Magic Victory

გუშინ მადრიდის "რეალმა" ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა "ლიონის" წინააღმდეგ და 7 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გავიდა მეოთხედფინალში. გთავაზობთ ამ მატჩის დეტალურ განხილვას წერილობითი ფორმით...


Magic Victory


მოდი ყველაფერი თავიდან დავიწყოთ...

"ბერნაბეუზე" საოცარი ატმოსფერო სუფევდა, უკლებლივ ყველა ადგილი შევსებული იყო და გულშემატკივრები ნანატრ მეოთხედფინალს ელოდნენ. ამ მატჩამდეც უკვე ყველასთვის ნათელი იყო,რომ "ბერნაბეუზე" შეკრებილი საზოგადოება მეთორმეტე მოთამაშის სტატუსს მიიღებდა და ეს ასეც მოხდა: 90 წუთის განმავლობაში მადრიდელთა ჟრიამული, სიმღერა და შეძახილები არ გაჩერებულა. როგორც ყველა შეხვედრა, "რეალი" - "ლიონი"-ც წუთიერი დუმილით დაიწყო იაპონელთა თანაგრძნობის გამოსახატად.

Magic Victory


ვინმეს მატჩი რომ არ ენახა და უბრალოდ სტატისტიკური მონაცემებისთვის გადაევლო თვალი,ნახავდა,რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მარსელო დასახელდა, იგი აუცილებლად იფიქრებდა,რომ ბრაზილიელმა საუკეთესოობა დაცვაში კარგი თამაშით მოიპოვა,მაგრამ არა! ჟუნიორი გუშინდელ მატჩში წამყვან ფიგურად და ლიდერად მოგვევლინა.იგი ყველა კომპონენტში გამორჩეული გახლდათ. გაიტანა გოლი და მიითვალა საგოლე პასი,მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ამაში ისინიც დამეთანხმებიან,რომლებმაც მატჩს უყურეს.

Magic Victory


პირველივე წუთებიდანვე მადრიდელებმა ფრანგების შევიწროვება დაწყეს. თითქოსდა "მერენგებს" შეტევაში ყველაფერი კარგად გამოდიოდათ,მაგრამ ყოველივე ეს კარში დარტყმით ვერ გვირგვინდებოდა. პივრელი ნახევარი საათის განმავლობაში მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. აღსანიშნავია დელგადოს დატყმა,რომელის შემდეგაც იკერ კასილასმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ოსტატობა. 37-ე წუთზე,როცა არავის აღარ ჰქონდა იმის იმედი,რომ პირველ ტაიმში გოლი გავიდოდა, მარსელომ ბურთი მოედნის ცენტრთან ახლოს მოიპოვა და რონალდოს გადააწოდა, თვითონ კი მეტოქის კარისკენ დაიწყო სვლა. პორტუგალიელმა ეფექტური გადაცემით დაუბრუნა ბურთი ჟუნიორს,რომელმაც ჯერ ეფექტური მოძრაობით "ლიონის" ერთი მცველი ჩამოიტოვა,ხოლო შემდეგ არანაკლებ ეფექტური მოძრაობით მეორე მცველი მოატყუა და ლლორისის კარში უპრობლემოდ გადაგზავნა ბურთი. სიტყვებით ამის აღწერა ძალზედ ძნელია,მაგრამ მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია,რომ მარსელომ უმაღლეს დონეზე შეასრულა ზემოთ ჩამოთვლილთაგანი და ისე,რომ ნებისმიერ მაღალი დონის ფორვარდს შეშურდებოდა.

Magic Victory


პირველ ტაიმში გარდა გოლისა კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი მოხდა. აღსანიშნავია,რომ ერთ-ერთი კუთხურის დროს სამი ხედირამ სჯარიმოში ყველას აჯობა და ბურთი კარისკენ გადაგზავნა,რომელიც კარის ძელმა აისხლიტა,მაგრამ მანამდე გვერდითმა მსაჯმა თამაშის წესის დარღვევა დააფიქსირა.მარსელოს გოლის შემდგომ კარიმ ბენზემამ ბურთის კარის ბადეში მოთავსებაც მოახერხა თავური დარტყმით,მაგრამ ეს გოლი სამართლიანად არ ჩაითვალა თამაშგარე მდგომარეობის გამო. პირველი ტაიმის "მთავარი მოქმედი ფიგურა" პეპეც იყო,მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით.

Magic Victory


მეორე ტაიმში ჟოზე მოურინიომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი პროფესიონალიზმი. განსხვავებით მანუელ პელეგრინისა, პორტუგალიელმა სპეციალისტმა არ გადაწყვიტა დაცვითი ტაქტიკის განხორციელება,ანგარიშის შენარჩუნება და კონტრშეტევებზე თამაში. მეორე ტაიმში "ბერნაბეუზე" შეკრებილმა საზოგადოებამ "თეთრი ბალეტი" იხილა. მეოთხედფინალს მოწყურებულმა მადრიდელებმა აშკარა უპირატესობა მოიპოვეს და ყველასთვის ნათელი იყო,რომ გოლი მწიფდებოდა. 66-ე წუთზე მარსელომ შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა საკუთარ საჯარიმოს მისადგომებიდან კარიმ ბენზემას. მცველებმა შეცდომა დაუშვეს და ფრანგი ლლორისთან პირისპირ აღმოჩნდა. მას გოლის გატანა აღარ გაჭირვებია და "ლიონის" მეკარეს ფეხებს შორის გაუძვრინა.

Magic Victory


ფრანგები შოკში ჩავარდნენ, მათ ისღა დარჩენოდათ, რომ როგორმე მდგომარეობა გამოესწორებინათ, მაგრამ ყოველივე ეს მათთვის ფატალურად დასრულდა. მოშიშვლებულმა დაცვამ მადრიდელებს სივრცეები გაუხსნა და "მერენგებიც" გამუდმებით უტევდნენ. აღსანიშნავია ლლორისის კარგი თამაში,მან უამრავჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი გაშვებული გოლისგან. 76-ე წუთზე მესუთ ოზილმა თავით შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა ანხელ დი მარიას და მეკარესთან პირისპირ დატოვა. არგენტინელმა ბურთი შესანიშნავად დაამუშავა და ასევე შესანიშნავადვე გადაგზავნა კარის ბადეში.

Magic Victory


დარჩენილი წუთები კვლავ მადრიდელთა უპირატესობით მიმდინარეობდა. მათ კიდევ შეეძლოთ გოლების გატანა,მაგრამ ამაოდ. ლლორისი მოწოდების სიმაღლეზე იყო. მოუმ სამივე ცვლილება გამოიყენა და რონალდოს, დი მარიას და ბენზემას ნაცვლად ადებაიორი, გრანერო და ლასანა დიარა გამოიყვანა. კლოდ პუელმა კი გომისი გამოიყვანა,რომელმაც მართლაც დიდი პრობლემები შეუქმნა იკერ კასილასს. ორჯერ საკმაოდ სახიფათოდ დაარტყა,მაგრამ კასილასმა ერთი უგულებელყო,ხოლო მეორე მიზანს აცდა. მოედანზე მყოფთაგან შეუმჩნეველი იყო კრიშტიანო რონალდო,რაც ტრავმით იყო გამოწვეული. როგორც მატჩის შემდგომ გაირკვა, ექიმები მას თამაშს არ ურჩევდნენ,მაგრამ პორტუგალიელმა მაინც თავისი გაიტანა. მართალია იგი არ ჩანდა,მაგრამ უდიდეს სამუშაოს ასულებდა, აკეთებდა ლამაზ გადაცენებს,მათ შორის ერთი საგოლეც გამოდგა. ასევე განახორციელა რამდენიმე შორეული დარტყმა.

Magic Victory


ახლა კი დაპირებული პეპეს თემაც. პორტუგალიელი მცველი გუშინდელ მატჩში გატუზოდ მოგვევლინა. იგი "ლიონის" ფეხბურთელებს "არ ახარებდა" - სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. განსაკუთრებით პეპე ლისანდროს მიმართ გამოირჩეოდა უხეში თამაშით. ალბათ საოცარია,რომ შეხვედრის არბიტრმა მას წითელი ბარათი არ უჩვენა(რადგან ესპანელი არ იყო - ავტ.). მეორე ტაიმში კი მან ისეთი რამ გააკეთა,რომ გატუზოსაც შეშურდებოდა. მას შემდეგ,რაც ყველასდა გასაკვირად პეპე-სისოხოს ორთაბრძოლაში სწორედ "ლიონის" ფეხბურთელმა დაარღვია თამაშის წესები, პეპე მისკენ გაექნა და სახეში წიხლი უთავაზა,რომელიც მსაჯს გამოეპარა და შესაბამისად პეპეც გადარჩა.

Magic Victory


მატჩის ბოლო წუთები გულშემატკივართა გამაყრუებელი სტვენით და ჟრიამულით მიმდინარეობდა. მსაჯის სასტვენის შემდეგ კი "ბერნაბეუზე" ნამდვილი ზეიმი გაიმართა,მაგრამ რამდენიმე წუთში სიჩუმე ჩამოვარდა,რადგან სტადიონზე დამონტაჟებულ ეკრანზე გამოჩნდა აბიდალის სურათი. როგორც იცით "ბარსელონას" ფეხბურთელს აღმოაჩნდა ღვიძლის სიმსივნე. მის გასამხნევებლად მთელი მსოფლიო გაერთიანდა,მათ შორის რა თქმა უნდა მადრიდის "რეალიც". მატჩის შემდგომ თითოეულმა ფეხბურთელმა თეთრი მაისურები გადაიცვა,რომელზეც ეწერა: Animo Abidal.

Magic Victory



გთავაზობთ მატჩის სტატისტიკურ მონაცემებსა და ფეხბურთელთა შეფასებებს


Magic Victory


Magic Victory


Magic Victory


Magic Victory



აქვე შეგიძლიათ ნახოთ გუშინდელი მატჩის მიმოხილვაც





და ბოლოს... მინდა ყველა მადრიდისტას მივულოცო ნანატრ მეოთხედფინალში გასვლა და მინდა ვუსურვო ჩემპიონთა ლიგის მოგება. ასევე მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ერიკ აბიდალს: Animo Abidal!!!


სტატიის ავტორი: WIShMASTER dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (144)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)