გოგა: "ფეხბურთელებს და ჟოზეს გაოგნებული მივჩერებოდი"

გთავაზობთ პროექტ - "ინტერვიუ Halamadrid.Ge-ს ადმინისტრაციასთან" მომდევნო ინტერვიუს,რომელიც ავიღე შემსწორებელ გოგა დოლიძისგან(dzebnili). ჩემმა რესპოდენტმა მართალია მოკლედ,მაგრამ ამომწურავად უპასუხა კითხვებს...


პირველ რიგში მოგესალმები გოგა.

გამარჯობა ვახო

თავდაპირველად გაგვეცანი, ორიოდე სიტყვით გვიამბე შენს ცხოვრებაზე, სად სწავლობ, სად ცხოვრობ,რამდენი წლის ხარ, რას საქმიანობ და .ა.შ?

მე ვარ გოგა დოლიძე, ვცხოვრობ ქუთაისში,ამჟამად დაკავებული ვარ სწავლით, ვარ 16 წლის,ვსწავლობ "იმედის" სკოლაში IX კლასში.

რამდენი ხანია "ბლანკოსს" გულშემატკივრობ?

"ბლანკოსს" ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ,თავიდან "ბაიერნის" ფანი ვიყავი,მაგრამ როცა მადრიდის "რეალის" თამაში ვიხილე,ძალიან მვიხიბლე და მას შემდეგ მადრიდელების ქომაგი ვარ.

გულშემატკივართა უმრავლესობა სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება ამა თუ იმ კლუბის ფანი. შენ რამ გაიძულა გამხდარიყავი "რეალის" გულშემატკივარი?

ალბათ იმან,რომ მადრიდის "რეალი" სხვა გუნდებთან შედარებით ძალიან ლამაზ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს.

შენებურად აგვიხსენი თუ რას ნიშშნავს იყო მადრიდის "რეალის" გულშემატკივარი.

ჩემი აზრით, "რეალის" გულშემატკივრობა ენით აუღწერელი შეგრძნებაა.

რომელ გოლს მიიჩნევ საუკეთესოდ "ბლანკოსის" ისტორიაში?

მადრიდის "რეალს" ბევრი ლამაზი და მნიშვნელოვანი გოლი აქვს გატანილი,მაგრამ არასდროს დამავიწყდება ზინედინ ზიდანის გოლი "ლევერკუზენთან". ეს გოლი ულამაზესი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

შენ დასწრებიხარ "ერკულესი"-"რეალის" მატჩს. როგორი გრძნობაა,როცა შენ საყვარელ გუნდს ქომაგობ? რა ემოციები დაგეუფლა?

როცა "რეალის" ფეხბურთელები ვიხილე, ჯერ კიდევ არ მჯეროდა,რომ ეს რეალობა იყო, ფეხბურთელებს და ჟოზეს გაოგნებული მივჩერებოდი. მინდოდა ყველასთვის ხელი ჩამომერთვა,მაგრამ სამწუხაროდ ხელი მხოლოდ ბენზემას ჩამოვართვი.

რამე კურიოზს ხომ არ გაიხსენებდი?

როცა "ერკულესი"-"რეალის" მატჩზე მივდიოდი,თამაშის დაწყებამდე 4 საათი იყო დარჩენილი. როცა შესასვლელში მოლარეს ბილეთი გავუწოდე, მითხრა,რომ ბილეთი ყალბი იყო. სახეზე ისეთი ფერი დამედო,რომ სიცილი დაიწყო და რომ მითხრა გეხუმრეო, თვალები გამოიბრწყინდა.

რომელია შენი საყვარელი ფეხბურთელი და რატომ?

ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანია.ის დაუვიწყარ სანახობას გვთავაზობდა ყოველ მატჩში. მე მისი თამაში ძალიან მომწონდა.

რომელი გუნდის და ფეხბურთელისადმი გაქვს ანტიპატია და რატომ?

ვერ ვიტან "ალმერიას". ეს გუნდი "ლა ლიგაზე" სუსტად გამოიყურება,მაგრამ როცა მადრიდელების წინააღმდეგ თამაშობენ, თითქოს სიცოცხლისთვის იბრძვიან ისე უნდათ "ბლანკოსისთვის" 3 ქულის წართმევა. ფეხბურთელი კი - დანი ალვეში, არ ვიცი რატომ,მაგრამ ამ ფეხბურთელს ვერ ვიტან...

მოდი ახლა უშუალოდ კლუბის ამბებზე გადავიდეთ.რა აზრის ხარ ფლორენტინო პერესზე,ხორხე ვალდანოზე და ზოგადად "რეალის" პოლიტიკაზე?

ჩემი აზრით პერესი კარგად ხელმძღვანელობს გუნდს. ის ყველაფერს აკეთებს გუნდისთვის. ყიდულობს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს, "რეალის" წარუმატებლობაში ფლორენტინო არ უნდა დავადანაშაულოთ. რაც შეეხება ვალდანოს,კარგი იქნებოდა,თუ ჟოზეს მშვიდად მუშაობის აცდის.

ოზილი და დი მარია "რეალში" გადმოსვლის შემდეგ სწრაფად ადპტირდნენ. რა აზრის ხარ ამ ორ ახალგაზრდა ფეხბურთელზე?

ოზილი და დი მარია შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. ამ ორი ფეხბურთელიდან უფრო მესუთს გამოვარჩევდი,ის ძალიან ახალგაზრდაა,არის ძალიან სწრაფი და აქვს მოედნის კარგი ხედვა. რაც შეეხება დი მარიას, მისგან მეტს ველოდით. ის ჯერ კიდევ ადაპტირების პროცესშია და იმედია მალე გაიბრწყინებს.

როგორ ფიქრობ, კაკა ის კაკა გახდება,როგორიც წლების წინ იყო?

კაკას ამისთვის ძალიან ბევრი ვარჯიში დასჭირდება, "რეალი" კაკასთან ერთას სულ სხვა ფეხბურთს აჩვენებს. მე მჯერა,რომ კაკა დაბრუნდება.

დღევანდელი შემადგენლობიდან რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდი და რატომ?

აღსანიშნავია კარიმ ბენზემას ფამოფხიზლება. შარშანდელ სეზონთან შედარებით,ფრანგი ფორვარდი ბრწყინავს,კარგად თამაშობს და ბევრი გოლიც გააქვს. იმედია ბენზემა ასე გააგრძელებს.

ვინ არ იმსახურებს "ბლანკოსში" თამაშს?

ამას ორი სიტყვით გეტყვით, ფერნანდო გაგო. ამ ფეხბურთელს "რეალში" არაფერი ესაქმება.

რომელი ფეხბურთელის ხილვა გსურს "რეალში"?

კარგი იქნებოდა,თუ გუნდს ფაბრეგასი შეემატებოდა. ამით ნახევარდაცვის პრობლემები მოგვარებული იქნებოდა.

შენი აზრით, უკანასკნელ წლებში,რომელი ფეხბურთელი არ იმსახურებდა "რეალიდან" წასვლას რაულისა და გუტის გარდა და რატომ?

ვესლი სნეიდერი. ჰოლანდიელის გუნდიდან გაშვება დიდი შეცდომა იყო. სნეიდერი შარშანდელ სეზონში გუნდს დიდად დაეხმარებოდა.

გარდა "ბლანკოსისა" რომელი კლუბის მიმართ გაქვს სიმპატიები?

ძალიან მომწონს "ტოტენჰემი", ინგლისური გუნდი სწრაფ,ლამაზ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს.

სანაკრებო დონეზე რომელი ქვეყნის გუნდს გულშემატკივრობ და რატომ?

მე ვარ ბრაზილიის ფანი. ჩემი აზრით, ბრაზილიელები ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ.

ვის მიიჩნევ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად და რატომ?

ზინედინ ზიდანს. მისი მისი ულამაზესი და ჭკვიანური თამაშის გამო.

რა შეგიძლია თქვა ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებით?

ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებით კარგს ვერაფერს გეტყვით. თამაშების საყურებლად ხშირად დავდივარ და ქართული ფეხბურთის ყურებით ძალიან ვიწყენ.

რა აზრის ხარ ადმინისტრატორებზე და რა ურთიერთობა გაქვს მათთან?

ჰალას ადმინისტრატორები ძალიან კარგად მუშაობენ. ყველას კარგად ვიცნობ და მეგობრული ურთიერთობა მაქვს.

დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. წარმატებებს გისურვებ.

გაიხარე ვახო, შენც ასევე.



სტატიის ავტორი: ვახო ხოჯაშვილი (wishmaster) dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (214)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)