უჩინარი კანტერის ჯარისკაცი

რობერტო სოლდადო- არ არის უბრალო მეტოქე ფორვარდი. ეს არის კლუბის ყოფილი კანტერანო, მისი ერთ-ერთი საუკეთესო აღზრდილი, რომელიც თავისათვის მშობლიურ გუნდში ვერ ათამაშდა. რობერტოს ისტორია რამოდენიმე ინტერვიუთია აგებული. მასთან ერთად ძველ ამბებს მისი მამა-ტონი და ახლო მეგობარი-მიგელ ტორესი გაიხსენებენ.


ისტორია. აქტი 1. ჩამოსვლა მადრიდში.

"მე მადრიდში ჩამოვედი, როდესაც 13 წლის ვიყავი. თავად ვალენსიელი ვარ"

ერთი წლის განმავლობაში მე თვალს მადევნებდა "რეალის" სკაუტი (პაკო გომესი), სანამ ერთ მშვენიერ ორშაბათს არ დაუძახა მამაჩემს და უთხრა, რომ შაბათს ვისენტე დელ ბოსკე ჩემს სანახავად ჩამოვა. მე გამიმართლა იმ საღამოს კარგი მატჩის ჩატარება, ორ დღეში კი უკვე მადრიდში ვიყავი. მე იქ წავედი, რადგან მამაჩემმა მითხრა, რომ ეს ზუსტად ის მატარებელია, რომელიც ჩემს გაჩერებაზე ცხოვრებაში ერთხელ ჩერდება"

ტონი სოლდადო (რობერტოს მამა): "იმ წელს, როდესაც შენ დაიბადე, მე ფეხბურთს შევეშვი. მეც რომ მყოლოდა მამაშენისნაირი მამა, მეც პრიმერაში ვითამაშებდი, უეჭველი. მაგრამ მამაჩემს არასდროს მოწონდა ფეხბურთი. და თუ მე, მაგალითად ბუცების ფულს ვთხოვდი, იგი არასოდეს მაძლევდა. მე ძალიან გაგათამამე, რობერტო.. თავად მე, შემეძო 19 წლისას "ალკოიანოში" წასვლა. მაგრამ მამაჩემმა ამიკრძალა. დედაშენმაც, თავის დროზე, არ მოინდომა შენი მადრიდში წასვლა. მაგრამ მე დავარწმუნე, რომ შენ არ გსურდა ოდესმე მისაყვედურო ამის გამო"

რობერტო: "მე მეშვიდე ცაზე ვიყავი, როდესაც მივდიოდი. მაგრამ ახალ ოთახში როდესაც მარტო დავრჩი, არავის ვიცნობდი, ძალიან მოვიწყინე."

ტონი:"მე და შენ საერთო ნაკლი გვქონდა : რთული ხასიათი. შენ ჩემგან ცუდი თვისება აიღე, შვილო. როდესაც მოედანზე ვართ-ჩვენთვის არ არსებობს მეგობრები. მიზანი ერთია-გამარჯვება. ასეთი იყო ჩემი მენტალიტეტი.

რობერტო:"ხომ როდესაც ბავშვი ვიყავი, ხასიათის გამო პრობლემები მექმნებოდა, მე იმას ვაკეთებდი, რაც არ იყო საჭირო.ახლა უკვე ვისწავლე გაკონტროლება.

აქტი 2. მადრიდისტი.

უჩინარი კანტერის ჯარისკაცი"მე მადრიდისტი დაბადებიდან ვიყავი. მშვენივრად მახსოვს, როგორ გაიტანა მიატოვიჩმა გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში და "მადრიდმა" მეშვიდე თასი აწია. მე მშობლებთან ერთად ვიყავი. ჩვენ "რეალის" შარფები გვეჭირა. ასევე თავის დროზე ივან სამორანო მომწონდა".

"მე კადეტების გუნდში მოვხვდი, გავიცანი ახალი ბიჭები, შევნიშნე "ინფატილ ა"-ს ფეხბურთელი, თუმცა დიდად არ ვემეგობრებოდი, არც ვიცოდი დიდი მეგობრები თუ გავხდებოდით. მას მიგელ ტორესი ერქვა. მე აქ შუა სეზონში ჩამოვედი".

"დრო მალე გავიდა. პირველ 7 თვის განმავლობაში "მადრიდში" მე საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი, სადაც ასახლებდნენ იმათ, ვინც ჩამოვიდა ესპანეთის სხვადასხვა კუთხიდან. ჩვენ დაახლოვებით 40 ბავშვი ვიყავით, ყველა 18 წელს ქვემოთ. დილით ჩვენ კოლეჯ-ინტერნეტში გვაცილებდნენ, საღამოს-ვარჯიშებზე. მე ძალიან მიჭირდა ოჯახისგან მოშორებით ცხოვრება, ქალაქში, სადაც არავის ვიცნობდი. არასდროს დამავიწყდება პირველი თვენახევარი. მაგრამ ყველაფერი უკეთესი გახდა, როდესაც ხალხთან საუბარი დავიწყე.

ტორესი:"შენ ყოჩაღი იყავი. შენ თავი თავის ადგილას გაქვს. საერთოდ ახალ ქალაქში შენ გხვდება ისეთი რამეები, რასაც შენ მიჩვეული არ ხარ, და ხშირად ხდება, რომ ასეთი ასაკის ბიჭები კარგავენ საკუთარ თავს და იწყებენ ისეთი საქციელების ჩადენას, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ფეხბურთთან. ყველაფერი, რაც უნდა გააკეთოს კანტერას ფეხბურთელმა: მეტ ხანს დაისვენოს და შეასრულოს ინსტრუქციები".

რობერტო:"შენ ისე ამბობ ამას, თითქოს იქ ყველაზე უფროსი იყავი. შენ ვერც წარმოგიდგენია, რა გადავიტანე მე პირველ კვირაში. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული კვირა იყო. ყოველ კვირას მშობლებს ვთხოვდი, რომ უკან წავეყვანე"

ტორესი:"ხო, ამ მხრივ მე უფრო ადვილად ვიყავი. 8 წლიდან მე ვარჯიშებზე დავდიოდი და შემდეგ ვბრუნდებოდი სახლში, მშობლებთან".

რობერტო:"მე მამას ყოველ კვირას ვურეკავდი, მას კი ყოფნიდა ნების ყოფა, ჩემთან საუბრისათვის და რაიმეს შეგნების მცდელობისათვის. მან დამარწმუნა. და აი მე გავხდი, ვინც გავხდი.

ტორესი:"იცი, მე ყოველთვის უარყოფითად ვუყურებდი მეგობრებთან მეტი დროის გატარებას. მე ვარჯიშების გამო ვერსად დავდიოდი"

ტონი:"როდესაც 17 წლისას "კასტილიაში" დაგპატიჯეს, მე ვთხოვე, რომ ორი წლით მადრიდში გადავეყვანე. მე და შენ ერთად 18 დან 20 წლამდე ვიყავით. მე მუდამ ვთვლიდი მადრიდს სახიფათოდ ბავშვისთვის, რომელიც 18 წლისაა, და რომელსაც აქვს თავისუფლება და ფული, რომელსაც შენ უკვე იღებდი. ჩვენ ეს დავძლიეთ."

რობერტო:"მე საკმაოდ მალევე ვიქორწინე. მე მომწონს ახალგაზრდა მამად ყოფნა"

აქტი 3. კასტილია>პირველი გუნდი

"იმ ხნიდან რაც მე კლუბის კანტერაში მოვხვდი, მხოლოდ სამი თუ ოთხი კანტერანო აღწევდა პირველ გუნდს და ჰქონდა მასში მეტ-ნაკლებად მუდმივი პრაქტიკა. 2006-ში, უჩინარი კანტერის ჯარისკაციწინასასეზონო მომზადების წინ, მე მივხვდი, რომ არ დავრჩებოდი "მადრიდში". ვიცოდი, რომ მე ცოტა სათამაშო დრო მექნებოდა და გადავწყვიტე "ოსასუნაში" იჯარით წასვლა. და ჩემი საქციელი გამართლებული იქნა".

" "რეალში" რეალისტი უნდა იყო. შესაძლოა ყველაფერი კარგად მიდიოდეს, მაგრამ შენ იცი, რომ აქ სათამაშო პრაქტიკის მიღება ურთულესია. საჭიროა გამართბლება და ნების ყოფა. ასევე უნდა ილოცო, რომ არ მიიღო ტრავმა.

აქტი 4. "ხეტაფე" და "ვალენსია"


"საბოლოოდ მე "ხეტაფეში" გადავედი. "ასულონესი"-ძალიან უბრალო კლუბია. პირველ წელს მე ვისწავლე ბრძოლა და ჩვენ პრიმერაში ადგილი შევინარჩუნეთ. მიჩელი ძალიან კარგად ექცევა ფეხბურთელებს. მან ბევრი რამ მასწავლა ტაქტიკური თვალსაზრისით. და არამარტო მან, ასევე ესნაიდერმა, რადგან თავის დროზე ისიც ფორვარდი იყო"

"ახლა "მადრიდს" შორიდან ვადევნებ თვალს. მათ ბევრი კარგი ფეხბურთელი იყიდეს, მაგრამ მთავარი იყო გუნდის შექმნა, როგორც ჩვენ, და არა ამდენი ვარსკვლავის შეძენა".

"წინა ზაფხულს მე "ვალენსიამ" შემიძინა, რათა ვილიას ადგილი შემევსო. გარდა იმისა, რომ გუნდი კონკურენტუნარიანია, მის შიგნით მშვენიერი ატმოსფერო სუფევს. ეს მოედანზეც ისახება. ეს ტყუილი არ არის. ადურისი და მე კარგად ვუგებთ ერთმანეთს, რადგან მას საჰაერო ამაში ურჩევნია, იგი ბევრ მაღალ პასს იღებს, მე კი ვერტიკალური ფეხბურთელი ვარ, მუდამ ვძვრები მცველების უკნიდან. ჩვენ სულ ახალი გუნდი ვართ, მაგრამ, ჩანს, თითქოს მთელი ცხოვრებაა ვიცნობთ ერთმანეთს.

"მადრიდსა და "ვალენსიას" შორის დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ" dle 10.1

  • n1ka
  • 15 მარტი 2011
  • 2091
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)