მესუთ იოზილი: "ზიდანი უმაღლესი დონის ფეხბურთელი იყო"

მესუთ იოზილი: "ზიდანი უმაღლესი დონის ფეხბურთელი იყო"

"თეთრების" ერთ–ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა განაცხადა რომ ზინედინ ზიდანამდე კიდევ ბევრი უკლია.


"ძალიან მოხარული ვარ, რომ ყველაფერი კარგად გამომდის, მაგრამ ჯერ არაფრისთვის არ მიმიღწევია. მე ამ კლუბში წარმატების მისაღწევად მოვედი. ზიდანი არის ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა, მე ჯერ მის დონემდე ბევრი მიკლია."-განაცხადა ახალგაზრდა გერმანელმა ნახევარმცველმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

მესუთის აზრით, "მადრიდის რეალმა" შემტევი ფეხბურთი უნდა ითამაშოს და მხოლოდ ერთი მიზანი უნდა ამოძრავებდეს – მოგება:"ჩვენ ძალიან კარგად შეგვიძლია თამაში, რაც "სანტანდერშიც" დავამტკიცეთ. მე ძალიან მიყვარს როდესაც ბურთი მე მაქვს და თავისუფლად მოქმედების საშუალება მეძლევა."

კრიშტიანუ რონალდუს არ ყოფნაზე დასმულ კითხვას მესუთმა ასეთი პასუხი გასცა: "ჩვენ ყველას დავუმტკიცეთ, რომ კრიშტიანუს გარეშეც შეგვიძლია მოგება, მაგრამ კრიშტიანუ უმაღლესი დონის ფეხბურთელია, ის გუნდისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და მისი ყოველი გამოტოვებული თამაში გუნდზე მაინც მოქმედებს. ჩვენ ველოდებით მის დაბრუნებას !"

მომავალ კვირაში, "თეთრებს" 2 ურთულესი მატჩი უწევთ. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩი "ლიონის" წინააღმდეგ "სანტიაგო ბერნაბეუზე" და მადრიდული დერბი "ატლეტიკოსთან", მაგრამ ოზილმა განაცხადა რომ გუნდი ამჟამად კონცენტრირებულია მხოლოდ "ჰერკულესის" დასამარცხებლად.

ოზილს შესანიშნავად ესმის, რომ გუნდს ერთი შეცდომის უფლებაც კი არ გააჩნია თუ მათ "ლა ლიგის" მოსაგებად ბრძოლა სურთ:
"სეზონის დასრულებამდე კიდევ დიდი დრო დარჩა, ყველაფერი არის მოსალოდნელი. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ "ბარსელონა" კიდევ დამარცხდება." – განაცხადა მესუთმა.

"თეთრების" ნახევარმცველს "ბარსელონა" – "არსენალის" შეხვედრის დროს ვან პერსის მიღებულ წითელ ბარათზეც დაუსვეს კითხვა:"მე ვუყურებდი მატჩს და ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ვან პერსის გაგდება არ იყო სწორი მსაჯის მხრიდან. მაგრამ ამაზე საუბარი არ მინდა, მირჩევნია "მადრიდის რეალთან" დაკავშირებულ კითხვებს ვუპასუხო."

და ბოლოს, ფეხბურთელმა ესპანური ენის შესწავლის საკითხზეც ისაუბრა:"მე ვცდილობ შევისწავლო ესპანური. უკვე ძალიან ბევრი მესმის, მაგრამ ლაპარაკი მიძნელდება. პარტნიორებს კი ესპანურ და ინგლისურ ენებზე ვესაუბრები."

ინტერვიუს ბოლოს, მესუთმა ესპანურად თქვა:"მე მინდა მოვიგო ძალიან ბევრი ტიტული "მადრიდის რეალთან" ერთად!"

ინფორმაციის წყარო: realmadrid.ru dle 10.1

  • maxxara
  • 10 მარტი 2011
  • 1747
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)