მოურინიო: "ერკულესი ბოლომდე იბრძოლებს"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიო "ერკულესთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ალიკანტელები ბოლომდე დაიხარჯებიან, რადგან მათ პრიმერაში დარჩენა სურთ...


"ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგე მოედანზე ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქულები მოიპოვოს, მათ სჭირდებათ გამარჯვება ან ფრე, რადგან ქულების დაკარგვა კიდევ უფრო შეამცირებს შანსებს, ალიკანტელები ბოლომდე დაიხარჯებიან."

"ხსენებულმა გუნდმა წლევანდელ სეზონში ბევრი კარგი მატჩი ჩაატარა, მათ ნამდვილად აქვთ იმის ძალა, რომ "ლა ლიგაში" დასარჩენად იბრძოლონ, "ბლანკოსმა" მათთან თამაშის გამოცდილება რამდენჯერმე მიიღო და იმედი მაქვს ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც საჭიროა."

"გუნდი საკუთარ არენაზე ბრწყინვალე შედეგს აჩვენებს, იმედი მაქვს ეს სასიამოვნო ტრადიცია არ დაირღვევა და გამარჯვებას მივაღწევთ, ეს მოგება მნიშვნელოვანი იქნება "ლიონთან" შეხვედრისთვის, რომელიც ძალიან საპასუხისმგებლო იქნება."

"სამეფო კლუბმა ერთ დღეს შეიძლება ცუდად ითამაშოს კრიშტიანოს გარეშე, მეორე დღეს კი კარგად. ანხელ დი მარიაზეც იგივე შემიძლია ვთქვა, მან კონკრეტული მატჩი შესაძლოა უმაღლეს დონეზე ჩაატაროს, შემდეგ კი მოედნის ცენტრში გადავიდეს სათამაშოდ."

"რასინგთან პორტუგალიელი ლიდერის გარეშე ვიასპარეზეთ, მაგრამ მაინც მივაღწიეთ გამარჯვებას, წლევანდელ სეზონში კარგად გამოვდივართ. დიდი იმედი მაქვს, რომ კრიშტიანო "ლიონთან" შეხვედრას სასტარტოში დაიწყებს. ალიკანტელებთან იგი ვერ დაეხმარება გუნდს, რადგან სრულად არ არის მზად, ფრანგებისთვის კი მისი გამოყენება 95 % შესაძლებელი იქნება."

"კარიმ ბენზემას პროგრესი თვალნათლივია და მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა ჩვენ ვხედავთ ისეთ კარიმს, როგორც გვინდა, იგი გაცილებით უფრო კარგად თამაშობს და ამაზე გატანილი გოლებიც მეტყველებს."

"წინასასეზონო მზადება დასასრულს უახლოვდება, როცა მესუთ ოზილმა გუნდში თავისი ადგილი იპოვა, გერმანელი ფეხბურთელი კიდევ უფრო კარგად თამაშობს და "რეალში" საკუთარ ადგილს იმკვიდრებს, სამეფო კლუბმა არც ისე დიდ ფასში მოახერხა უდიდესი მოთამაშის დამატება."
dle 10.1

  • Hala
  • 11 მარტი 2011
  • 1752
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)