მოსმენა, არის ძალიან დიდი გასართობი საშუალება.

გასახდელში ვინ არჩევს მუსიკას?

მე არა (იცინის). ვიმედოვნებ, რამდენიმე წელში იმის ძალა მექნება, რომ ავარჩიო მუსიკა... რადგან ახლა მე ეს არ მეხება (იცინის).

ვინ არჩევს მუსიკას?

ხანდახან რამოსი, მარსელო. მე არ მომწონს მათი გემოვნება (იცინის).

რა ჟანრის მუსიკას უსმენენ ისინი?

მარსელო უფრო ჰიპ-ჰოპს და რეპს. მე პატივს ვცემ ამ ჟანრს, თუმცა მოსმენა არ მსიამოვნებს (იცინის). რამოსი უსმენს ფლამენკოს და მსგავს ჟანრებს. მე ამ ჟანრსაც ვცემ პატივს, თუმცა არ მხიბლავს.

ეს არ ჯდება შენს გემოვნებაში

დიახ.

არავინ იცის, შეიძლება შენც მოგეწონოს მომავალში.

იმედი მაქვს... იმედი მაქვს...

რისი იმედი გაქვს წლევანდელ სეზონში?

ჩვენ სამ ჩემპიონატში ვმონაწილეობთ. მჯერა, გვაქვს ლა ლიგის მოგების შანსი, რადგან 5 ქულა არ არის ისეთი სხვაობა, რომლის აღმოფხვრაც შეუძლებელი იყოს. ასევე, უკვე "კოპა დელ რეის" ფინალში ვართ და ვუპირისპირდებით "ბარსელონას." და როგორც ვთქვი, ჩვენი მიზანია ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა. ვიმედოვნებ, სამივე შეჯიბრებაში შევძლებთ წარმატების მიღწევას. გულშემატკივრებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ, რომ გავაბედნიეროთ ისინი.

ვინ არის ის ადამიანი, რომლითაც ამაყობთ?

დედაჩემი, მამაჩემი და ჩემი ძმები. ეს ოთხი ადამიანი, ჩემთვის მისაბაძი ადამიანები არიან. შემიძლია, რომ ვთქვა: "მე ვარ ბობ დილანის ფანი, თუმცა ოჯახის წევრები, რა თქმა უნდა, გაცილებით მაღლა დგანან.

ხშირად ყოფილხართ, იმედგაცრუებული პირად ცხოვრებაში?

არა, მე ვარ ადამიანი, რომელიც ენდობა ყველას, თუმცა ვენდობი ზომიერად და არ ვაძლევ საშუალებას, რომ ეს ნდობა ჩემს წინააღმდეგ გამოიყენოს.

იმედი მაქვს, ამ ნაწვალებს ოდნავ მაინც გადაიკითხავთ :) ძალიან საინტერესო სტატია და ინტერვიუ გამოვიდა.

წყარო: Www.Realmadrid.Com dle 10.1

  • Nishni
  • 19 მარტი 2011
  • 1871
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)