"რეალი" 2-0 "ერკულესი" - რევიუ

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალმა" მორიგი სამი ქულა მოიპოვა. ამჯერად "სამეფო" კლუბის" ფეხბურთელებმა "ჰერკულესი" დაამარცხეს, სადაც ორი და გადამწყვეტი გოლი ქარიმ ბენზემას ანგარიშზეა.


თამაში "რეალის" უპირატესობით მიმდინარეობდა და შესაბამისად შეხვედრას მადრიდელები წარმართავდნენ. ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა თამაში საკმაოდ აქტიურად დაიწყეს. 23-ე წუთამდე, "ერკულესის" მოთამაშეები "ბლანკოსის" შეტევებს იგერიებდნენ, თუმცა ზემოთაღნიშნულ წუთზე ქარიმ ბენზემამ გოლის გატანა მოახერხა და ფაქტიურად მეტოქე გუნდის ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად გატეხა.

ესტებან ვიგოს შეგირდები მომენტებს ქმნიდნენ, მაგრამ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისულა. მეორე ტაიმში "მერენგებმა" თამაში კვლავინდებურად აქტიურად დაიწყეს და გამარჯვების გოლიც მალევე გაიტანეს. 56-ე წუთზე ბენზემამ დუბლი გაიფორმა და "სამეფო" კლუბს სამი ქულა შესძინა. ფრანგი ფორვარდი ყველაზე აქტიური იყო. 9 ნომერს ჰეტ-ტრიკის შესრულებაც შეეძლო, თუმცა სამწუხაროდ ეს მან ვერ მოახერხა. ქალაქელებმა 20-ჯერ დაარტყეს, ხოლო მეკარეს თამაშში ჩართვა 11-ჯერ მოუწია (კასილასს მხოლოდ სამჯერ).

დელგადო ფერეირომ ტრადიცია დაარღვია. ესპანელმა არბიტრმა მხოლოდ ერთხელ გააფრთხილა ფეხბურთელი და ეს მოთამაშე იყო კორნელიუ პულჰაჩი. ჟოზე მოურინიომაც და ესტებან ვიგომაც სამივე ცვლილება გამოიყენეს.

ცვლილებები "რეალის" რიგებში": ესტებან გრანერო - ჩაბი ალონსო, ანხელ დი მარია - სამი ხედირა, მესუთ იოზილი - სერხიო კანალესი

ცვლილებები "ერკულესის" რიგებში: ოლივერ თომერტი - სენდოა აგუირე, ხავიერ პორტილიო - კრისტიანი, ტიაგო გომესი - ნელსონ ვალდესი

შეხვედრის სტატისტიკა:

"რეალი" 2-0 "ერკულესი" - რევიუ


ინფორმაციის წყარო: Marca.Com dle 10.1

  • tata
  • 13 მარტი 2011
  • 1489
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)