ბენზემა: " მე ლომი ვარ"

მადრიდის "რეალის" ფრანგმა ფორვარდმა ჟურნალისტებს მცირე ინტერვიუ მისცა..


"მე ჟოზე მოურინიო კატად მომიხსენიებდა, მაგრამ მე უკვე ლომი ვარ და არა კატა. პორტუგალიელ სპეციალისთტან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ის მე ძალიან მეხმარება. მასთან ძალიან ბევრს ვსაუბრობ."

როგორც იქნა ძველებურ ფორმას ვუბრუნდები. გუნდში თავს შესანიშნავად ვგრძნობ. იმედი მაქვს თამაშს კიდევ უფრო მოვუმატებ და ბევრ გოლებს გავიტან."


კარიმის თქმით, ფლორენტინო პერესი მისთვის მამასავითაა.

"თუ მე დღეისთვის მადრიდის "რეალის" მაისურით ამდენს მივაღწიე, ეს ფლორენტინო პერესის დამსახურებაა. ის ჩემთვის მამასავით არის."

ფრანგ ფორვარდს ძალიან უნდა "შალკეს" წინააღმდეგ ითამაშოს.

"მინდა 1/4 ფინალში "შალკეს" დავუპირისპირდეთ, რადგან რაულის დაბრუნება "სანტიაგო ბერნაბეუზე" ძალიან ემოციური იქნება."

ბენზემამ "ატლეტიკოსთან" შეხვედრაზეც ისაუბრა.

"იმედი მაქვს დერბის ისევ მოვიგებთ, თუმცა ეს ადვილი არ იქნება. "ატლეტიკოს" თავდასხმაში ფორლანი და აგუერო ჰყავთ, მათი დუეტი ბევრ პრობლემებს შეუქმნის მადრიდულ დაცვას.ჩვენ მიზნათ დასახული გვაქვს სამივე ტიტულის მოპოვება, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება. "
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (160)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)