პაბლო სარაბიას ინტერვიუ

კასტილიაში ტორილის მოსვლით გუნდმა მარცხის გემო არ იცის. რვა მოგებამ და ერთმა ფრემ გუნდი მესამე ადგილზე აიყვანა დივიზიონის ამაღლებისათვის ბრძოლაში. გუნდის ერთ-ერთი ლიდერი პაბლო სარაბია საუბრობს :"ტორილმა მორალურად აგვამაღლა და ნდობა გამოგვიცხადა". ფეხბურთელებს დადებითი შედეგების გაგრძელება "ატლეტიკოსთან" დერბიშიც სურთ, რომელიც ამ კვირას შედგება:"მათ კარგი გუნდი ჰყავთ, მაგრამ თუ ჩვენ საკუთარ ფეხბურთს ვითამაშებთ, მაშინ "ვალდებებასზე" 3 ქულას დავტოვებთ",გვარწმუნებს "რეალის" მომავალი მემარცხენე.


პაბლო სარაბია-ერთ-ერთია იმ ექვს კანტერანოდან, რომელსაც დებიუტი ჰქონდა პირველ გუნდში. მისი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე შედგა "ოსერთან" მატჩში. ფეხბურთელი ამას დიდი ემოციით იხსენებს:"ჩემთვის ეს უდიდესი გამოცდილებაა. ეს ჩემი ბავშვობის მიზანი იყო. მაგრამ მე უნდა განვაგრძო მუშაობა იმისთვის, რათა ასეთი დღეები უფრო გამიხშირდეს". სამუშაო, რომელსაც ასრულებს იგი კასტილიაში უდიდესია- გუნდმა არც ერთი მატჩი არ წააგო, როდესაც მოედანზე სარაბია იყო. მაგრამ ახალგაზრდა ესპანელი ამას უარყოფს:"მე რიგითი ფეხბურთელი ვარ, რომელსაც სურს გუნდის დახმარება. გუნდის მიზანია რანგით უფრო მაღალ დივიზიონში გადასვლა".

"ატლეტიკოსთან" დერბის წინ სარაბია იმედოვნებს, რომ გუნდი განაგრძობს ასეთ ტემპში და გამარჯვებას მიაღწევს:"გუნდში კარგი მორალური განწყობაა. ჩვენთვის ეს რიგითი თამაშია. ჩვენს წინააღმდეგ ნებისმიერი გუნდი კარგად თამაშობს, ჩვენ კი მუდამ მოსაგებად გავდივართ მოედანზე. თუ ჩვენს სამუშაოს შევასრულებთ, მაშინ აუცილებლად დავტოვებთ 3 ქულას ვალდებებასზე." მას ჯერა იმის, რომ ერთ-ერთი ლიდერის არ ყოფნა (მორატასი) არ დაეტყობა გუნდს. (შეგახსენებთ, მორატა პირველ გუნდშია გამოძახებული და ელის "ერკულესთან" შეხვედრას-ავტ.) "დინამიკა დადებითია, ჩვენ გვაქვს ყველაფერი რათა კარგად მუშაობა განვაგრძოთ. რწმენა, რომელსაც განიცდის ჩვენს მიმართ ალბერტო (ტორილი) ასევე გვეხმარება."

"მაგრამ "თეთრების" ფეხბურთელი გვაფრთხილებს:"ატლეტიკოს კარგი გუნდი ყავს. ჩვენ კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ რათა პრობლემები არ შეგვექმნას. ეს დიდი მატჩია და გაიმარჯვებს ის, ვისაც უფრო გაუმართლებს. ახლა ზოგი იმით ტყუვდება, რომ ვერ ახერხებს ჩვენი თამაშების ყურებას ყოველ კვირას და გონია რომ ჩვენ ზოგჯერ უმოტივაციოდ ვთამაშობთ. ეს სრული აფსურდია" dle 10.1

  • n1ka
  • 12 მარტი 2011
  • 1421
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (214)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)