იოზილი: "იმედია "რეალთან" ერთად ბევრ ტიტულს მოვიგებ"

მესუთ იოზილმა პრეს კომფერენცია გამართა.


"მოხარული ვარ ჩემს ირგვლივ განვითარებული მოვლენებით. ჯერ-ჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა მე აქ მოვედი ფრთების გასაშლელად. მინდა, რომ ჩემი შესაძლებლობები დავამტკიცო."

"ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს. იგივეს ვიტყოდი ახალგაზრდულ გუნდზეც. კლუბი ნიჭიერი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და ვფიქრობ წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ."

"ერკულესის დამარცხება ადვილი არ იქნება. ჩვენ მოტივირებულნი ვართ გამარჯვებისთვის. სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, სწორედ ამიტომ ლა ლიგის ჩემპიონობის შანსი გვაქვს."

"კრიშტიანო რონალდო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. იმედია იგი მალე დაგვიბრუნდება და დაგვეხმარება."

"ესპანურ ენას ვსწავლობ და უკვე ძალიან ბევრი რამ მესმის. ამ ენაზე საუბარი მიჭირს, თუმცა სხვების ნათქვამს ადვილად ვიგებ."

"ჩემი ყველაზე დიდი სურვილი მადრიდის "რეალთან" ერთად რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოპოვებაა."

"შალკე და ვალენსია დღეს მეოთხედ ფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ. მე ორივე გუნდს წარმატებებს ვუსურვებ." dle 10.1

  • Junior
  • 9 მარტი 2011
  • 2131
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)