მაკელელე:"მოურინიო შეუდარებელია"

მადრიდის "რეალის" ლეგენდად წოდებულმა კლოდ მაკელელემ "სამეფო" კლუბზე ისაუბრა, აგრეთვე მან თავისი აზრი გამოთქვა ჟოზე მოურინიოზე და "ბლანკოსის" ამჟამინდელ ვითარებაზე.


"ჩემთვის "რეალში" გატარებული წლები, დაუვიწყარი იყო. ამ გუნდში თავს შესანიშნავად ვგრძნობდი, მაგრამ საბოლოოდ "ჩელსიში" განვაგრძე საფეხბურთო კარიერა. ეს განპირობებული იყო ბევრი მიზეზის გამო და ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. 38 წლი ვარ, თუმცა ვფიქრობ, რომ "პარის სენტ-ჟერმენისთვის" გარკვეულ სამუშაოს ვასრულებ".

"დარწმუნებული ვარ, რომ მადრიდელები ლიგის 1/4 ფინალში ითამაშებენ. "ლიონი" შესანიშნავი კლუბია, მაგრამ "მერენგების" საფეხბურთო ფილოსოფია, სულ სხვა განზომილებაა. უკანასკნელი წლების მიხედვით, "ოლიმპიკები" ბრწყინვალედ თამაშობენ "თეთრების" წინააღმდეგ, რის გამოც ისინი ქებას იმსახურებენ".

"ჟოზე მოურინიო შეუდარებელია, ისევე როგორც ამჟამინდელ "რეალი". "სანტიაგო ბერნაბეუზე" გატარებული წლები კარგად მახსენდება და ალბათ თითოეული ფეხბურთელი იმავე გრძნობას განიცდის, რასაც მე უწინ ვგრძნობდი. ზემოთხსენებული კლუბი, ფეხბურთის ისტორიის სიამაყეა. კრიშტიანუ რონალდუ, ანხელ დი მარია და სხვები უნაკლოდ ასპარეზობენ "გათეთრებულ" არენაზე".

"შეუძლებელია არ გიყვარდეს "რეალი". ისტორია მართლაც ბევრის მეტყველია, თუმცა ქალაქელებისთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი სწორედ დღევანდელი დღეა. "ბლანკოსს" ჰყავს შესანიშნავი ქომაგები, რაც გარკვეულწილად გუნდის წარმატებას განაპირობებს". - განაცხადა "თეთრების" ქომაგებისთვის მართლაც, რომ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კლოდ მაკელელემ.

ინფორმაციის წყარო: BBc.сo.uk dle 10.1

  • tata
  • 12 მარტი 2011
  • 1689
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (25)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)