მსოფლიოს პრესამ ოზილს ხოტბა შეასხა

მას შემდეგ, რაც მესუთ ოზილმა, სანტანდერის "რასინგის" წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა. პრესაში უამრავი საქებარი სტატია და წინადადება დაიწერა გერმანელი ნახევარმცველის მიმართ...


AS

მესუთი ბრწყინვალედ გაისარჯა, მან ამ შეხვედრაში ბრწყინვალე პასები ჩამოარიგა, მისი თამაში მუსიკალურ ნოტებთან იყო შერწყმული, გერმანელმა მოთამაშემ ნამდვილი სპექტაკლი დადგა, თითქოს იგი წყალზე დადიოდა.

Marca

სანტანდერელთა წინააღმდეგ ოზილმა ძალიან არაპროგნოზირებადად ითამაშა, მისი გადაცემები ბრწყინვალე იყო და თანაგუნდელებიც ყველანაირად ცდილობდნენ მხარის აბმას, ახალგაზრდა ნახევარმცველი "ბლანკოსში" ძალიან სწრაფად ვითარდება.

ABC

ოზილი მოედანზე ანათებს, მისი ფეხბურთი ფანტასტიურია, იგი ბრწყინვალედ დირიჟორობდა სამეფო კლუბს.

El Mundo

გერმანელი ნახევარმცველი მთელი გუნდი იყო, სწორედ მისი ჭკვიანური პასებით გაიმარჯვა სამეფო კლუბმა.

El Pais

მესუთ ოზილი არის ფეხბურთელი, რომელიც მუდამ დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებში, იგი ბურთთან ერთად ცეკვასაც ახერხებს.

EL Periodico De Catalunya

მესუთმა პირველ ნახევარში ძალიან კარგად ითამაშა და ამან განაპირობა "რეალის" წარმატება.

La Razon

ოზილს არანორმალური ფეხები აქვს, იგი მონუმენტალურია და ბრწყინვალედ ფლობს სიტუაციას.

El Mundo Deportivo

მესუთი არის ნახევარმცველი, რომელიც მასტერ კლასს ატარებს მოედანზე, მან ნახევარდაცვის ყველა რგოლში ბრწყინვალედ ითამაშა.

SporT

მესუთს თანაგუნდელებმა ძალიან კარგად გაუგეს და სწორედ ეს იყო მისი კარგი თამაშის წინაპირობა.

Süddeutsche Zeitung

ოზილი რეკორდებს ამხობს, იგი ბრწყინვალეა.

Die Welt

მადრიდელებს ჰყავს ფეხბურთელი მოცარტი, ამ ადამიანს მესუთ ოზილი ჰქვია, იგი ბრწყინვალედ გამოიყურება.

Berliner Zeitung

მესუთი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ვარსკვლავია.

L'Equipe

მადრიდის "რეალი" შესანიშნავად გამოიყურებოდა, მესუთი გუნდის უდავო ლიდერი იყო.

Clarin

ჟოზეს გუნდის უდავო ლიდერი ოზილი გახლდათ.

A Bola

სამიდან ორი გოლი მესუთმა "გამოაცხო"

Record

მესუთი აგრძლებს ბრწყინვალე ასისტენტობას, მან ამჯერად 2 საგოლ პასი მიითვალა.

Lance

გერმანელი ნახევარმცველი გამარჯვების გარანტი გახდა.

La Gazzetta Dello Sport

ოზილმა და დი მარიამ ყველა გოლში მიიღეს მონაწილეობა.

Lider

მესუთს ზუსტად 5 წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ მატჩის ბედი გადაეწყვიტა, იგი საუკეთესო იყო. dle 10.1

  • Hala
  • 8 მარტი 2011
  • 2588
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (19)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)