ლეგენდარული რონალდო

მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის უკან მსოფლიოს ყველა დროის ერთერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა - ლუის ნაზარიო დე ლიმამ დიდი ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა. მოდით გავიხსენოთ რონალდოს კარიერაში მომხდარი საინტერესო ფაქტები...


ინფორმაცია ფეხბურთელზე

სრული სახელი: ლუის ნაზარიო დე ლიმა (რონალდო)

დაბადების თარიღი: 1976 წლის 18 სექტემბერი

დაბადების ადგილი: რიო დე ჟანეირო (ბრაზილია)

პოზიცია: ფორვარდი

საკლუბო კარიერა: კრუზეირო, პსვ, ბარსელონა, ინტერი, მადრიდის რეალი, მილანი, კორინთიანსი

სანაკრებო კარიერა: 1994-2006

საინტერესო თარიღები

1993 წელი: რონალდოს დებიუტი და პირველი გატანილი გოლი, როგორც "კრუზეიროს" შემადგენლობაში, ასევე თავის ოფიციალურ საფეხბურთო კარიერაში.

1994 წელი: სანაკრებო დონეზე შედგა რონალდოს დებიუტი. ეს იყო ამხანაგური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს არგენტინისა და ბრაზილიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

1994 წელი: რონალდომ კონტრაქტი გააფორმა 'ერედივიზიონის' ყველადროის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ - "პსვ ეინდჰოვენთან".

1995 წელი: ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჰოლანდიის ჩემპიონატი საუკეთესო ბომბარდირის რანგში, 30 გატანილი გოლით დაასრულა.

1996 წელი: "ეინდჰოვენთან" ერთად KNVB Beker-ის თასი მოიგო.

1996 წელი: რონალდომ 'ერედივიზიონი' დატოვა და 'პრიმერა დივიზიონში' გადაბარგდა. რონი კატალონიის "ბარსელონაში" ჩაირიცხა.

1996 წელი: "ფიფას" ვერსიით დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად. მოიპოვა Ballon d'Or-ის ჯილდო.

1997 წელი: მოიგო "კოპა ამერიკა" ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად.

1997 წელი: "ლა ლიგაში" სეზონი საუკეთესო ბომბარდირის რანგში, 34 გატანილი გოლით დაასრულა.

1997 წელი: რონალდო "ფიფას" ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და მოიპოვა Ballon d'Or-ის ჯილდო.

1997 წელი: მოიგო "ოქროს ბუცი".

1997 წელი: ჩაირიცხა მილანის "ინტერში".

1998 წელი: "ნერაძურისთან" ერთად მოიგო "უეფას" თასი.

1998 წელი: ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე.

1998 წელი: მოიპოვა ოქროს ბურთი.

1999 წელი: მოიგო "კოპა ამერიკა" ბრაზილიის ნაკრებთან ერთად.

1999 წელი: მიიღო რიგით პირველი, მუხლის უმძიმესი ტრავმა.

2000 წელი: მოიშუშა მუხლის ტრავმა.

2002 წელი: ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად გახდა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი.

2002 წელი: მსოფლიო ჩემპიონატი საუკეთესო ბომბარდირის რანგში, 8 გატანილი გოლით დაასრულა.

2002 წელი: დატოვა "ინტერი" და გახდა მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი.

2002 წელი
: მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი მადრიდის "რეალთან" ერთად.

2003 წელი
: მოიგო "ლა ლიგა" მადრიდის "რეალთან" ერთად.

2004 წელი: "პრიმერა დივიზიონი" საუკეთესო ბომბარდირის რანგში, 24 გატანილი გოლით დაასრულა.

2006 წელი: ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში.

2007 წელი: მოიგო "ლა ლიგა" მადრიდის "რეალთან" ერთად.

2007 წელი: სამეფო კლუბიდან იტალიურ "მილანში" გადაბარგდა.

2008 წელი: მიიღო მუხლის, რიგით მესამე უმძიმესი ტრავმა.

2009 წელი: დატოვა ევროპა და დაბრუნდა სამშობლოში. ჩაირიცხა "კორინთიანსის" რიგებში.

2010 წელი: დასახელდა "Goal.com"-ის ყველაზე რეიტინგულ ფეხბურთელად.

2011 წელი: დაასრულა ოფიციალური საფეხბურთო კარიერა.

საინტერესო ფაქტები

- 1994 წელს, რონალდო რომარიოს რჩევით "პსვ ეინდჰოვენის" რიგებში ჩაირიცხა.

- რონალდო მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირია, 15 გატანილი გოლით.

- რონალდო არის ფეხბურთელი, რომელმაც მილანურ დერბიში (დელა მადონინა) დაპირისპირებულ მხარეთაგან სხვადასხვა დროს ორივე გუნდის წინააღმდეგ მოახერხა გოლის გატანა.


ავტორი: Kevlish...

ინფორმაციის წყარო: Goal.Com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)