ფეხბურთელთა კომენტარები მატჩის შემდეგ



"ჰერკულესთან" მოგების შემდეგ, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა, კერძოდ იკერ კასილასმა, ხაბი ალონსომ და ემანუელ ადებაიორმა კომენტარი გააკეთეს მატჩის შემდგომ.


იკერ კასილასი: "ყველა თამაში ჩვენთვის ფინალის ტოლფასია"


"თეთრების" კაპიტანი იკერ კასილასი გახარებული იყო "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამარჯვებით. "მოგება აუცილებელი იყო. სახლში არცერთი თამაში არ წაგვიგია რაც გუნდის პოზიტიურ მხარეზე მიანიშნებს. მდგომარეობაში, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ყველა თამაში ფინალს უტოლდება."

კასილასმა ასევე აღნიშნა, რომ ტრავმების მიუხედავად, გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. "თითოეულმა მოთამაშემ მოედანზე იცის, რისი გაკეთება ევალება." იკერი ასევე ნასიამოვნები დარჩა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის, კარიმ ბენზემას, თამაშით. "ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ბენზემას უპირატესობები. იმედი მაქვს, კარიმი გააგრძელებს ყველა შესაძლო მომენტის გამოყენებას."

კაპიტანმა ასევე კომენტარი გააკეთა, მომდევნო შეხვედრაზე "ლიონთან" და ყოყმანის გარეშე აღნიშნა, რომ კლუბს, პუბლიკის დახმარება დასჭირდება. ”6 წელია ჩვენ წარმატებას ვერ ვაღწევთ. ბოლოს, ჩემპიონთა ლიგაზე, საუკეთესო თამაში იყო "ბაიერნთან" გასვლაზე." - დაასრულა იკერმა.



ხაბი ალონსო: "გრანერო შესანიშნავი ფეხბურთელია."


ხაბი ალონსო, მადრიდის რეალის მოთამაშე, მოხიბლული იყო ჰერკულესთან თამაშით. ისინი ბურთის კონტროლს ცდილობდნენ. მე ესეთი სიტუაცია არასოდეს არ მომწონს, მაგრამ პირველი გოლი მაინც გავიტანეთ. მეორე გოლის შემდეგ ყველაფერი უფრო მარტივი იყო."

ალონსომ ასევე შეაქო თანაგუნდელები, კერძოდ, თავისი თანამემამულე ესტებან გრანერო: "მას აქვს კარგი ტექნიკა. ის შესანიშნავი ფეხბურთელია. მას აქვს მოედნის კარგი ხედვა, რაც მიადვილებს თამაშს."

ესპანელმა ასევე ისაუბრა კარიმ ბენზემაზე: "კარიმი ძალიან დიდი პერსპექტივაა გუნდისთვის. ყველა თავდამსხმელისთვის აუცილებელია საკუთარ თავში რწმენა. იგი ბრწყინვალე ფორვარდია."

ხაბი ალონსო ასევე ჩემპიონთა ლიგის თამაშს შეეხო: "ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ უნდა ვითამაშოთ. ჩვენ ფრე ვითამაშეთ მათსავე სტადიონზე, რაც ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის, თუმცა ყველა მატჩი ერთმანეთს რა თქმა უნდა არ გავს. აუცილებელია, ვიყოთ ჭკვიანები."



ადებაიორი: "ბენზემა ძალიან კარგი ფეხბურთელია."

"ჩვენ მოვიგეთ, რაც უფრო მეტად თავდაჯერებულს გვხდის, ოთხშაბათს გასამართი მატჩის წინ. ჩვენთვის იქნება შესანიშნავი კვირა თუ "ბარსელონასთან" ქულათა სხვაობა ისევ ოთხი დარჩება. ასევე დღეს, ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა, თუმცა სამწუხაროდ ბევრი ვერ გამოვიყენეთ. მე ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ესეთ კლუბში თამაში. ყველა ფეხბურთელი აქ თამაშზე უნდა ოცნებობდეს."

"ბენზემა ძალიან კარგი ფეხბურთელია. ჩვენ ყველა ვიბრძვით მისთვის. იმედი მაქვს, დღევანდელ შედეგს, ლიონთანაც გაიმეორებს. ჩვენ დაგვჭირდება გუნდური თამაში და კონცენტრაცია შემდეგ თამაშზე, რათა გავიდეთ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე." dle 10.1

  • Nishni
  • 13 მარტი 2011
  • 1541
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)