”არ განიკითხო”

ნათქვამია:”ხალხი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო”. ალბათ გაგიკვირდათ ეს გამოთქმა აქ რა შუაშია,მაგრამ ამის შესახებ სრულიადში.


სიმართლე გითხრათ ამ სტატიის დაწერა გამოკითხვამ გადამაწყვეტინა, რომლის მიხედვით ალონსოს მეწყვილედ ლასანას ანიჭებენ უპირატესობას. შემოსული ხმების 44.39% ლასს უჭერს მხარს. მაგრამ მახსოვს ის დროც, როდესაც დიარა ”განტევების ვაცად” იყო გამოყვანილი. ყველაფერში დამნაშავე მხოლოდ ის იყო მძორზემასთან ერთად(რომელიც სულაც არ აღმოჩნდა მძორი). გავიდა დრო და ლასი გახდა ფეხბურთელი, რომელმაც შეძლო ხედირასთვის წაერთმია ძირითად შემადგენლობაში ადგილი. პირადად მე აღფრთოვანებული ველოდები მის თამაშებს, რადგან მისი მსგავსება მაკელელესთან თანდათან უფრო შესამჩნევი ხდება. მე მახსოვს ძველი "რეალი". მახსოვს ფეხბურთელი, რომელიც მოედნის ცენტრიდან ხედავდა ყველაფერს, გრძნობდა თანაგუნდელთა თითეულ მოძრაობას და ასრულებდა ყველაზე კარგად შავ სამუშაოს. ეს იყო მაკელელე, მაგრამ გავა დრო და იქნება დიარა. ასე არ ვფიქრობ მხოლოდ მე, ასე ფიქრობს საფეხბურთო ექსპერთა უდიდესი ნაწილი. ახლა მინდა ცოტა რამ გიამბოთ მი შესახებ.

ლასანა დიარა დაიბადა 1986 წლის 14 ინვარს პარიზში. ლასანა დიარას ხშირად ეძახდნენ - "Lass sans Strass", რაც ქართულ ენაზე ნიშნავს "ლასი - არ არის ყალბი". ჟურნალისტები ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ ლასანა დიარას კარიერა ძალიან ჰგავდა კლოდ მაკელელეს კარიერას და ამის გამო ლასს "მეორე მაკელელეც" კი შეარქვეს. მსგავსად კლოდისა მანაც ”ნანტის” რიგებში აიდგა ფეხი. კლოდის მსგავსაც, ლასანაც ახალგაზრდულ ასაკში მიიწვიეს საფრანგეთის ეროვნულ გუნდში.

კარიერა ლასმა უბრალოდ დაიწყო. თავისი საფეხბურთო ფორმირება ანუ ფეხბურთი შესწავლა, მან დაასრულა "ლე-მანში". 16 წლის ლასი გადავიდა "ლე ავრის" დუბლებში, სადაც სამი სეზონი დასჭირდა პირველ გუნდში მოსახვედრად. 2004-05 სეზონში "ლე ავრის" შემადგენლობაში ლასმა 29 მატჩი ჩაატარა. მისი გუნდის არც თუ ისე კარგი შედეგის მიუხედავად, ახალგაზრდა ფეხბურთელი შეუმჩნეველი არ დარჩენილა.განსაკუთრებით კი ლასს მისივე მწვრთელი რენე ჟირარა აქებდა.

”არ განიკითხო”


როდესაც ყველამ შეიტყო ამბავი, რომ საფრანგეთის მეორე დივიზიონის ერთ-ერთ ჩვეულებრივ გუნდში თამაშობდა ბრწყინვალე ფეხბურთელი, ბევრს მოუნდა ამ მოთამაშის შეძენა, მაგრამ ლასი საბოლოოდ "ჩელსიში" გადავიდა. ამ დროს "არისტოკრატებში" ლასის პოზიციაზე ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა მაკელელე, ამის გამო კი "მაკელელე №2"-ს უწევდა ხოლმე სათადარიგოთა სკამზე ჯდომა. მაგრამ შეცვლაზე შემოსულ ფეხბურთელს ეტყობოდა, რომ ის ნამდვილად იმსახურება ძირითადს. სათამაშო პრაქტიკის უქონლობას ხელი არ შეუშლია მისთვის, პირიქით უფრო და უფრო პროგრესირებადი ხდებოდა. 2006 წელს კი მან "პრემიერლიგაც" მოიგო "ჩელსთან" ერთად. მაკელელეს წასვლის შემდეგ მას ადგილისთვის ბძოლაში, ახლა ახალგადმოსული და მასზე მეტად გამოცდილი ობი მიკელი ეცილებოდა.

”არ განიკითხო”

საკლუბო პროგრესის ხარჯზე, ლასი ნაკრებშიც თამაშობდა. როდესაც ლასმა გაანალიზა თავისი ყოფა "ჩელსიში", გადაწყვიტა დაეტოვებინა "არისტოკრატები". მისი გადაწყვეტილება აბსოლუტურად ლოგიკური და მართალი იყო. იგი "ჩელსიდან" კიდევ ერთ ლონდონურ გუნდში, "არსენალში" გადავიდა. ხოლო ცოტა ხანში ლასი ”პორტსმუთის” რიგებში ჩაირიცხა. არსენ ვენგერმა როდესაც გაიგო ლასანას გადაწყვეტილების შესახებ, შოკში ჩავარდა, რადგან ვენგერი ლასს "კანონიერების" მომავლად მიიჩნევდა და სჯეროდა, რომ მალე იგი ყველას დაანახებდა საკუთარ შესაძლებლობებს, ხოლო მისი წასვლით, გული "არსენალში" ყველაზე მეტად სწორედ ვენგერს დასწყდა. მაგრამ ამ დროს "არსენალი" თაობათა ცვლის პროცესში იყო, რაც ისევ სათამაშო დროის უქონლობას ნიშნავდა მისთვის.

ლასმა ერთხელაც განაცხადა თავისი გადაწყვეტილების შესახებ შემდეგი: "ჩემმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ბევრი შოკშიც ჩააგდო, მაგრამ მე ვიცი, ჩემი მიზანი რაც არის და ამ მიზნის მისაღწევად გადავდგი ეს ნაბიჯი. ვიცოდი, რომ ტოპ-კლუბში ჯერ ჩემი ადგილი არ იყო, რადგან ასეთ კლუბებში სათამაშო პრაქტიკა ძალიან ცოტა მქონდა. მე და "პორტსმუთის" მწვრთნელს ჰარი რედნაპს გვქონდა კონტაქტი და მან მითხრა, რომ მის გუნდში სათამაშო პრაქტიკა არ მომაკლდებოდა. მე არ შემიძლია ისეთ გუნდში დავრჩე, სადაც თამაში იშვიათად მიწევს. მე აღარ ვარ 18 წლის, ახლა მჭირდება თამაში, რათა კიდევ ბევრი რამ ვისწავლო. თუკი საქმე მიდგება იმაზე, რომ უნდა ამოვირჩიო 10 მატჩი "არსენალში" ან 30 მატჩი "პორტსმუთში", მე რა თქმა უნდა ავირჩევ მეორე ვარიანტს. ის ადამიანები, ვინც ცუდად მიცნობენ, ჩემს გადაწყვეტილებას ვერ გაიგებენ, ხოლო ნაცნობები გამიგებენ."

მალევე "პორტსმუთს" შეექმნა ფინანსური პრობლემები და ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს ეს პრობლემები ლასის გაყიდვით მოეგვარებინათ. დიარას შეძენის სურვილი "რეალმა" გამოთქვა და საბოლოოდ ფრანგი ნახევარმცველი გადაიბირა კიდეც. ასევე ლასანას შეძენა "მანჩესტერ სიტისაც" სურდა, მაგრამ მათ საწადელი ვერ აისრულეს. როდესაც ლასი "რეალში" გადავიდა, მას სერიოზული ტრავმა აწუხებდა და ამის გამო გარკვეული პერიოდი გამოჯანმრთელებას მოანდომა. ლასმა ტრავმის მოშუშების შემდეგ ბრწყინვალედ დაიწყო თამაში და "რეალში" შავ სამუშაოს შემსრულებელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გახდა. როდესაც "ბლანკოსში" მაკელელეს პოზიციაზე თამაში დაიწყო ლასმა, თანაც იგივე წარმატებებით, როგორიც თავის დროზე კლოდს ქონდა, უკვე ყველამ აღიარა, რომ კლოდ მაკელელეს საფეხბურთო მემკვიდრე ლასანა არის.

იმედია ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ დაფიქრდებით და მიხვდებით, რომ კონკრეტული ერთი ფეხურთელის ქომაგობის გამო არ ღირს უსაფუძვლოდ სხვისი კრიტიკა. მადრიდისტებო თუ გვიყვარს "რეალი", მისი თითოეული ფეხბურთელი უნდა დავაფასოთ.

მე მიყვარს რეალი... შენ??? dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)