შოთა: "გულშემატკივრობდე "რეალს", ეს არის ენით აუღწერელი გრძნობა"

გთავაზობთ პროექტ - "ინტერვიუ Halamadrid.Ge-ს ადმინისტრაციასთან" მომდევნო ინტერვიუს,რომელიც ავიღე შემსწორებელ შოთა დიდიშვილისგან(RealMadridFan),რომელიც შესანიშნავი რესპოდენტი გამოდგა და შესაბამისად ინტერვიუც საინტერესო გამოვიდა...


პირველ რიგში მოგესალმები შოთა.

გამარჯობა ვახო.

თავდაპირველად გაგვეცანი, ორიოდე სიტყვით გვიამბე შენს ცხოვრებაზე, სად სწავლობ, სად ცხოვრობ,რამდენი წლის ხარ, რას საქმიანობ და .ა.შ?

მე ვარ შოთა დიდიშვილი 22 წლის, ვცხოვრობ ქალაქ თბილისში. მყავს მეუღლე და წლინახევრის გოგონა. დავამთავრე წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

რამდენი ხანია "ბლანკოსს" გულშემატკივრობ?

"მერენგებს" დაახლოებით 14-15 წელიწადია რაც ვგულშემატკივრობ.

გულშემატკივართა უმრავლესობა სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება ამა თუ იმ კლუბის ფანი. შენ რამ გაიძულა გამხდარიყავი "რეალის" გულშემატკივარი?

ულამაზესი თამაშები, რომლებიც მაშინ ძალიან ხშირი იყო. ლამაზი ფეხბურთი, შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი, ეს იყო "მადრიდის რეალი". ძალიან მსიამოვნებდა "რეალის" თამაშების ყურება. ამ სიამოვნებამ იძულებული გამხადა მეგულშემატკივრა დიდებული კლუბისთვის ანუ "რეალმა" დამატყვევა და მეც იმ მრავალრიცხოვან გულშემატკივართა არმიას შევუერთდი, რომლებიც ქომაგობნენ "მერენგებს".

შენებურად აგვიხსენი თუ რას ნიშშნავს იყო მადრიდის "რეალის" გულშემატკივარი.

მოკლედ და კონკრეტულად გეტყვი: გულშემატკივრობდე "რეალს", ეს არის ენით აუღწერელი გრძნობა.

წლევანდელ სეზონში რომელ გოლს მიიჩნევ საუკეთესოდ,რომელიც "ბლანკოსმა" გაიტანა?

იყო ძალიან ბევრი გოლი, რომელიც სანახაობრივად მართლაც, რომ კარგი გამოვიდა, თუმცა მე პირადად ძალიან მომეწონა ადებაიორის გოლი "რასინგთან" მატჩში, გოლი განსაკუთრებული არაფერი იყო თუმცა კომბინაცია, მართლაც, რომ შესანიშნავი გამოუვიდათ "რეალის" ფეხბურთელებს.

შენი აზრით ვინაა პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელი?

უდავოდ და უკონკურენტოდ კრისტიანო რონალდო, ამ ადამიანის სახელს, რომ ახსენებ მანდ ჩემი აზრით კამათი არ არის საჭირო. ასევე გამოვარჩევდი ხაბი ალონსოს, რომელიც ნახევარდაცვის "მეფეა". "ესპანელი" ჩამშლელი უდიდეს როლს თამაშობს "მადრიდის რეალის" შემადგენლობაში.

რამე კურიოზს ხომ არ გაიხსენებდი?

არ ვიცი ეს ფაქტი რამდენად არის კურიოზი მაგრამ მაინც მინდა გითხრა: კარგად მოგეხსენებათ ის ავადსახსენებელი დღე როდესაც "რეალმა" 6-2 წააგო "ბარსელონასთან", ძალიან დიდი ნერვიულობისა და დარდის შემდეგ მეორე დღეს მომიწია საავადმყოფოში დაწოლა და მთელი 20 დღიანი სარეაბილიტაციო კურსების გავლა.

რომელია შენი საყვარელი ფეხბურთელი და რატომ?

რაულ გონსალეს ბლანკო, ზინედინ ზიდანი, ლუიშ ფიგუ, დავიდ ბექჰემი და იკერ კასილასი. რაც შეეხება კითხვა რატომ-ს ამაზე ახლავე მოგახსენებთ. რაული: გუნდის ლეგენდა, რომელიც არის უდიდესი ფეხბურთელი, ნამდვილი "ელ კაპიტანო". ზინედინ ზიდანი: ადამიანი რომელიც დირიჟორობდა მოედანზე და სასწაულებს სჩადიოდა. ლუიშ ფიგუ: ამ ფეხბურთელმა ჩემი სიმპათიები იმ დღიდანვე დაიმსახურა როდესაც იგი "რეალში" გადმოვიდა "ოკუპანტთა" გუნდიდან. ბექჰემი: ამ ფეხბურთელის ჯარიმები და გადაცემები საუკეთესო იყო. მე მისი თამაშით ყოველთვის მოხიბლული ვიყავი. კასილასი: სულით და გულით "მადრიდისტა"!!! შესანიშნავი კიპერი რომელიც ამ დროისათვის საუკეთესოა მსოფლიოში.

რომელი ფეხბურთელისადმი გაქვს ანტიპატია და რატომ?

მატერაცი!!! ყველასათვის ცნობილი ფაქტის გამო!

მოდი ახლა უშუალოდ კლუბის ამბებზე გადავიდეთ. ალფრედო დი სტეფანო კლუბის საპატიო პრეზიდენტია. ადრე თუ გვიან დადგება ის დღე,როცა ეს ადგილი სხვამ უნდა დაიკავოს. შენი აზრით ვინ იმსახურებს ამ ადგილზე დანიშვნას და რატომ?

ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია და არც პასუხი მაქვს სიმართლე გითხრა.ჩემი აზრით დადგება ის დრო, როდესაც ამ საპატიო ადგილს რაულ გონსალესი დაიკავებს.

ესტებან გრანერო არის კანტერანოებიდან ერთადერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი,რომელსაც სხვებთან შედაებით უფრო ხშირად უწევს თამაში. რას იტყვი ამაზე? როგორ ფიქრობ, იმსახურებს "პირატა" ძირითადში თამაშს?

ესტებანის ძირითადში დაყენება ჩემის აზრით ნაადრევია, რადგან მას მაინც აკლია გამოცდილება. შეიძლება ამ ფეხბურთელმა "პრიმერა დივიზიონის" დაბალი კლასის გუნდებთან კარგად ითამაშოს და საუკეთესოდაც დასახელდეს, მაგრამ ძლიერ გუნდებთან დარწმუნებული ვარ გაუჭირდება და ვერ ითამაშებს ისეთ თამაშს როგორიც მოურინიოს და საერთოდ მთელ "მადრიდისტებს" სურთ.

რა შეგიძლია თქვა "რეალის" შანსებზე ჩემპიონთა ლიგაზე?

უშანსოდ, უიმედოდ და უმოტივაციოდ ნამდვილად არ ვართ. ჩვენ გვყავს სათავეში ისეთი პროფესიონალი, როგორიც არის სეუ ჟოზე, მე მჯერა ამ ადამიანის შესაძლებლობების და დარწმუნებული ვარ მის წარმატებაში. ჩვენ აუცილებლად გადავლახავთ "ლიონის" ბარიერს და 6 წლიანი შესვენების შემდეგ გავალთ 1/4 ფინალში.

დღევანდელი შემადგენლობიდან რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდი და რატომ?

რათქმაუნდა რონალდო, ოზილი, დი მარია და ხაბი ალონსო. ამ ფეხბურთელებს უდიდესი წვლილი შეაქვთ "რეალის" თითოეულ მატჩში, მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ გადაწყვიტონ შეხვედრის ბედი.

ვინ არ იმსახურებს "ბლანკოსში" თამაშს?

ვერ ვხვდები გაგოსა და გარაის ფუნქციას "რეალში". სათადარიგოს სკამებს დამლაგებლები ასუფთავებენ. ესენი რას აკეთებენ? ეს ჩემთვის დღემდე ამოუხსნელ განტოლებად რჩება.

რომელი ფეხბურთელის ხილვა გსურს "რეალში"?

არცერთი ვარსკვლავის შეძენა არ არის საჭირო. გვყავს შესანიშნავი რეზერვი "კასტილიაში" და სჯობს ეს გამოიყენოს მთავარმა მწვრთნელმა.

რაული და გუტი, მტკივნეული თემა თითოეული მადრიდისტასთვის. რა შეგიძ¦ია თქვა ამ ორი ლეგენდის გაშვებაზე გუნდიდან?

ეს მართლაც ძალიან მტკივნეული თემაა თითოეული "მადრიდისტასთვის". კლუბიდან გაუშვეს ორი გენიალური ფეხბურთელი. მათი გაშვება ,რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შეცდომა იყო "რეალის" ხელმძღვანელობის მხრიდან. არ შეიძლება ასე უბრალოდ და პრიმიტიულად გაუშვა ისეთი ფეხბურთელი ,როგორიც არის რაული. ეს ფეხბურთელი ყველაზე მინიმუმ გაცილების საღამოს მაინც იმსახურებდა სხვა თუ არაფერი.

შენი აზრით, რომელი ქვეყნის ჩემპიონატია საუკეთესო მსოფლიოში?

უდავოდ "პრემიერ ლიგაა" საუკეთესო. მის შემდეგ კი "ლა ლიგა"

გარდა "ბლანკოსისა" რომელი კლუბის მიმართ გაქვს სიმპატიები?

მე ვარ მხოლოდდამხოლოდ "მადრიდის რეალის" გულშემატკივარი!!!

სანაკრებო დონეზე რომელი ქვეყნის გუნდს გულშემატკივრობ და რატომ?

რათქმაუნდა საქართველოს!!! ამავდროულად დიდი სიმპატიები გამაჩნია "ბუნდეს ნაკრების" მიმართ.

ვის მიიჩნევ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად?

პელე და მარადონა. ძალიან მალე ამ ორ ფეხბურთელს შეუერთდებიან ზინედინ ზიდანი და ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდო. ეს ორი ფეხბურთელი ნამდვილად იმსახურებს პელესა და მარადონას გვერდით დგომას.

რა შეგიძლია თქვა საქართველოს უმაღლეს ლიგაზე? ეშველება რამე?

ისეთი ფეხბურთელების სამშობლოში როგორებიც იყვნენ დავით ყიფიანი, ვიტალი დარასელია, მიხეილ მესხი და სხვა უამრავი ძალიან კარგი ფეხბურთელი, ჩემი აზრით ძალიან სამწუხაროა სიტუაცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ჩემპიონატში სუფევს. ვიმედოვნებ, რომ ნამდვილად ეშველება საქართველოს ჩემპიონატს და ჩვენც გვეყოლება ანგარიშგასაწევი გუნდები ევროასპარეზზე.

რა აზრის ხარ ადმინისტრატორებზე და რა ურთიერთობა გაქვს მათთან?

შესანიშნავ ადმინისტრატორებს ხელთ არის ეს საიტი, ისინი ძალიან კარგად ასრულებენ თავიანთ დაკისრებულ მოვალეობას რისთვისაც მათ უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო. რაც შეეხება ადმინისტრაციასთან ჩემს ურთიერთობას საკმაოდ ნორმალური, კარგი და მეგობრული ატმოსფერო სუფევს ჩვენს შორის.

დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. წარმატებებს გისურვებ.

გაიხარე, ასევე გისურვებ წარმატებებს შენ, HalaMadrid.Ge-ს და რა თქმა უნდა "მადრიდის რეალს"!


სტატიის ავტორი: ვახო ხოჯაშვილი (wishmaster) dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (39)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)