ვახო:"Halamadrid.Ge ჩემი ცხოვრების ნაწილია"

ვაგრძელებთ პროექტ - "ინტერვიუ"-ს Halamadrid.Ge-ს ადმინისტრაციასთან". მომდევნო ინტერვიუს შემოგთავაზებთ მე - dato818, რადგან ამჯერად კითხვებზე პასუხს სცემდა, თვით ამ პროექტის იდეის ავტორი - ვახო ხოჯაშვილი (wishmaster). ჩემმა რესპოდენტმა თითოეულ კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა და შესაბამისად ინტერვიუც საინტერესო გამოვიდა...


პირველ რიგში მოგესალმები ვახო.

გამარჯობა დათო.

მოდი ჯერ გაგვეცანი, ორიოდე სიტყვით გვიამბე შენს ცხოვრებაზე, სად სწავლობ, სად ცხოვრობ,რამდენი წლის ხარ, რას საქმიანობ და .ა.შ?

მე ვარ ვახო ხოჯაშვილი, ვარ 18 წლის, ვცხოვრობ ქუთაისში, ექსტერნად დავამთავრე ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მესამე სკოლა, ამჟამად ვემზადები ეროვნული გამოცდებისთვის.

დიდი ხანია, რაც საფეხბურთოს საიტის - HalaMadrid.Ge-ს წევრი ხართ?

ამ ნიკით 2010 წლის მაისიდან ვარ. მანამდე სხვა ნიკით ვიყავი, მაგრამ ნაკლებად ვაქტიურობდი.

დიდ დროს უთმობთ HalaMdrid.Ge-ს?

ყველაზე კარგად ეს შენ იცი (იცინის :D). დღე არ გავა, რომ ჰალაზე არ შემოვიდე. შეიძლება ითქვას,რომ halamadrid.ge ჩემი ცხოვრების ნაწილია.


გიყვარს ფეხბურთის თამაში? ოდესმე გითამაშია ფეხბურთი პროფესიონალურ დონეზე?

ბავშვობიდან მქონდა ოცნება ის რომ, როცა გავიზრდებოდი, ფეხბურთელი გამოვსულიყავი. ერთი ოცნება ამიხდა - გავიზარდე (იცინის:D),მაგრამ ფეხბურთელობის რა მოგახსენოთ.მშობლებმა არჩიეს,რომ სწავლაზე მომეკიდებინა ხელი. საერთოდ კი - ძალიან მიყვარს ფეხბურთის თამაში. ვერ ვიტყვი,რომ პელე ვარ, მაგრამ საკმაოდ კარგად ვთამაშობ. ზაფხულის განმავლობაში იშვიათად მოიძებნება ისეთი დღე,როცა ბურთს არ ვაგორებ.

რამდენი ხანია "ბლანკოსს" გულშემატკივრობ?

საერთოდ ფეხბურთს პირველად 2002 წელს ვუყურე. ეს იყო იაპონია-კორეის მსოფლიო ჩემპიონატი. პრაქტიკულად უნდა ამერჩია გუნდი,რომლის გულშემატკივარიც უნდა გავმხდარიყავი. 2002-ში კი ბრაზილიის მიმართ ადამიანი გულგრილი არ უნდა დარჩენილიყო. ძალიან მომეწონა რონალდოს ასპარეზობა. შემდეგ კიჭა "რეალში" გადავიდა და შესაბამისად, მეც "ბლანკოსის" გულშემატკივარი გავხდი. მაგრამ მარტო რონალდოს გადასვლამ არ მიბიძგა. იმ პერიოდში "გალაქტიკოსი" არსებობდა, აქ თამაშობდნენ ფიგუ, ზიდანი, რაული, იერო, მაკელელე, სალგადო,კასილასი და მათი თამაშის შემყურე აღფრთოვანებული ვიყავი.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, “ბლანკოსი” ძალიან არასტაბილურად ასპარეზობს. მას ბევრი წარმატება და ასევე ჩავარდნა ჰქონდა. განიცდი თუ არა “რეალის” წარუმატებლობას და გქონია ცხოვრებაში მომენტი, როცა აღარ გინდოდა სამეფო კლუბის გულშემატკივრობა?

ვერ წარმომიდგენია,თუ ჩემზე მეტად ვინმე განიცდის "რეალის" წარუმატებლობას. ყველაზე მტკივნეული "ბარსელონასთან" განცდილი თითოეული მარცხია. ასე თუ გაგრძელდა,მე ვეღარ გადავიტან. (იცინის :D). ამ წლების განმავლობაში იყო ბევრი სამარცხვინო მარცხიც, მათ შორის დამსახურებულიც, მაგრამ მე ერთხელაც კი არ გამივლია გულში, რომ "ბლანკოსს" ვუღალატო. "რეალმა" საერთოდ, რომ ვერაფერი მოიგოს, მე მაინც მისი გულშემატკივარი ვიქნები!!!

შენი აზრით, ვინ არის “თეთრების” ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი?

რა თქმა უნდა, დი სტეფანო და რაული, მაგრამ ამათ რიცხვს კიდევ ორ გენიას მივუმატებდი - ფერენც ფუშქაშს და ზინედინ ზიდანს.

შენი აზრით რომელი გოლია საუკეთესო "ბლანკოსის" ისტორიაში?

ზიდანის გოლი "ბაიერთან". ზიზუმ უმაღლეს დონეზე შეასრულა ეს დარტყმა და ძალზედ მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, რომელმაც "რეალს" მეცხრედ ააღებინა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის თასი. ასევე მინდა ავღნიშნო რობერტო კარლოსის გოლი,რომელიც მან თითქმის კუთხურის ალამიდან გაიტანა. პიარადად ჩემთვის კი, კიჭას თითოეული გოლი შედევრია და საუკეთესოა.

რამე კურიოზს ხომ არ გაიხსენებდი?

საერთოდ ცხოვრებაში ბევრი კურიოზი შემმთხვევია. ახლა კი უშუალოდ "რეალთან" დაკავშირებით გავიხსენებ. სამწუხაროდ თითქმის ყველა წინამორბედ რესპოდენტთა კურიოზები "ბარსელონასთნ" მარცხს უკავშირდება. ამ მხრივ არც ჩემია გამონაკლისი. მამაჩემიც და ბაბუაჩემიც "ბარსელონას" გულშემატკივარია და ავადასხსენებლი მატჩის წინ "ტრადიციულად" "მეკაიფებოდნენ". საქმე იქამდე მივიდა,რომ სერიოზული კამათი მოგვივიდა. გულმოსული ბაბუაჩემი საძინებლისკენ გაემართა და გზაში მოაყოლა: "დღეს თუ "ბარსამ" 5-0 არ მოიგოს, რაც გინდა ის მიქენიო." ხოდა,კარგად მოგეხსენებათ, რაც მოხდა და ახალ წლამდე ბაბუაჩემს არ ველაპარაკებოდი. არ შემიძლია არ ვთქვა ამ პროექტთან დაკავშირებით მომხდარი კურიოზიც. ადმინისტრატორ ჯანუსთან ინტერვიუსთვის ფოტო მჭირდებოდა. ისე მოხდა, რომ მას მხოლოდ ერთი სურათი ჰქონდა კომპიუტერში და ისიც გოგონასთან ერთად. მოკლედ ორი დღე ვეწვალე, რომ როგორმე ჯანუ მარტო დამეტოვებინა,მაგრამ ისე იყვნენ ჩახუტებულები, რომ ვერეფარით ვერ დავაცილე. ბოლოს კი, როგორც იქნა დათო, შენ დამეხმარე და სურათის დაპატარავებით შეძელი სასურველი ფოტოს მიღება.

რომელია შენი საყვარელი ფეხბურთელი და რატომ?

ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდო. როგორც ზემოთ ვახსენე, მისი თამაში პირველად 2002 წელს ვიხილე. ამ ფეხბურთელის ტექნიკით, უზადო დრიბლინგით, ელვისებური სისწრაფით და საოცარი გოლის გატანის ალღოთი მოვიხიბლე. მე მისი კარიერის თითოეული წუთი შესწავლილი მაქვს და მის მიერ გატანილი ყველა გოლიც მაქვს ნანახი. ფეხბურთელი,რომელმაც უმძიმესი ტრავმების ფონზე მოახერხა საუკეთესოობა, ეს უბრალოდ ფენომენალურობაა. კიჭა არის ფეხბურთელი,რომელიც ყველას უყვარს. მას უთამაშია ისეთ გუნდებში,რომლებიც მოსისხლე მტრები არიან - "ბარსელონა" - "რეალი" და "ინტერი" - "მილანი". ყველაფრის მიუხედავად, ოთხივე გუნდის გულშემატკივარი მას აფასებს. ჩემი აზრით, ფენომენის მსგავსი თავდამსხმელი აღარ დაიბადება. ასევე არ შემიძლია არ ავღნიშნო ჩემი სიმპატიები ალვარო რეკობას მიმართ. ურუგვაელის თამაში ძალიან მხიბლავდა.

რომელი გუნდი და ფეხბურთელი არ მოგწონს ყველაზე მეტად და რატომ?

საშინლად არ მომწონს "მანჩესტერ იუნაიტედი", "იუვენტუსი" და "მალიორკა". არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ 3 გუნდის მიმართ ბავშვობიდან ანტიპატია მაქვს. რაც შეეხება ფეხბურთელს, იააპ სტამის დანახვაზე ალერგია მქონდა, ასევე ბულაჰრუზი. მოქმედ ფეხბურთელთაგან კი არ მომწონს: ვან ბომელი, ერიკ აბიდალი და მარიო ბალოტელი.

მოდი ახლა უშუალოდ კლუბის ამბებზე გადავიდეთ. როგორ შეაფასებ მოურინიოს მუშაობას? ფიქრობ, თუ არა, რომ ჟოზე ზუსტად ის მწვრთნელია, რომელიც სჭირდება “რეალს”, რათა ძველი დიდება დაიბრუნოს?

მოუს მუშაობას მაინცდამაინც კარგად ვერ შევაფასებ. ჟოზე გუნდის სტილს კი არ მოერგო, არამედ თავად მოარგო "რეალი" თავის სტილს. ჩემი აზრით იგი იმ მწვრთნელთა სახეობას მიეკუთვნება,რომლებიც "რეალში" ხანმოკლე დროის განმავლობაში მუშაობენ. "ბლანკოსს" ესაჭიროება მადრიდისტა მწვრთნელი, მაგალითად ისეთი,როგორიც დელ ბოსკეა. ძველ დიდებას "რეალი" მოუს ხელში ვერ დაიბრუნებს!

თუ ამ სეზონს გადავხედავთ, ნათელი ხდება, რომ გუნდს ფორვარდის პოზიციაზე აშკარა პრობლემები აქვს. როგორ ფიქრობ, ადებაიორის შეძენით, სწორი გადაწყვეტილება მიიღო “ბლანკოსის” ძელმძღვანელობამ?

მეტი გამოსავალი არ იყო. ბენზემას სასიკეთო არაფერი ეტყობოდა. მოუ ამ ტრანსფერამდე იძულებული ხდებოდა თავდამსხმელის გარეშე ეთამაშა. ეს კი გამოსავალი არ იყო. მე პირადად რუუდ ვან ნისტერლოის ხილვა მერჩივნა. ჰოლანდიელი გოლეადორი მიუხედავად ასაკისა, მაინც გამოირჩევა გოლის გატანის საოცარი ალღოთი.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, “სამეფო კლუბში” შეიცვალა გუნდის სათამაშო სტილი. კერძოდ, “რეალი” ერთი ფორვარდით და ორი საყრდენი ნახევარმცველით თამაშობს. ამართლებ ასეთ წყობას? როგორ ფიქრობ, როგორი შემადგენლობა იქნება ამ დროისათვის საუკეთესო?


ძალიან არ მომწონს ორი საყრდენით თამაში. "რეალის" გულშემატკივრები ამას მიჩვეულები არ ვართ, მაგრამ ნათქვამია - "დრონი მეფობენ და არა მეფენიო" და ტაქტიკაც შეიცვალა. ჩემი აზრით, შემადგენლობა შემდეგნაირად უნდა გამოიყურებოდეს: მეკარე, რა თქმა უნდა, იკერ კასილასი, დაცვის ცენტრში - პეპე და კარვალიო, ფლანგებზე - რამოსი და მარსელო, ერთი საყრდენი - ხაბი ალონსო(შემცვლელი ლასანა დიარა), ნახევარდაცვა - მარჯვნიდან მარცხნივ - დი მარია, კაკა და ოზილი, წინ წაწეული კრიშტიანო რონალდო და ერთი გამოკვეთილი თავდამსხმელი - კარიმ ბენზემა. ხოლო, როცა იგუაინი დაბრუნდება, მირჩევნია ფრანგის ადგილას სწორედ ის ვიხილო.

ამ ბოლო დროს, ბენზემას პროგრესი აშკარაა თუმცა, როცა ის “სამეფო კლუბში” გადმოვიდა მადრიდელები კარიმისგან უფრო მეტს ელოდნენ. როგორ ფიქრობ, ბენზემა იმსახურებს “რეალის” ძირითად შემადგენლობაში თამაშს?

ამ მომენტისთვის მეტი გამოსავალი უბრალოდ არაა, საერთოდ კი გაწბილებული ვარ კარიმის "რეალში" ასპარეზობით. მას სეზონის ბოლომდე დრო აქვს, რომ მისი შესაძლებლობები დაამტკიცოს.

გონსალო იგუაინი, ეს არის ფეხბურთელი, რომელმაც მისი ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად უკვე ძალიან ბევრი რამ გააკეთა “სამეფო კლუბისთვის. ის ყოველ მატჩში ამტკიცებდა, რომ იმსახურებს “რეალის” ძირითად შემადგენლობაში თამაშს, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ მოიპოვა "ბლანკოსის" გულშემატკივართა ნდობა. მისი ტრავმის შემდეგ კი ძალიან ბევრმა გონსალოზე აზრი შეიცვალა. როგორ ფიქრობ, იგუაინი სწორედ ის ფორვარდია, რომელიც “რეალს” სჭირდება?

პიპიტა ასე თუ მომენატრებოდა, ნამდვილად არ მეგონა. ის "რეალისთვისაა" დაბადებული. მართალია, გონსალო ძალიან ბევრ მომენტს ატანს ქარს,მაგრამ მჯერა,რომ ყოველივე ამას გამოასწორებს. იგი მადრიდის "რეალის" მომავალია და ვფიქრობ,რომ ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახდება "ბლანკოსში".

დღევანდელი შემადგენლობიდან რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდი და რატომ?

გამოვარჩევდი ორ ფეხბურთელს - რონალდოსა და ალონსოს. პორტუგალიელის საუკეთესოობას მის მიერ გატანილი გოლები ადასტურებს, მაგრამ ისიც უნდა ავღნიშნო,რომ როცა კრიშტიანოს თამაში არ მისდის, ის პირადი მიზნების განსახორციელებლად ყველაფერს აკეთებს,რაც უმეტეს შემთხვევაში გუნდისთვის დამღუპველია. რაც შეეხება ალონსოს, მის გარეშე "რეალი" ვერ წარმომიდგენია. იგი მართლაც "ბლანკოსის" ხერხემალია.

შენი აზრით, “ბლანკოსის” შემადგენლობიდან რომელი ფეხბურთელი არ იმსახურებს გუნდში თამაშს?

სერხიო კანალესი. ამ ფეხბურთელის გუნდში ყოფნის საჭიროებას ვერ ვხედავ. "კასტილიაში" სერხიოსნაირი უამარავი ფეხბურთელია.

რომელი ფეხბურთელის ხილვა გსურს "რეალში"?

რაულის. ჯერ კიდევ არ არის გვიანი,რომ "რეალის" ლეგენდა "ბლანკოსს" დაუბრუნდეს და კარიერა მადრიდში დაასრულოს.

რაული და გუტი. მადრიდისტებისათვის ეს ყველაზე მტკივნეული თემაა. რა შეგიძლია თქვა ამასთან დაკავშირებით და ვის მიიჩნევ დამნაშავედ მათ წასვლაში?

დღესაც ვერ წარმომიდგენია, რომ ორი ლეგენდა სხვა გუნდში გამოდის,თანაც ისეთ გუნდებში, როგორიცაა "შალკე" და "ბეშიქთაში". პირველ რიგში დამნაშავედ ჟოზე მოურინიოს მივიჩნევ. მას არ აწყობდა, რომ კლუბში მის გარდა სხვა ავტორიტეტიც ყოფილიყო. ასევე პერესიც არ არის ამ საქმეში უცოდველი კრავი.

გარდა "ბლანკოსისა" რომელი კლუბის მიმართ გაქვს სიმპატიები?

"ლივერპულის", "ტოტენჰემის", "ვილეარეალის" და "ნაპოლის". ასევე ძალიან მიზიდავს ბილბაოს "ატლეტიკის" ტრადიციები.

პელე თუ მარადონა?

გარინჩა. მანუელ დოს სანტოსს არანაკლები მიღწევები აქვს. არ უნდა დავივიწყოთ ის ,რომ იგი მოკლე ფეხით თამაშობდა. რომ არა სასმელის სიყვარული, ფეხბურთის მეფე შეიძლება სწორედ ის ყოფილიყო. ამით არ ვამბობ იმას,რომ პელე და მარადონა არ იყვნენ გენიალური ფეხბურთელები. პელეს კარიერაში 1000-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი და ეს შთამბეჭდავია. მარადონას კი ინგლისთან ჩატარებული შეხვედრისა და გოლების გამო ეკუთვნის საუკეთესოობა. ასევე მინდა დავასახელო ფეხბურთელები,რომლებიც იმსახურებენ ამ სამეულთან ერთად დასახელებას: ეუსებიო, დი სტეფანო, ფუშქაში, ვან ბასტენი, გულიტი, კიჭა, ზიდანი, მალდინი და სხვები.

არ შემიძლია არ დაგისვა კითხვა ქართულ ფეხბურთზე. მაინტერესებს შენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობ, ეშველება ქართულ ფეხბურთს რამე?

ფეხბურთი ინგლისში დაიბადა, ბრაზილიაში გაიზარდა და საქართველოში მოკვდა,მაგრამ დასაფლავება დაავიწყდათ.(იცინის:D). თემურ ქეცბაიამ ცოტა გამოაფხიზლა ქართული ფეხბურთი, მაგრამ მე მაინც ეჭვი მეპარება, რომ საქმე უკეთესობისკენ შეიცვალოს. პირველ რიგში ფულიანი "მამიკოები","ნათლიები" და უახლოესი ნათესავები უნდა შეეშვან ფეხბურთს.

რა აზრის ხარ ჰალას ადმინისტრაციაზე და რა ურთიერთობები გაქვს მათთან?

ჩვენ საუკეთესო ადმინისტრაცია გვყავს ქართულ ინტერნეტ-სივრცეში. პირადად არცერთ მათგანს არ ვიცნობ, მაგრამ იმედია მალე გავიცნობ. ამ პროექტის განხორციელებაში დიდად დამეხმარა გიორგი მორჩილაძე, ამისთვის მადლობა მას. ასევე გვერდში დამიდგა ლაშა. ჩვენ კიდევ ერთი საინტერესო ჩანაფიქრი გვაქვს, მაგრამ სჯობს ამაზე წინასწარ არ ვისაუბრო.

დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. წარმატებებს გისურვებ.

პირიქით, მადლობა შენ დათო. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს,რომელიც ამ პროექტის განხორციელებისთვის გვერდზე დამიდგა.



სტატიის ავტორი: dato818
dle 10.1

  • dato818
  • 13 მარტი 2011
  • 2902
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (202)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)