რამოსი: ""ბარსასთან" ფინალი ზღაპრული იქნება"

სერხიო რამოსმა, გუნდის მწვრთნელსა და სხვა ახალ ამბებზე, კომენტარი გააკეთა...


სერხიო რამოსმა, ინტერვიუ მისცა მარკ რადიო-ს და განიხილა ახალი ამბები მადრიდის "რეალის" შესახებ: ""ლიონი" მთელი მატჩი ცდილობდა ცარიელი ზონების ამოკეტვას."

"მოურინიოსთან მუშაობისას, მე უკეთესი ფეხბურთელი გავხდი."

"მე არასდროს მომწონს, როდესაც გვთვლიან ფავორიტებად. ჩვენ უნდა დავაფასოთ ყოველი ჩვენი მოწინააღმდეგე. "ბარსელონასთან" ფინალი იქნებოდა ზღაპრული, ჩვენ არავისი არ გვეშინია." - თქვა რამოსმა. "ისეთი თამაში, როგორიც კლასიკოა, არასოდეს ავიწყდება ისტორიას, ამიტომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ გავიმარჯვოთ. თუ ჩვენ ვითამაშებთ საკუთარ სტადიონზე, შევეცდებით მოგებას." - თქვა "თეთრების" მცველმა

ჟოზე მოურინიოზე, რამოსმა შემდეგი განცხადება გააკეთა: "ხალხს სიამოვნებს მადრიდის "რეალის" თამაშის ცქერა, რომელიც დიდწილად არის მწვრთნელის დამსახურება. ჩვენ ძალიან კარგ ფორმაში ვიმყოფებით და ყველას აქვს ჩვენი იმედი. მე კარგი ურთიერთობა მაქვს მოურინიოსთან, უდიდეს პატივს ვცემ და ვთვლი, რომ მან მე უკეთეს ფეხბურთელად მაქცია."

"დიდი ხანია მადრიდის "რეალს" არ ჰყოლია იოზილის დონის ფეხბურთელი."

"ყველა გუნდს თავისი ტაქტიკა და ფილოსოფია აქვს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ყველა თამაშში, რომ არ გავხდეთ მოწინააღმდეგე გუნდზე დამოკიდებული." ამის შემდეგ სერხიო შეეხო იოზილის თემასაც: "იოზილი დიდი აღმოჩენაა გუნდისათვის. დიდი ხანია, მადრიდის "რეალს" არ ჰყოლია მისნაირი ფეხბურთელი. მას შეუძლია და ყველა პირობა აქვს, რომ გახდეს მსოფლიოს დონის ვარსკვლავი და საუკეთესო ფეხბურთელი."

"ბენზემას საუკეთესო ფორმაშია!"

როდესაც ესპანელს ჰკითხეს, კარიმ ბენზემას შესახებ, მან შემდეგი განცხადება გააკეთა: "მე ვხედავ მასში დიდ ცვლილებას, რაც დიდწილად ზინედინ ზიდანის დამსახურებაა, რომელიც მუდამ გვერდში უდგას კარიმს და აძლევს სასარგებლო რჩევვებს. ჩვენ ახლა ვხედავთ საუკეთესო ფორმაში მყოფ ბენზემას." მარდიდის "რეალის" მცველმა, კომენტარი გააკეთა მომავალ მატჩზე, რომელიც "ვისენტე კალდერონზე" გაიმართება: "ჩვენ არასოდეს ვაგებთ თამაშს მათთან. გვყავს ფეხბურთელები, რომელთან ნებისმიერ დროს შეუძლიათ, გარდატეხის შეტანა, ნებისმიერ მატჩში. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად დასრულდება."

"ჩვენ ბოლომდე ბრძოლა მოგვიწევს. ფეხბურთში ყოველთვის არის სურპრიზები და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი აკვიატება. ჩვენ უნდა მოვიგოთ ყველა დარჩენილი მატჩი, თუ გვსურს წარმატების მიღწევა."
"არავინ იცის, როდის დავთოვებ გუნდს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში აქ ვითამაშებ და შემდგომ დავემშვიდობები "სანტიაგო ბერნაბეუს" და "რეალის" გულშემატკივრებს. მე ბოლომდე მსურს, რომ ვიყო მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი."

წყარო: Www.Marca.Com dle 10.1

  • Nishni
  • 18 მარტი 2011
  • 2423
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (144)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)