პორტილიო:"ოზილი ზიდანს წააგავს, მაგრამ ფრანგი ისტორიაში საუკეთესოა"

"რეალის" კანტერანოსა და ყოფილი ფეხბურთელის, ხავიერ პორტილიოს ინტერვიუ, რომელიც დღეს "ერკულესის" ღირსებას იცავს.


ტრეზეგეს დაკარგვა ძირითადში ადგილის გარანტიას გაძლევთ?

საინტერესო მატჩი იქნება ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერთან. ჩვენთვის ყველა დარჩენილი მატჩი-ფინალია და ჩვენ ქულები უნდა ავაგროვოთ როგორც გასვლაზე ისევე სახლში, ვინც არ უნდა იყოს მეტოქე.

არ გსურთ ამ მატჩის "გატარება"?

არც ერთი მატჩის ბოდიშით და "დაკიდებას" არ ვაპირებთ. ჩვენი ფილოსოფია არ შედგება იმაში, რომ შაბათის საღამო მადრიდში სასიამოვნოდ ჩავატაროთ. ჩვენ ქულების ასაგროვებლად გამოვალთ მოედანზე და უნდა გვწამდეთ, რომ რაიმეს მიღწევას შევძლებთ.

გიფიქრიათ იმაზე, რომ ამდენის ხნის შემდგომ თქვენი პირველი გოლი შესაძლოა ბერნაბეუზე შედგეს. აღნიშნავთ მას?

დიახ, გატანის იმედი მაქვს. ჩემთვის არ არის მატჩი საჭირო იმისთვის, რათა გოლები გავიტანო. თუ გავიტან, დამოკიდებული იქნება ავივსები თუ არა ემოციებით, მაგრამ თავდაპირველად არ ავღნიშნავ, რადგან აქაურ პუბლიკას პატივს ვცემ. "ერკულესში" გამიგებენ, რადგან მე "მადრიდში" 14 წელი გავატარე.

როგორ დახვედრას ელით?

მე აქ რამოდენიმეჯერ "ოსასუნას" რიგებში მითამაშია და მუდამ აპლოდისმენტებით მეგებებოდნენ. გულშემატკივრები არ ივიწყებენ ჩემს გაკეთებულს და ვფიქრობ კვლავ დამიკრავენ ტაშს. მე მუდამ ვგრძნობდი, რომ ვიმყოფები განსაკუთრებულ სტადიონზე.

"მადრიდში" "გალაქტიკოსის" ეპოქის საკვანძო ფიგურა იყავით. რას ფიქრობთ დღევანდელ "რეალში" იქნებოდა თქვენი ადგილი?


ეს ორი განსხვავებული გუნდია. ორივეს აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები. ახლა "ერკულესში" ვთამაშობ და მიხარია. მაშინ დარჩენა მსურდა, მაგრამ ვითარებამ წასვლა მაიძულა.

წარმოგიდგენიათ, რომ თქვენი მწვრთნელი მოუ იქნებოდა?


ყველა ფეხბურთელი, ვისაც მასთან უმუშავია, მასზე მხოლოდ კარგს საუბრობს. იგი თავისი გუნდების ნომერ პირველი დამცველი და ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია.ყველგან სადაც იგი მუშაობდა, იმარჯვებდა და "მადრიდშიც" იგივეს იზავს.

გსურდათ, რომ კრიშტიანუს ეთამაშა დღეს?

მე მას საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ რაც მეტს ისვენებს ფეხბურთელი მით უკეთესია.

"ლიონთან" მატჩის წინ შესაძლოა "რეალი" დღეს საკუთარ თავს არ ემგვანება?

საეჭვოა, რადგან ისინი ამას შეეჩვეულნი არიან. მაგრამ შესაძლოა მოურინიომ ვინმე დაასვენოს. ის 11 ფეხბურთელი, რომელიც დღეს მოედანზე გამოვლენ, უმაღლეს დონეზე ასპარეზობენ, ჩვენ შევეცდებით მათი შეცდომების გამოყენებას.

თქვენ ზიდანთან ერთ გუნდში თამაშობდით. თვლით, რომ ოზილი შესაძლოა ისეთივე გახდეს, როგორიც ფრანგი იყო?

ისინი კლასსა და თვისებებით ძალიან გვანან. ბევრჯერ მითქვამს : ისინი გვანან ერთმანეთს მოედანზე თამაშის მანერით. მაგრამ ჩემთვის ზიდანი ყველა დროის საუკეთესოა.

თქვენ თვლით, რომ გახდებით "ერკულესის" წამყვანი ფიგურა და დაეხმარებით გუნდს პრიმერაში დარჩენაში?

ძალიან მსურს. მინდა მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიყო და ყოველი მატჩით ვისიამოვნო. იმედი მაქვს გავიტან გოლს, რომელიც პრიმერაში დაგვტოვებს, როგორც შარშან გავიტანე ის გოლი, რომელმაც ელიტაში გამოგვიყვანა. dle 10.1

  • n1ka
  • 12 მარტი 2011
  • 1697
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (25)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)