ალბიოლი: "გუნდი კარგ ფორმაშია"

მადრიდის "რეალის" მცველმა, რაულ ალბიოლმა რადიო Onda Madrid-თან ინტერვიუ ჩაწერა...


"მადლობელი ვარ მწვრთნელის იმისთვის,რომ თამაშის საშუალებას მაძლევს.ტრავმის შემდეგ ოპტიმალურ ფორმას ვუბრუნდები და ნელა-ნელა თამაშის რიტმში ვჯდები. დავამტკიცებ,რომ მე მზად ვარ ყველაფრისთვის."

""ერკულესთან" შეხვედრა მოსამზადებელი მატჩია "ლიონთან" და"ატლეტიკოსთან" თამაშამდე. მე ვფიქრობ,რომ გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და მჯერა,რომ ამ ფორმას სეზონის ბოლომდე შევინარჩუნებთ."

"ძალზედ მნიშვნელოვანია,რომ ჩვენ კარგად უნდა ვითამაშოთ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გარეშე. აშკარაა,რომ,როცა კრიშტიანო რონალდო ჯანსაღადაა უკეთესად გამოვიყურებით."

"ძალიან კმაყოფილები ვართ მოურინიოსთან მუშაობით. მე ვფიქრობ,რომ იგი ჩვენ სწორ გზაზე გვაყენებს. მას განკარგულებაში უმაღლესი დონის ფეხბურთელებია და მას საშუალება ეძლევა მათგან საუკეთესო აარჩიოს და ძირითადში ათამაშოს. მისი დახმარებით ჩვენ ყოველთვის ვფოკუსირდებით გუნდზე. ნებისმიერ დროს მზად ვართ ყველაფრისთვის."

""მილანთან" მატჩში ჟოზე მოურინიომ ჩვენ("ჩვენში" იგულისხმება არბელოა და ალბიოლი) გვითხრა,რომ სათადარიგო სკამზე დავმჯდარიყავით, რადგან ის მეტი ცვლილებას გაკეთებას არ აპირებდა. როცა პედრო ლეონმა გოლი გაიტანა მატჩის ბოლო წუთებზე, ჟოზე იქით გამოექანა,სადაც ჩვენ ვიყავით. იგი უკნიდან დამადგა მე და სიმართლე გითხრათ ძალიან შემეშინდა."

"ოზილი უკვე ძალიან ცნობილი ფეხბურთელი იყო,სანამ აქ გადმოვიდოდა,მაგრამ არავინ არ ელოდა,რომ ის ასე მალე გაივლიდა ადაპტაციას და გახდებოდა ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა "რეალში". ყველაფერთან ერთად, მესუთი შესანიშნავი ადამიანია."

"მე მოუთმენლად ველი "კოპა დელ რეის" ფინალს,რადგან ის ჩემს სახლთან ახლოს გაიმართება. "მესტალიაზე" შესანიშნავ მატჩებში მაქვს მონაწილეობა მიღებული და აქ ძალიან ცნობილ გუნდებს უთამაშიათ. ეს განსაკუთრებული სტადიონია."


ინფორმაციის წყარო: realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (39)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)