მაურინიო: "საუკეთესო გუნდს გამოვიყვან დერბის მოსაგებად"

"სასიამოვნოა ბენზემას ასეთ ფორმაში ხილვა"


ვარჯიშის შემდეგ ჟოზე მაურინიომ მედიას მიმართა. მან ხაზი გაუსვა მადრიდის "ატლეტიკოსთან" გასამართ დერბის მნიშვნელობას და ასევე ისაუბრა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასამართ მატჩზე ტოტენჰემის "ჰოთსპურის" წინააღმდეგ.


"გულშემატკივრების ჩვენდამი პატივისცემა არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ არ მოვეკიდოთ დერბის სერიოზულად. "კალდერონზე" ყველაფერს გავიღებთ და ვნახავთ მოგვიტანს თუ არა ეს შედეგს. ძალიან მოტივირებულნი ვართ, რადგან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ჩემპიონთა ლიგამდე ჩასატარებელი თამაშები რთულია, რადგან კონცეტრაციის დაკარგვის რისკი მატულობს. ჩემპიონთა ლიგის მომდევნო თამაშები განსხვავებულია, რადგან ამ დროს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გადაღლილი ხარ. ასეთ დროს ჩასატარებელი მატჩები საშიშია. ძნელი დერბი გველის, რადგან დიდებულ გუნდს ვხვდებით, მაგრამ ასევე ადვილი, რადგანაც ყველაფერს გავიღებთ."

"ბენზემა ძალიან კარგად მუშაობს. მან წარმოაჩინა თავისი თავი. ქება ეკუთვნის მას, მის თანაგუნდელებს და კიდევ იმასაც ვისაც უყვარს ბენზემა. ამ ქების მცირედი ნაწილი მე და ზიდანსაც გვეკუთვნის. უდიდესი ნაწილი - მას. ძალიან გახარებული ვარ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ის ფანტასტიური ბიჭი იყო და სასიამოვნოა მისი ასეთ ფორმაში ხილვა."

"ზიდანის ურთიერთობები მოთამაშეებთან იზრდება. ის არ მუშაობს გამუდმებით ჯერ, მაგრამ ვფიქრობთ თუ როგორ მოვუმატოთ მას სამუშაო. არასოდეს ვმალავდით იმ ფაქტს, რომ ძალიან კომფორტული და კარგი თანამშრომლობა გვაქვს ერთმანეთში. ის დაეხმარა კარიმს, რადგანაც ორივეს კარიერაში მსგავსებები გვხვდება: მათ მოუწიათ ჩამოსვლა და ადაფტაცია."

"პეპე აგრესიულია, მაგრამ ლოიალური. ყველასთვის არ არის სამართლიანი, მისი ასე ახლოდან განსჯა. კრისტიანოსთვის უფრო კარგი იქნებოდა, რომ დერბი კვირას ჩატარებულიყო. ბუნებრივია, ის არ არის საუკეთესო ფორმაში, ამდენი გაცდენილი სავარჯიშო სესიების და "ლიონთან" ნათამაშები 70 წუთის შემდეგ. მისი თამაში სარისკოა."

"მოხარული ვარ, რომ ტოტენჰემს ვხვდებით, რადგანაც ლონდონში დაბრუნების და ინგლისურ სტადიონზე თამაშის შანსი კვლავ მომეცემა. ვიცი ინგლისური გუნდების აზროვნება და ხასიათი; როგორ არ ენანებათ მათ სისხლის, ოფლის და ცრემლების გაღება თამაშის ყოველ წუთში. მათ სძლიეს მილანის "ინტერს" და გამოაგდეს მილანი. კარგად მიდიან ისინი "პრემიერლიგაში" და კარგი მწვრთნელი ჰყავთ."

წყარო: realmadrid.com dle 10.1

  • ivane
  • 18 მარტი 2011
  • 2369
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)