ლევანი: ""რეალის" საუკეთესო ფეხბურთელი უდავოდ კრიშტიანო რონალდოა"

გთავაზობთ პროექტ - "ინტერვიუ Halamadrid.Ge-ს ადმინისტრაციასთან" მომდევნო ინტერვიუს,რომელიც ავიღე შემსწორებელ ლევან ლეკიშვილიდან(arien robben). ყველაზე მეტად ლევანის ინტერვიუ მე მაინტერესებდა და ზოგი პასუხი ჩემთვის მოულოდნელიც კი იყო...


პირველ რიგში მოგესალმები ლევან.

გაგიმარჯოს ვახო. პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო ამ საინტერესო პროექტისთვის.

თავდაპირველად გაგვეცანი, ორიოდე სიტყვით გვიამბე შენს ცხოვრებაზე, სად სწავლობ, სად ცხოვრობ,რამდენი წლის ხარ, რას საქმიანობ და .ა.შ?

მე ვარ ლევან ლეკიშვილი, ვარ 15 წლის, ვცხოვრობ ქალაქ თბილისში, ვსწავლობ თბილისის 52-საჯარო სკოლაში. დაკავებული ვარ სწავლითა და ფეხბურთით.

რამდენი ხანია "ბლანკოსს" გულშემატკივრობ?

სამეფო გუნდის გულშემატკივრობა დავიწყე 2003 წლიდან. თავიდანვე აღფრთოვანებული ვიყავი რონალდოს თამაშის ყურებით და პირველი მიზეზი ”რეალის” გულშემატკივრობისა სწორედ ის გახლდათ.

გულშემატკივართა უმრავლესობა სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება ამა თუ იმ კლუბის ფანი. შენ რამ გაიძულა გამხდარიყავი "რეალის" გულშემატკივარი?

როდესაც მე ფეხბურთის ყურება დავიწყე, იმ დროს ”სანტიაგო ბერნაბეუ” იყო ერთი დიდი თეატრი, რომელშიც უნიკალური მსახიობები თამაშობდნენ. ამ გუნდმა თავი ისე შემაყვარა, რომ სამეფო კლუბი მუდამ ჩემ გულში იქნება.

შენებურად აგვიხსენი თუ რას ნიშნავს იყო მადრიდის "რეალის" გულშემატკივარი.

ჩემი აზრით, ამ დიადი კლუბის გულშემატკივრობა უდიდესი პატივია ნებისმიერი ადამიანისთვის. გუნდს როგორი ჩავარდნაც არ უნდა ჰქონდეს, ”მერენგების” ჭეშმარიტი ფანი, მუდამ მისი ერთგული უნდა იყოს.

წლევანდელ სეზონში რომელ გოლს მიიჩნევ საუკეთესოდ?

წლევანდელ სეზონში, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კარიმ ბენზემას გოლმა ”აიაქსის” კარში. მესუთ იოზილმა ორიგინალურად დაუტოვა ბურთი ფრანგს, რომელმაც ძალიან ლამაზი დარტყმით მოათავსა იგი ცხრიანში.

ბოლო ათწლეულის მანძილზე ვის მიიჩნევ საუკეთესო ფეხბურთელად?

ეს ადამიანი გახლავთ ბრაზილიელი რონალდო. ვფიქრობ, რომ ფენომენი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. არ მოვსწრებივარ პელესა და მარადონას თამაშს, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი რონალდოს კარიერა. ვფიქრობ, რომ მისნაირი ნიჭი არცერთ ფეხბურთელს არ ჰქონია. ბრაზილიელს ჰქონდა საოცარი გოლის ალღო. ის გახლდათ რისხვა ნებისმიერი გოლკიპერისთვის. კიჭა იყო სამაგალითო ნებისმიერი ფორვარდისთვის.

რამე კურიოზს ხომ არ გაიხსენებდი?

ძალიან კარგად მახსოვს შარშანდელი სეზონის მატჩი, სადაც მადრიდის ”რეალი” ”სევილიას” უპირისპირდებოდა. შეხვედრა ძალიან დაძაბული და დრამატული გამოდგა. ანდალუსიელები 0-2-ს იგებდნენ, მაგრამ იმ თამაშში სასწაულები მოხდა. მატჩის ბოლო წუთებში თავი ვან დერ ვაარტმა გამოიჩინა. როდესაც ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა, სიხარულისგან მაცივრისკენ გავვარდი და ისეთი ძალით ჩავარტყი, რომ რამოდენიმე დღე აღარ მუშაობდა.

რომელია შენი საყვარელი ფეხბურთელი და რატომ?

როგორც უკვე ვთქვი, ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდოა. მის გარდა კი რა თქმა უნდა გამოვარჩევდი ზინედინ ზიდანს. ის იყო ნამდვილი მაესტრო. ყოველთვის ვიხიბლებოდი, ფრანგის უნიკალური მოძრაობებითა და პასებით. ის ნამდვილი ”პროფესორი” იყო.

რომელი გუნდისა და ფეხბურთელისადმი გაქვს ანტიპატია და რატომ?

ზოგადად, ძალიან მიყვარს ფეხბურთი და ვფიქრობ, რომ ამ უნიკალური სპორტის მთავარი მტერი გახლავთ ლონდონის ”ჩელსი”. ძალიან არ მომწონს მათი თამაშის ხილვა. ეს გუნდი მთლიანად შედეგზეა ორიენტირებული, ხოლო რაც შეეხება ფეხბურთელს, ეს ადამიანია ჯენარო გატუზო, რომელიც ჩემი აზრით ფეხბურთელზე მეტად მორაგბეს ჰგავს.

მოდი ახლა უშუალოდ კლუბის ამბებზე გადავიდეთ. ხორხე ვალდანო კლუბის განუყრელი წევრია. იგი სპორტული დირექტორია და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია "რეალში". ხშირად კი იმას აკეთებს,რაც გულშემატკივრებს აღიზიანებს. რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით? შენი აზრით, ვალდანო უნდა იკავებდეს ამ თანამდებობას?

ჩემი აზრით, ხორხეს ძალიან დიდი ტალანტების აღმოჩენის უნარი აქვს, თუნდაც ავიღოთ რაულის მაგალითი. ძალიან ბევრ გულშემატკივარს არ უყვარს ეს ადამიანი, რაც ბუნებრივია მისი თავისებური ხასიათის გამო. როგორც ყველა ადამიანს, მასაც მოსდის შეცდომა. ამ ადამიანს კარგი მხარეებიც აქვს, მაგრამ საერთო ჯამში, მისი ”რეალში” ყოფნა, სწორად არ მიმაჩნია.

პეპე და კარვალიო "ბლანკოსის" დაცვის უცვლელ წევრებად იქცნენ. პორტუგალიელის მოსვლის შემდეგ აშკარად გაძლიერდა დაცვითი ხაზი. ასევე "რეალს" ცენტრალური დაცვის რეზერვი ჰყავს ალბიოლისა და გარაის სახით. რას იტყვი ზოგადად "რეალის" ცენტრალურ დაცვაზე?

აშკარაა, რომ ”რეალის” დაცვის ხაზი, მიუხედავად ამდენი ძლიერი მცველისა, ძალიან სუსტად გამოიყურება. პეპეც და კარვალიოც უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან. გუნდს ალბიოლისა და გარაის სახით, კი მშვენიერი შემცვლელები ჰყავს. ასევე თავის პოზიციაზე ბრწყინვალეა სერხიო რამოსიც, მაგრამ ნათელია, რომ ”ბლანკოსის” დაცვაში ყველაფერი რიგზე არ არის.

ეს კითხვა ალბათ ყველა მომხმარებელს აინტერესებს. ჰალას საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის შენი კრიშტიანო რონალდოსადმი ზიზღის შესახებ. პორტუგალიელი მართლაც გამორჩეულია წლევანდელ სეზონში,მაგრამ შენ ამას არ აღიარებ. რამ გამოიწვია ეს?

შეიძლება გაგეცინოთ კიდეც, მაგრამ ვთვლი, რომ რონალდო სრულყოფილი ფეხბურათელია. საფეხბურთო თვალსაზრისით, მას არანაირი ნაკლი არ აქვს. ის ფიზიკურად ძალიან ძლიერია, აქვს სწრაფი ფეხები და შესანიშნავი დარტყმა. კრიშტიანო გამოირჩევა უნიკალური გოლის ალღოთი და ასევე უმაღლეს დონეზე ხმარობს თავს. მე ვფიქრობ, რომ ამ მართლაც უნიკალურ ფეხბურთელს მისი ხასიათი სწევს უკან. აშკარაა, რომ, როდესაც რონალდო თამაშში შედეგიანობით არ გამოირჩევა, ის სულ სხვანაირად თამაშობს. იგი ყველანაირი გზით სცდილობს წარმატების მიღწევას. ეს ზოგჯერ გუნდისთვის კარგია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში კი ცუდია. რონალდო მე პიროვნულად არ მომწონს, თორემ ძალიან კარგად ვიცი ამ ფეხბურთელის პოტენციალი. პორტუგალიელი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.

დღევანდელი შემადგენლობიდან რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდი და რატომ?

მადრიდის ”რეალის” საუკეთესო ფეხბურთელი უდავოდ კრიშტიანო რონალდოა, მაგრამ მის გარდა აღფრთოვანებული ვარ ანხელ დი მარიასა და მესუთ იოზილის თამაშით. მესუთი და ანხელი უნიჭიერესი ფეხბურთელები არიან და მათ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ სულ ცოტა ხანში გახდნენ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები.

ვინ არ იმსახურებს "ბლანკოსში" თამაშს?

ჩემი აზრით, სამეფო კლუბის უსუსტესი ფეხბურთელი ფერნანდო გაგოა. ”თეთრებს” საკმარისზე მეტი საყრდენი ჰყავთ და ვთვლი, რომ არგენტინელი სრულიად ზედმეტია.

რომელი ფეხბურთელის ხილვა გსურს "რეალში"?

ძალიან მსურს, მადრიდის ”რეალში” ვიხილო რომელიმე ტექნიკური ფორვარდი. ჩემი აზრით, სამეფო კლუბს ბრაზილიური სილამაზე აკლია. ნეიმარი შესანიშნავი ვარიანტი იქნებოდა, სამეფო გუნდის თავდასხმის ხაზისთვის.

რუუდ ვან ნისტერლოიმ, "ვან გოლად" წოდებულმა, "რეალი" რამდენიმე წლის წინ დატოვა. ზამთარში გავრცელდა ინფორმაცია მისი თავიდან შეძენის შესახებ. რას იტყვი ზოგადად ამ ფეხბურთელსა და მის საჭიროებაზე "რეალში"?

ძალიან კარგი იქნებოდა, თუ ”ჰამბურგის” ხელმძღვანელობა, შეასრულებდა რუუდის თხოვნას და გამოუშვებდა მას სამეფო კლუბში. ჩემი აზრით, ნისტელროი ძალიან გამოადგებოდა ”რეალს”. მიუხედავად მისი ასაკისა, ჰოლანდიელს შემორჩენილი აქვს ის უნიკალური გოლის ალღო, რომლითაც იგი ახალგაზრდობაში გამოირჩეოდა.

"ლიონი" ბოლო წლებში "რეალის" "წყევლად" იქცა. ფრანგები გადაულახავ ბარიერად იქცნენ,მაგრამ წელს უსიამოვნო ტრადიცია დაირღვა და მადრიდელებმა არამარტო არ წააგეს ეს თამაში,არამედ გოლიც გაიტანეს სტუმრად. რას იტყვი ამ დაპირისპირებაზე და რამდენად რეალურია "ბლანკოსის" მეოთხედფინალში ხილვა?

ვფიქრობ, რომ ”რეალი” წელს უპრობლემოდ დასძლევს ამ უსიამოვნო ბარიერს. აღსანიშნავია, რომ ”თეთრებმა” გოლი სტუმრად გაიტანეს. ჟოზე მოურინიო უდიდესი სპეციალისტია და არა მგონია, რომ მან მანუელ პელეგრინის შეცდომები გაიმეოროს. ჩემი აზრით, სამეფო კლუბი "ლიონს” დიდი ანგარიშით დაამარცხებს და დაარღვევს ამ უსიამოვნო ტრადიციას.

გარდა "ბლანკოსისა" რომელი კლუბის მიმართ გაქვს სიმპატიები?

მადრიდის ”რეალის” გარდა, მხიბლავს ლონდონის ”არსენალის” თამაში. არსენ ვენგერის დამოძღვრილი გუნდი, ნამდვილად შესანიშნავ ფეხბურთს სთავაზობთ მაყურებელს. ლონდონური კლუბი ახალგაზრდა ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ეს ბიჭები მართლაც უნიკალურ ფეხბურთს თამაშობენ.

სანაკრებო დონეზე რომელი ქვეყნის გუნდს გულშემატკივრობ და რატომ?

სანაკრებო დონეზე, ძალიან დიდი სიმპატიები მაქვს ბრაზილიასთან. ამ გუნდში ფეხბურთის ჯადოქრები არიან თავმოყრილნი. ისევე, როგორც მადრიდის ”რეალის”, ასევე ბრაზილიის გულშემატკვირობაც ფენომენის გამო დავიწყე.

ვიცი,რომ პელესა და მარადონას შორის შენ ბრაზილიელს ამჯობინებ. შენი აზრით ვინ იმსახურებს ამ ორ დიად ფეხბურთელთან ერთად მოხსენებას?

პელე ფეხბურთის მეფეა, მაგრამ ვთლვი, რომ ფენომენი არანაკლებ ნიჭიერი იყო ხსენებულ ფეხბურთელზე. ვინც არ იცით, გირჩევთ აუცილებლად შეისწავლოთ რონალდოს კარიერა. ბრაზილიელის გარდა, პელესა და მარადონას გვერდზე დავაყენებდი ზინედინ ზიდანსა და იოჰან კრუიფს.

ამ კითხვას მოკლედ და კონკრეტულად დაგისვამ. ეშველება რამე ქართულ ფეხბურთს?

ძალიან შეწუხებული ვარ ქართული ფეხბურთის მდგომარეობით. საქართველოში უამრავი უნიჭიერესი ახალგაზრდა იზრდება, მაგრამ უმრავლესობას არაფერი გამოსდის საშინელი პირობების გამო. საკმარისია ქართულ ფეხბურთში, ხელისუფლებამ ფული ჩადოს და ყველაფერი კარგად იქნება. ქართული ფეხბურთი ცნობილი გახდება მთელს ევროპაში. მე თვითონ ფეხბურთელი ვარ და კარგად ვიცი რა პირობებშიც უწევს ქართულ ახალგაზრდობას ჩამოყალიბება. ეს პრობლემა თუ გადაიჭრა, ქართული ფეხბურთი აყვავდება.

რა აზრის ხარ ადმინისტრატორებზე და რა ურთიერთობა გაქვს მათთან?

საიტის ადმინისტრატორებს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვხვდები, რომ ისინი ძალიან კარგად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს. ჩვენი საიტი ერთ-ერთი საუკეთესოა სპორტულ საიტებში და ეს ჩვენი, მართლაც კარგი ადმინისტრაციის დამსახურებაა.

დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. წარმატებებს გისურვებ.

დიდი მადლობა ასეთი საინტერესო კითხვებისთვის. შენგან კარგი ჟურნალისტი დადგებოდა.

(ვიცინი:D) მადლობა. გაიხარე!


სტატიის ავტორი: ვახო ხოჯაშვილი (wishmaster) dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)