"რეალი" – "ერკულესი" (პრევიუ)

როგორც მოგეხსენებათ, ხვალ თბილისის დროით 23:00 საათზე, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მადრიდის "რეალისა" და "ერკულესის" მოთამაშეები. ზემოთხსენებულ კლუბებს ჰაერივით ესაჭიროებათ ქულები, თუმცა ისინი განსხვავებული მიზნებისკენ მიისწრაფვიან.


"ერკულესის" ფეხბურთელები იბრძვიან, რათა ე.წ "წითელ" ზონას მოშორდნენ, ხოლო "მერენგების" ტიტულის მოპოვება დაუსახავთ მიზნად. მიმდინარე სეზონის მიხედვით, ესტებან ვიგოს შეგირდები მეტად არადამაჯერებლად დომინირებენ მწვანე მინდორზე, რაც არ ითქმით ჟოზე მოურინიოს ბიჭებზე. "თეთრებს" მცირე ჩავარდნა ჰქონდათ, თუმცა ეს პრობლემა მალევე მოგვარდა.

პორტუგალიელმა და ესპანელმა მატჩის წინ ისაუბრეს, სადაც მოახლოვებულ შეხვედრაზე გამოთქვეს თავიანთი აზრი.

ჟოზე მოურინიო:"ამ შეხვედრაში გამარჯვებას მოვიპოვებთ, თუმცა "ერკულესი" არასოდეს არაფერს არ თმობს და ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. მათი საუკეთესო თვისება ბრძოლისუნარიანობაა, მაგრამ ეს "რეალისთვის" მეორე ხარისხოვანია. "რასინგთან" კრიშტიანუ რონალდუ არ გვყავდა, თუმცა ამან გამარჯვებაში ხელი ნამდვილად არ შეგვიშალა".

ესტებან ვიგო:"ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქულა მაინც ავიღოთ "სანტიაგო ბერნაბეუზე". ბიჭებში ვხედავ დიდ ენთუზიასმსა და მონდომებას, ეს კი ძალიან მახარებს".

ექსპერტების ვარაუდით, "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეკრებილი ხალხი გამარჯვებას იზეიმებს (3–1). "ბლანკოსელებს" დააკლდებათ კრიშტიანუ რონალდუ, რაც უდაოდ სერიოზული დანაკლისია, მაგრამ ქალაქელებმა მის გარეშეც მოიპოვეს სამი ქულა. სავარაუდო შემადგენლობები ასე გამოიყურება:

მადრიდის რეალი: კასილასი, პეპე, რამოსი, ალბიოლი, მარსელო, ლასანა დიარა, ჩაბი ალონსო, მესუთ იოზილი, ანხელ დი მარია, ქარიმ ბენზემა და მორატა

ერკულესი: კალატაიუდი, კორტესი, პამაროტი, პაზი, პუჰაჩი, ფრიცლერი, აგუილარი, ფარინოსი, ფემენია, პორტილიო და კრისტიანი

ინფორმაციის წყარო: Goal.Com (Es) dle 10.1

  • tata
  • 11 მარტი 2011
  • 1992
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)