ბენზემას საუკეთესო შედეგი

2011 წელს კარიმ ბენზემა შესანიშნავ ფორმაში შევიდა მან მოახერხა 9 გოლის შეგდება. აქამდე მისი სააუკეთესო მაჩვენებელი 2008 წელს იყო, როდესაც იგივე პერიოდში მან რვაჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის აღება.


კარიმ ბენზემამ ბოლო ორ მატჩში დუბლი გაიფორმა და დააგროვა 17 გოლი მიმდინარე სეზონში (7 ლა ლიგაზე და 5-5 კოპა დელ რეისა და ჩემპიონთა ლიგაზე). აქედან 9 ბურთი მან 2011 წლის პირველ ორ თვეში "შეაგდო", რაც იმაზე მეტყველებს, რომ ბენზემას შესანიშნავი პერიოდი უდგას მადრიდის რეალში.

კარიმმა გოლების გატან 23 იანვარს დაიწყო, როდესაც მისმა ბურთმა 3 ქულა მოუტანა მადრიდის რეალს მალიორკასთან თამაშში. ზუსტად 3 დღის შემდეგ მან ბრწყინვალე გოლი გაიტანა სევილიასთან. აგრეთვე ახალგაზრდა ფორვარდმა 2-ჯერ მოახერხა თავის გამოჩენა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში. მადრიდში დაბრუნების შემდეგ კი ლევანტესთან მატჩში აიღო მეტოქეთა კარი.

მშობლიურ ლიონში დაბრუნებულ ბენზემას, ყოფილი პარტნიოების დასამწუხრებლად 1 წუთიც არ დასჭირდა. ლიონთან შესანიშნავად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, მან ზედიზედ ორჯერ გაიფორმა დუბლი, ჯერ მალაგასთან შემდეგ რასინგთან.

ჯერ-ჯერობით კარიმის საუკეთესო კვარტალი 2008 წელს იყო, როდესაც ფრანგმა თავდამსხმელმა 11 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი მან უკვე 9-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი, თუმცა ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ მარტი ჯერ არ დასრულებულა და ბენზემას კიდევ რამდენიმე მატჩის ჩატარება მოუწევს და შეეცდება გააუმჯობესოს პირადი რეკორდი.

ბენზემას საუკეთესო შედეგი
dle 10.1

  • SunSay
  • 9 მარტი 2011
  • 2054
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)