ვალდანო: "ბერნაბეუზე ბრწყინვალე ატმოსფერო იყო"

სამეფო კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა...


"ბრწყინვალე მატჩი ჩავატარეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ, ჩვენ გვყავს ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც კარგ ფორმაშია, 1/4 ფინალში მოხვედრა დიდი წარმატებაა, საუკეთესო 8 გუნდს შორის საუკეთესო 4 გაირკვევა, დიდი იმედი მაქვს, რომ მომდევნო ეტაპზეც შევძლებთ წარმატების მიღწევას."

"ინდივიდუალური თვალსაზრისით კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მთავარი მაინც გუნდური სულისკვეთება იყო, ფეხბურთელებმა ყველაფერი კარგად გააკეთეს და შედეგი სახეზეა, მომდევნო ეტაპს ნამდვილად "ბლანკოსი" იმსახურებდა, რადგან მთელი მატჩის მანძილზე ვდომინირებდით."

"პირველი 45 წუთი გაცილებით უფრო დაძაბული გამოდგა, მეორე ნახევარში სამეფო კლუბმა უფრო დამაჯერებლად ითამაშა, რაც ანგარიშზეც აისახა, ბერნაბეუზე შეკრებილი პუბლიკა ძალიან კმაყოფილი იყო."

"გუნდები, რომლებმაც აქამდე მოაღწიეს ძალიან დიდ ძალას წარმოადგენენ და მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს, ჩვენ კიდევ უფრო უნდა დავიხვეწოთ იმისათვის, რომ კარგი შედეგი ვაჩვენოთ, ნებისმიერ მეტოქესთან თამაში ურთულესი იქნება, ბიჭებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ წარმატებისთვის."

"ერიკ აბიდალს ურთულესი ოპერაცია ელის, მთელი მადრიდი და მსოფლიო მას უჭერს მხარს, ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და ფრანგი მოთამაშე კატალონიელთა დახმარებას უმოკლეს პერიოდში მოახერხებს." dle 10.1

  • Hala
  • 17 მარტი 2011
  • 1990
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)